დიზი
სოფელი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში
დიზი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, ლახამულის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფლები: გენწვიში, დიზი, თოთელეში, ლახამულა, ნოდაში, ნოღარი-კეცლანი, ქვედა იფარი, შდიხირი, ხელრა, ჰამაში).
სოფელი | |
---|---|
დიზი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მესტიის მუნიციპალიტეტი |
თემი | ლახამულა |
კოორდინატები | 43°02′24″ ჩ. გ. 42°20′33″ ა. გ. / 43.04000° ჩ. გ. 42.34250° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1000 მ |
მოსახლეობა | 65[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს შდავლერის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ენგურის მარჯვენა სანაპიროზე, ზუგდიდ–მესტიის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 1000 მ-ზე, მესტიიდან 48 კმ-ში. სოფლის მიდამოებში არის მარმარილოს საბადო.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 65 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 105 | 51 | 54 |
2014[1] | 65 | 29 | 36 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 430.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II