სანტიაგო

(გადამისამართდა გვერდიდან დიდი სანტიაგო)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სანტიაგო (მრავალმნიშვნელოვანი).

სანტიაგო (ესპ. Santiago, სანტიაგო დე ჩილე) — ჩილეს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ქალაქი სანტიაგოს მეტროპოლიტური რეგიონის ცენტრია, რომელიც ჩილეს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია. მეტროპოლიის მოსახლეობა 7 მილიონს შეადგენს, საიდანაც 6 მილიონი ურბანულ არეალშია დასახლებული. ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ზეგანზე, მისი აბსოლუტური სიმაღლე 500-650 მეტრია.

დედაქალაქი
სანტიაგო დე ჩილე
ესპ. Santiago de Chile
დროშა გერბი

ქვეყანა ჩილეს დროშა ჩილე
კოორდინატები 33°26′15″ ს. გ. 70°39′00″ დ. გ. / 33.43750° ს. გ. 70.65000° დ. გ. / -33.43750; -70.65000
მმართველი Irací Hassler
დაარსდა 1541
ფართობი 837.89 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 575 მეტრი
მოსახლეობა 6 257 516 (2017)[1]
სასაათო სარტყელი UTC-4
სატელეფონო კოდი 56 2
საფოსტო ინდექსი 3580000
ოფიციალური საიტი https://www.gobiernosantiago.cl/
სანტიაგო — ჩილე
სანტიაგო

სანტიაგო 1541 წელს ესპანელი კონკისტადორის, პედრო დე ვალდივიას მიერ დაარსდა და დედაქალაქის სტატუსს კოლონიური რეჟიმის პერიოდიდანვე ატარებს. ქალაქში XIX საუკუნის ნეოკლასიკური და ნეოგოთიკური არქიტექტურა გვხვდება. სანტიაგოს თითქმის ყველა წერტილიდანაა ხილული ანდების მთათა სისტემა, რომელიც ზამთრის პერიოდში ძლიერი სმოგის მიზეზია. ქალაქის გარეუბნებს გარს ვენახები აკრავს. სანტიაგო მთებითა და წყნარი ოკეანითაა შემოსაზღვრული.

სანტიაგო ჩილეს კულტურული, პოლიტიკური და ფინანსური ცენტრია. ქალაქში არერთი მულტინაციონალური კორპორაციის სათავო ოფისი მდებარეობს. ჩილეს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება სანტიაგოდან იმართება, თუმცა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრები ძირითადად ქალაქ ვალპარაისოში იკრიბებიან. სანტიაგოს სახელი ბიბლიური პერსონაჟის, წმინდა ჯეიმის პატივსაცემად ეწოდა. ქალაქი 2023 წლის პანამერიკულ თამაშებს უმასპინძლებს.[2]

პრეისტორია

რედაქტირება

არქეოლოგიურ გათხრებზე დაყრდნობით, სანტიაგოში პირველი ადამიანების გამოჩენას ძვ. წ. X ათასწლეულში ვარაუდობენ. ისინი მომთაბარე მონადირე-მომპოვებლები იყვნენ, რომლებიც თოვლის დნობის პერიოდში სანაპიროდან ხმელეთის სიღმეებისკენ გადაადგილდებოდნენ. ქალაქის ტერიტორიაზე პირველი მკვიდრი მოსახლეობა ძვ. წ. 800 წელს გაჩნდა, რის შედეგადაც მდინარე მაპოჩოს გასწვრივ სასოფლო-სამეურნეო კომუნები ჩამოყალიბდა. მათ ძირითადად სიმინდი, კარტოფილი და ლობიო მოჰყავდათ.პრომაუკაეს ხალხების მიერ დაარსებული სოფლები XV საუკუნის ბოლოს და XVI საუკუნის დასაწყისში ინკების იმპერიას ეკუთვნოდა.

დაარსება

რედაქტირება

კონკისტადორმა პედრო დე ვალდივიამ, რომელიც ფრანსისკო პისარომ პერუდან გააგზავნა, მდინარე მაპოჩოს ხეობას 1540 წლის 13 დეკემბერს მიაღწია. ვალდივიას თანამგზავრები სან-კრისტობოლის მთის ფერდობებზე, მდინარის ნაპირთან დაბანაკდნენ. მათ თანდათან ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა დაიწყეს. მოგვიანებით ვალდივიამ ადგილობრივთა ბელადები პარლამენტში გამოიძახა და ესპანეთის მეფე კარლოს I-ის სახელით ქალაქის დაარსებასთან დაკავშირებით თავისი განზრახვა გაანდო. ადგილობრივები დასთანხმდნენ და კონკისტადორს ქალაქის გაშენება მდინარის ორ განშტოებას შორის ურჩიეს.

