დიზის მარმარილოს საბადო
დიზის მარმარილოს საბადო — მარმარილოს საბადო საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიზთან. მარმარილოს ლინზები განლაგებულია პალეოზოურ-ტრიასული ასაკის დიზის წყებაში. სულ გამოვლენილია 6 ლინზა, მათი საშუალო სიგრძე 150–200 მ, სისქე 25–30 მ. შემცველ ქანებთან კონტაქტურ ნაწილში მარმარილო ნაცრისფერია და ზოლიანი, ბუდობის ცენტრალურ ნაწილში — ნაცრისფერი, მასიური. სიმკვრივე — 2600–2800 კგ/მ³, ფორიანობა — 0–3%, სიმტკიცე კუმშვისას — 48–98 მეგპა. ბლოკების გამოსავალი სამთო მასიდან — 20,3%, ფილების გამოსავალი 1 მ³ ბლოკიდან — 12–14 მ². მუშავდება ღია წესით. გამოიყენება შენობების შესამოსად და ინტერიერებისათვის (მაგ., დიზის მარმარილოთი არის მოპირკეთებული რკინიგზელთა კულტურის სახლის სვეტები თბილისში).
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავრიშვილი ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 430.