დისკომიცეტები
დისკომიცეტები (ლათ. Discomycetes) — ჩანთიანი სოკოების ჯგუფი. აერთიანებს რამდენიმე რიგის 4 ათასზე მეტ სახეობას. აქვთ უმეტესად ლამბაქისებრი ღია ნაყოფსხეული (აპოთეციუმი), რომლის ზედაპირზე ჰიმენიუმი შიშვლად არის განლაგებული. დისკომიცეტების უმრავლესობა საპროფიტია და ცხოვრობს ნიადაგზე, მკვდარ მერქანზე, ნაკელზე; ზოგიერთი პარაზიტია.
დისკომიცეტები | |
---|---|
აღწერა | |
სოკოების პოლიფილეტური ჯგუფი | |
სახელის სტატუსი | |
მოძველებული | |
სამეცნიერო სახელი | |
Discomycetes | |
მშობლიური ტაქსონი | |
ჩანთიანი სოკოები | |
წარმომადგენლები | |
განსაკუთრებით დიდი ზიანი მოაქვთ სკლეროცინიებს, რომლებიც იწვევენ თესლოვნების, კურკოვნების, ბოსტნეულისა და სხვა კულტურული მცენარეების დაავადებას. საჭმელად ვარგისია თირკმელა, ხარისფაშვა და ნაოჭა სოკო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 570.