სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომეწარი (მრავალმნიშვნელოვანი).

გომეწრის ხეობა — ხეობა თუშეთში, მდ. თუშეთის ალაზნის აუზში. იწყება აწუნთის ქედის აღმ. კალთიდან (ზ. დ. 2800-2900 მ ) და აღწევს სოფ. ომალოს მიდამოებამდე (ზ. დ. 1600 მ ). მოქცეულია კავკასიონის მთავარი ქედისა და მაკრატელას ქედის კალთებს შორის. გომეწრის ხეობა მაკრატელას ქედით გამოყოფილია პირიქითის ალაზნის ხეობისაგან. აგებულია იურული ფიქლებით. ჭარბობს რელიეფის ეროზიული ფორმები, რომელთა ჩაჭრის სიღრმე 1500-2700 მ-მდეა. 2600 მ-ზე მაღლა რელიეფის ეროზიულ ფორმებთან ერთად გვხვდება ძველმყინვარული ფორმები (მორენები, ცირკები, კარები). ხეობის ქვემო კალთებზე არის ფიჭვის, არყის და ცირცელის ტყეები, ზემოთ — სუბალპური და ალპური მდელოები.

ლიტერატურა

რედაქტირება