ბორის დიაჩკოვი
ბორის მიხეილის ძე დიაჩკოვი (რუს. Бори́с Миха́йлович Дьячко́в; დ. 23 აგვისტო, 1903, თბილისი, — გ. 17 დეკემბერი, 1986, იქვე) — საქართველოში მოღვაწე რუსი სპორტსმენი (მძლეოსნობა), მწვრთნელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1940), სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1952), საკავშირო კატეგორიის მსაჯი (1939), სსრკ ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1966).
დაიბადა თბილისის კადეტთა კორპუსის ოფიცერ-მასწავლებლის ოჯახში. 1934 წელს დაამთავრა მოსკოვის ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, 1938 წელს — ამიერკავკასიის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი. სსრკ ჩემპიონი სამხტომში (1924) და 4×100 მ ესტაფეტაში (1927), სსრკ მრავალგზის ჩემპიონი სიმაღლეზე და ჭოკით ხტომაში. მწვრთნელად მუშაობა დაიწყო 1921 წელს. აღზარდა ბევრი ქართველი მძლეოსანი, მ.შ. ნინო დუმბაძე (დიაჩკოვის მეუღლე), ელენე გოკიელი, ლევან სანაძე, რობერტ შავლაყაძე, იური დიაჩკოვი (ვაჟიშვილი, სსრკ ორგზის ჩემპიონი ათჭიდში) და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- გუგუშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 404.