წიო

მთა საქართველოში, კახეთის მხარეში

წიომთა აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთში, მაკრატელას ქედის შუა მონაკვეთის თხემზე, მდინარეების თუშეთის ალაზნისა და პირიქითის ალაზნის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3380 მ. აგებულია ლიასური ასპიდური თიხაფიქლებით, აგრეთვე ქვიშაქვებით. ჩრდილოეთი და სამხრეთი კალთები ციცაბოა, აღმოსავლეთი და დასავლეთი შედარებით დამრეცი. წიოზე გვხვდება მყინვარული ფორმები. შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით.

წიო
კოორდინატები: 42°27′56″ ჩ. გ. 45°28′58″ ა. გ. / 42.46556° ჩ. გ. 45.48278° ა. გ. / 42.46556; 45.48278
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ახმეტის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3380 
ქედი მაკრატელას ქედი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი და ქვიშაქვა
წიო — საქართველო
წიო
წიო — კახეთის მხარე
წიო

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=წიო&oldid=4562910“-დან