სკლეროცინია (ლათ. Sklerotinia) — ჩანთიანი სოკოების გვარი ჰელოციასნაირთა რიგისა. შეიცავს რამდენიმე ათეულ პარაზიტულ სახეობას. ამ სოკოთა განვითარების ციკლისათვის დამახასიათებელია სკლეროციუმების წარმოშობა. მოსვენების პერიოდის გავლის შემდეგ სკლეროციუმებიდან ვითარდება ფეხიანი აპოთეციუმები. სკლეროცინიის ბევრი სახეობა აავადებს მხოლოდ გარკვეულ მცენარეებს, ზოგიერთი კი მაგ., ლათ. Sklerotinia sclerotiorum იწვევს მრავალი სასოფლო-სამეურნეო კულტურის (ჭარხალი, სტაფილო, ოხრახუში, მზესუმზირა, ლობიო, სოია, კიტრი, კარტოფილი, კომბოსტო და სხვა) დაავადებას, რომელიც ცნობილია თეთრი სიდამპლის სახელწოდებით