სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაკრატელა (მრავალმნიშვნელოვანი).

მაკრატელას ქედიქედი აღმოსავლეთ საქართველოში (თუშეთი). შეადგენს კავკასიონის მთავარი ქედის ნაწილს. წარმოადგენს პირიქითა ალაზნისა და თუშეთის ალაზნის წყალგამყოფს. მაკრატელას ქედი გამოეყოფა აწუნთის ქედს აღმოსავლეთით, მწვერვალებს ამუგოსა და ბორბალოს შორის. მასზე აღმართულია მწვერვალები: წიო (3380 მ), ცივი (3362 მ), მაკრატელა (3106 მ) და სამვრონი (3482 მ). აგებულია იურული ფიქლებით.

მაკრატელას ქედის ხედი სოფელ ვესტომთის მიდამოებიდან

აქვს სამხრეთ-აღმოსავლური მიმართულება და მთავრდება ომალოს პლატოთი. მაკრატელას ქედის თანამედროვე გამყინვარება უმნიშვნელო სიმძლავრით ხასიათდება და სამრულისმთის მასივის ჩრდილო კალთებთან არის დაკავშირებული. მეოთხეულ პერიოდში ქედზე წარმოდგენილი იყო ხეობის ტიპის მყინვარები, რომელთა სიგრძე 5-6 კმ-ს აღწევდა, მათი ქვედა ბოლოები 2400-2500 მ აბსოლუტურ სიმაღლეზე მდებრეობდნენ.

ქედის სამხრეთ-აღმოსავლური მონაკვეთი ფოთლოვანი ტყითაა შემოსილი, ხოლო დანარჩენ ნაწილში დამახასიათებელია ალპური მდელოს ლანდშაფტი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: