დიდი ჭოვილო
დიდი ჭოვილო,[1] მწვანეფეხა მენაპირე[2] (ლათ. Tringa nebularia) — ფრინველი ჩიხუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 35 სმ-მდე, ფრთის შლილი 68–70 სმ,[2] მასა 280 გ-მდე. აქვს გრძელი, რუხ-მწვანე ფეხები და გრძელი, ძლიერი და ოდნავ აღუნული ნისკარტი. სხეულის ზედა მხარე ყავისფერ-რუხია, ხოლო ქვედა თეთრი. არ გამოიხატება სქესობრივი დიმორფიზმი. მისი ბუნებრივი მტრები მტაცებელი ფრინველები არიან. საერთოდ, მშიშარა და ფრთხილი ფრინველია, კარგად ცურავს და ყვინთავს. ბინადრობს მცირე წყალსატევებთან ახლოს, მაგალითად ჭაობებთან და საგუბარებთან. გავრცელებულია ჩრდილოეთ ევროპასა (ისლანდიის გარდა) და აზიაში. ზამთარში გადაფრენა ახასიათებს ხმელთაშუაზღვისპირეთში, დასავლეთ და სამხრეთ აფრიკაში; საქართველოში გვხვდება გადაფრენისას.[2] იკვებება ჭიაყელებით, კიბოსნაირებით, მწერებით და მათი ლარვებით. თავისი ნისკარტის წყალობით ადვილად იჭერს თევზს წყალში. გამრავლების პერიოდი მაისიდან ივლისამდე გრძელდება. ბუდე მიწაზე არსებული ჩაღრმავებაა, რომელიც ბალახითაა ამოფენილი. დედალი დებს 4–5 მოზრდილ კვერცხს; კრუხობს ორივე მშობელი 25 დღის განმავლობაში. ცხოვრების პირველივე დღიდან აქტიურები არიან.
დიდი ჭოვილო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ზაფხულის შეფერილობა | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Tringa nebularia (Gunnerus, 1767) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22693220 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
მხოლოდ ბუდობა მიგრაციის მარშრუტები მიგრაციის რაიონები შემთხვევითი გადაფრენები | |||||||||||||||
|
გალერეა
რედაქტირება-
ზამთრის შეფერილობა
-
მოზარდი
-
კვერცხი
-
საკვების ძიებაში
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Береговики // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
- Позвоночные животные России: Большой улит[მკვდარი ბმული]
- Большой улит на сайте Ecosystema.Ru
- Большой улит на сайте клуба «Бумеранг»
- Большой улит на сайте «Птицы Киргизии»
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 87, 177, 215.
- ↑ 2.0 2.1 2.2 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 104, 146, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8