ვალდივიამ სანტიაგო ოფიციალურად 1541 წლის 12 თებერვალს დააარსა. კოლონიური წესის მიხედვით, კონკისტადორმა ქალაქის მოწყობა მშენებელს, პედრო დე გამბოას დაავალა, რომელსაც ქალაქი ორთოგონალური გეგმით უნდა დაეპროექტებინა. გამბოამ ქალაქის ცენტრალური მოედანი პლაზა დე არმა მოაწყო, სადაც კათედრალი და მმართველის რეზიდენცია განათავსა. საბოლოო ჯამში, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ რვა, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ათი კვარტალი გაშენდა. ყოველი კვარტალის მეოთხედი ახალმოსახლეებს მიეცათ, რომლებიც სახლებს ტალახისა და ჩალისგან აშენებდნენ.

ქალაქის დაარსებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ვალდივიამ ქალაქი დატოვა და ჯარებთან ერთად სამხრეთისკენ წავიდა, სადაც არაუკოს ომი დაიწყო. სანტიაგოს დაუცველობით ისარგებლეს მიჩიმალონკოს ტომის ხალხებმა და ქალაქს თავს დაესხნენ. 1541 წლის 11 სექტემბერს ქალაქი ადგილობრივებმა დაანგრიეს, ესპანელთა გარნიზონმა მხოლოდ ციხე-სიმაგრის დაცვა შეძლო. მათ ვალდივიას საყვარელი, ინე დე სუარეზი ხელმძღვანელობდა. როცა მან დამარცხება გააცნობიერა, ყველა ადგილობრივი პატიმრისთვის თავის მოკვეთა და ხალხის დასანახად მათი თავების შუბებზე წამოცმა ბრძანა. საჯარო ბარბაროსულმა აქტმა ქალაქელები დაფანტა და დააშინა, რის შემდეგაც სანტიაგო ნელ-ნელა აღადგინეს.

 
სანტიაგოს რუკა XVIII საუკუნის დასაწყისში

კოლონიური პერიოდი

რედაქტირება

ადგილობრივთა შემოტევებისა, არაერთ მიწისძვრათა და წყალდიდობათა მიუხედავად, რომელთა გამოც სანტიაგო მუდმივად განადგურების საფრთის წინაშე იმყოფებოდა, ქალაქის მოსახლეობა და შემოგარენი სწრაფი ტემპით იზრდებოდა. დაიწყო სხვადასხვა ნაგებობების მშენებლობა. 1561 წელს პირველი კათედრალი, ხოლო 1672 წელს სან ფრანცისკოს ტაძარი აშენდა.

XVI-XVII საუკუნეებში ქალაქის განვითარება სხვადასხვა ბუნებრივმა კატასტროფებმა შეაფერხა, რომელთა შორისაა 1575 წლის მიწისძვრა, 1590, 1608 და 1618 წლების ყვავილის ეპიდემია, მდინარე მაპოჩოს წყალდიდობები და 1647 წლის მიწისძვრა, რომელმაც 600-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 5 ათაზე მეტი დააზარალა. თუმცა, ამ კატასტროფებს დედაქალაქის გაფართოებისთვის ხელი არ შეუძლია. ჩილეს ძალაუფლება სანტიაგოს მთავარ მოედანზე, პლაზა დე არმაზე იყო თავმოყრილი.

XVI-XIX საუკუნეებში ქალაქი იყო ესპანეთის გუბერნატორის და გენერალ-კაპიტნის რეზიდენცია.

გეოგრაფია

რედაქტირება

სანტიაგო მთებით შემოსაზღვრულ ნაყოფიერ მიწებზეა გაშენებული. ქალაქის სიმაღლე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ იზრდება და 400-დან 700 მეტრამდე მერყეობს.

ქალაქს დასავლეთიდან ჩილეს სანაპირო მთის მასივი, აღმოსავლეთიდან ანდების მთათა სისტემის ძირითადი ხაზი, ხოლო ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ამ უკანასკნელის განშტოებები ესაზღვრება. ბოლო ათწლეულების მანძილზე მიმდინარე ურბანიზაციის პროცესმა დედაქალაქის საზღვრები აღმოსავლეთით საგრძნობლად გააფართოვა.

სანტიაგოში გრილი ნახევრად უდაბნოს და ხმელთაშუა ზღვის ჰავაა. ზაფხული ოქტომბრიდან მარტამდე გრძელდება და ცხელი და მშრალია, ხოლო ზამთარი – აპრილიდან სექტემბრამდე და ცივი და ნესტიანია. ქალაქის ცენტრში ნალექის საშუალო რაოდენობა 241.8 მილიმეტრია, ხოლო ანდებთან ახლოს მდებარე შედარებით მაღალმთიან რაიონებში – 267.8 მილიმეტრი.

ზაფხულში ტემპერატურა დღის განმავლობაში ძირითადად 30 °C-ს ზემოთაა, ხოლო ღამე საშუალოდ 11 °C-ია. ზამთრის პერიოდში ტემბერატურა 0 °C-დან 10 °C-მდე მერყეობს. რეკორდული მინიმალური ტემპერატურა −6.8 °C-ია, რომელიც 1976 წლის ივლისში დაფიქსირდა.[3]

ქალაქში ხშირად ქრის სამხრეთ-დასავლეთის ქარი, რომლის საშუალო სიჩქარე 15 კმ/სთ-ია.

