მაკრატელა
მთა საქართველოში, კახეთის მხარეში
მაკრატელა, მაკრატელთანა — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე — თუშეთში, მდინარეების ალაზნისა და თუშეთის ალაზნის წყალგამყოფ მაკრატელას ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3106 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. კალთები დამრეცი და ნაწილობრივ კლდოვანია. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
მაკრატელა | |
---|---|
კოორდინატები: 42°27′07″ ჩ. გ. 45°31′23″ ა. გ. / 42.45194° ჩ. გ. 45.52306° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3106 მ |
ქედი | თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 376.