დიდპირა ყაპყაპი (გვარი)
დიდპირა ყაპყაპი[1] (ლათ. Eurystomus) — ფრინველთა გვარი ყაპყაპისნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 25–32 სმ, მასა 90–200 გრამი, ფრთების შლილი 60–70 სმ. დიდთავიანი ფრინველებია, აქვთ მკვრივი აგებულება. ნისკარტი და ფეხები ძლიერია და მოკლეა, პირის ჭრილი გადადის თვალის დონემდე, ხახა ფართოა (აქედან სახელწოდება). თვალები დიდი, ფრთები ფართო და გრძელი, კუდი დამოკლებული. შეფერილობაში ჭარბობს მწვანე-ცისფერი, ლურჯ-იისფერი, წითური და ლილისფერი ტონები, ნიკარტი წითელი ან ყვითელია. ფრენს მანევრულად, სპეციალიზირებულები არიან ხის ტანზე დიდი ზომის მწერების დაჭერაში, ხშირად ნადირობენ ჯგუფებად. უპირატესობას ანიჭებენ ტყისპირებსა და ველობებს. ბუდობენ ცალკეულ წყვილებად მაღალი ხეების ფუღუროებში. დებენ 4–6 კვერცხს. ცნობილია 4 სახეობა. გავრცელებული არიან აფრიკის, აზიის, ავსტრალიისა და მიმდებარე კუნძულების ტროპიკებში. ჩვეულებრივი დიდპირა ყაპყაპის (E. orientalis) არეალი ჩრდილოეთით ვრცელდება იაპონიამდე, კორეასა და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთამდე. ზომიერი განედებიდან ზამთარში ტროპიკებში მიფრინავს, ბრუნდება ფოთლების გამოსვლის შემდეგ.[2]
დიდპირა ყაპყაპი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დიდპირა ყაპყაპი (Eurystomus orientalis) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Eurystomus (Vieillot, 1816) | |||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 198.
- ↑ Коблик Е. А. ШИРОКОРОТЫ // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 42.