დოჭუ
სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში
დოჭუ — სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული თუშეთი).
მდებარეობს თუშეთის ალზანისა და პირიქითი ალაზნის წყალგამყოფ მაკრატელას ქედის სამხრეთ კალთაზე, გომეწრის ხეობაში, ზღვის დონიდან 2050 მ-ზე, ახმეტიდან 102 კმ-ში.
დოჭუ კლდოვანი მთის ბორცვზეა შეფენილი. მჭიდროდ განაშენიანებული სოფელია. შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების კოშკების ნანგრევები და საცხოვრებელი სახლები, რომელთაც დაქანებული რელიეფის გამო განსხვავებული სართულიანობა აქვთ. სოფლის თავზე, სამხრეთით, მდებარეობს კოპალეს ხატი, ხოლო აღმოსავლეთით, მთის წვერზე, მარიამწმინდის ხატი.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არ არის.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1 | 1 | 0 |
2014[1] | 0 | 0 | 0 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 488.
- ხუციშვილი მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 76-77.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.