დომინგური ქვრივა

ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა

დომინგური ქვრივა[1] (ლათ. Vidua macroura) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. პირველად აღწერა გერმანელმა ნატურალისტმა პეტრე სიმონ პალასმა 1764 წელს და მიანიჭა ბინომიალური სახელი Fringilla macroura.[2][3][4]

დომინგური ქვრივა

მამალი გამრავლების პერიოდში
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Vidua macroura (Pallas, 1764)
სინონიმები
  • Fringilla macroura (Pallas, 1764)
  • Emberiza vidua (Linnaeus, 1766)
  • Vidua serena (Linnaeus)[1]
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22719988

მათი სხეულის სიგრძეა 12–13 სმ, გამრავლების პერიოდში მამლის კუდის სიგრძე 20 სმ-ს აღწევს. ზრდასრულ მამალს აქვს შავი ზურგი, თავის ზედა მხარე და კუდი. ფრთები მუქი ყავისფერია, დასდევს თეთრი ნახატებიც. ტანისა და თავის ქვედა მხარე თეთრია. ნისკარტი კაშკაშა წითელი. დედალს და არამობუდარ მამალს აქვს ყავისფერი ზედა ნაწილები, მოთეთრო ქვედა ნაწილები შაქრისფერი გვერდებით, აგრეთვე შავი და შაქრისფერი სახე. მართალია გრძელი კუდი მათ არ აქვთ, თუმცა წითელ ნისკარტს ინარჩუნებენ. მოუმწიფებელი ფრინველები დედალს ჰგვანან, თუმცა ბევრად უფრო უბრალო ფერისანი არიან და ნისკარტიც მორუხო აქვთ.[5]

გვხვდება აფრიკის უდიდეს ნაწილში, საჰარის სამხრეთით, უპირატესობას ანიჭებს მდელოებს, ბუჩქნარებს, სავანებს, აგრეთვე ბაღებსა და პარკებს.[5] პორტუგალიაში ეს სახეობა აღნიშნულია ავეირუს მიდამოებში.[6] ხელოვნურადაა შეყვანილი სამხრეთ კალიფორნიაში, პუერტო-რიკოსა და სინგაპურში.[7]

ბუდობრივი პარაზიტია, კვერცხებს დებს მთიულასებრი ფეიქრების (Estrildidae) ბუდეებში. გუგულისაგან განსხვავებით, ქვრივა არ ანადგურებს მასპინძლის კვერცხებს. ჩვეულებრივ, 2–4 კვერცხს დებს უკვე კვერცხებიან ბუდეებში. მასპინძლისა და პარაზიტის კვერცხები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება, თუმცა ქვრივასი ოდნავ დიდი. მისი ბარტყების ხახა მასპინლის ბარტყებისას ჰგავს.[8] მამალი ქვრივა ტერიტორიული ფრინველია, ზოგჯერ ერთ მამალს თავის მცირე ჯგუფში რამდენიმე დედალი შეიძლება ყავდეს. თავის მოწონება რთული პროცესია, იგი დედლის თავზე თავისებურად ლივლივებს და თავისი კუდით ცდილობს მოხიბლოს დედალი. გალობს სიმაღლეზე შემომჯდარი, გალობა მოიცავს სწრაფ წრიპინს და დაბალ მელოდიებს. იკვებება თესლებითა და მარცვლეულით.[5][8]

  1. 1.0 1.1 კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 12.
  2. Paynter, Raymond A. Jnr., ed. (1968). Check-list of birds of the world, Volume 14. Museum of Comparative Zoology, გვ. 395. 
  3. Sherborn, C. Davies (1905). „The new species of birds in Vroeg's catalogue, 1764“. Smithsonian Miscellaneous Collections. 47: 332–341 [336 No. 144].
  4. Rookmaaker, L.C.; Pieters, F.F.J.M. (2000). „Birds in the sales catalogue of Adriaan Vroeg (1764) described by Pallas and Vosmaer“. Contributions to Zoology. 69 (4): 271–277.
  5. 5.0 5.1 5.2 SInclair, Ian; Hockey, Phil; Tarboton, Warwick; Ryan, Peter (2011) Sasol Birds of Southern Africa, 4th, Cape Town: Struik Nature. 
  6. Viuvinha-bico-de-lacre (Vidua macroura). Aves de Portugal. avesdeportugal.info. ციტირების თარიღი: 20 ივლისი, 2020.
  7. BirdLife International (2012). Vidua macroura. IUCN Red List of Threatened Species. 2012. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  8. 8.0 8.1 The Pin-Tailed Whydah – Fact Sheet. Finch Information Center. ციტირების თარიღი: 7 ივლისი, 2020.