დიდპირა ყაპყაპი (ლათ. Eurystomus orientalis), ფრინველი ყაპყაპისნაირთა რიგისა. გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში, მალაის არქიპეკაგზე, ავსტრალიაში. ბინადრობს ტყეებში; ბუდეს იკეთებს ფუღუროში. დებს 4-6 კვერცხს. კრუხობს მხოლოდ დედალი. იკვებება მწერებით.

დიდპირა ყაპყაპი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Eurystomus orientalis
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22682920

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 3, გვ. 542, თბ., 1978