ეკოლოგიური პრობლემები

რედაქტირება

სანტიაგო ჩილეში ჰაერის დაბინძურების დონის მიხედვით პირველი ქალაქია.[4] 1990-იან წლებში ჰაერის დაბინძურება ერთი მესამედით შემცირდა, თუმცა 2000 წლისთვის კვლავ გაიზარდა. ჩილეს უნივერსიტეტის კვლევების თანახმად 2010 წელს სანტიაგოში ჰაერის დაბინძურების დონე ორჯერ გაიზარდა.[5]

ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო სპილენძის მაღაროს გამონაბოლქვია,[6][7] თუმცა მთავრობა მაღაროს ლოკალური დაბუნძურების წყაროდ არ მიიჩნევს, რადგან ეს უკანასკნელი სანტიაგოს მეტროპოლიტური რეგიონის საზღვრებს გარეთ, ქალაქის ცენტრიდან 110 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.[8][9]

ზამთრის პერიოდში თერმული ინვერსია ძლიერ სმოგს და ჰაერის დაბინძურების მაღალ დონეს წარმოშობს.

2007 წლის მარტში სანტიაგოს ჩამდინარე წყლების 61% გაიწმინდა,[10] ამ რიცხვმა წლის ბოლოს 71%-ს მიაღწია. 2012 წლის მარტში მაპოჩოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ქარხანა ამუშავდა, რომლის დამსახურებითაც საინტიაგო ლათინურ ამერიკაში პირველი დედაქალაქი გახადა, სადაც მუნიციპალური ჩამდინარე წყლების 100% იწმინდება.[11]

სანტიაგოს ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის პანორამული ხედი

დემოგრაფია

რედაქტირება
 
სანტიაგოს მოსახლეობა 1820-დან 2020 წლამდე

2017 წლის აღწერის მონაცემებით, სანტიაგოს მოსახლეობა 5,220,161 ადამიანს შეადგენს, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე კმ²-ზე 9,821 ადამიანია.

XVII საუკუნემდე სანტიაგოს მოსახლეობა წელიწადში საშუალოდ 2.9%-ით იზრდებოდა, ხოლო XVII-დან XX საუკუნემდე ეს მაჩვენებელი 2%-ზე დაბალი იყო. ქალაქის მოსახლეობა XX საუკუნეში მკვეთრად გაიზარდა. 1907 წელს სანტიაგოში 382,587 ადამიანი ცხოვრობდა, ამ რიცხვმა 1940 წელს ― 1,010,102-ს, 1960 წელს ― 2,009,118-ს, 1982 წელს ― 3,899,619-ს, ხოლო 1992 წელს 4,729,118-ს მიაღწია.[12] 1952 და 1960 წლებში მოსახლეობის წლიური ზრდა 4.9% იყო, ხოლო ადრეულ 2000-იან წლებში ეს მაჩვენებელი 1.4% გახდა. 2002 წლის ეროვნული სტატისტიკის ინსტიტუტის აღწერის მიხედვით სანტიაგოს მეტროპოლიტური ტერიტორიის მოსახლეობა 5,428,590 ადამიანი იყო, რაც ჩილეს მოსახლეობის 35.9%-ს შეადგენდა. 2007 წლის აღწერის მიხედვით, მამაკაცების 32.9% და ქალების 30.7% 20 წლამდე ასაკის, ხოლო მამაკაცების 10.2% და ქალების 13.4% 60 წელს გადაცილებული იყო.

ისევე, როგორც ჩილეში, სანტიაგოშიც მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკეა. ეროვნული სტატისტიკის ბიუროს მიერ 2002 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით სანტიაგოს მეტროპოლიტური რეგიონის მოსახლეობის 68.7% — 3,129,249 ადამიანი კათოლიკეა, 595,173 ადამიანი, შესაბამისად 13.1% ევანგელისტი პროტესტანტია, 10.4% ათეისტი ან აგნოსტიკოსია, 2% მორმონია, 1.2% იეჰოვას მოწმეა, 0.3% იუდაიზმის, 0.1% მართლმადიდებლობის და ასევე 0.1% ისლამის მიმდევარია.[13]

ეკონომიკა

რედაქტირება

სანტიაგო ჩილეს ინდუსტრიული და ფინანსური ცენტრია. ქალაქში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 45% გამომუშავდება.[14] სანტიაგოში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზიების სათავო ოფისები მდებარეობს, მათ შორისაა ლათინური ამერიკის ეკონომიკური კომისია. სანტიაგოში ევროპელი და ამერიკელი ემიგრანტები ცხოვრობენ, მათ მდგრადი ეკონომიკური სისტემა და დაბალი საშემოსავლო გადასახადი ხიბლავთ.[15]

ბოლო ათწლეულების მანძილზე მდგრადმა ეკონომიკურმა ზრდამ სანტიაგო თანამედროვე მეტროპოლისად აქცია. დედაქალაქში უამრავი თეატრი, რესტორანი და სავაჭრო ცენტრია. სანტიაგოშია ქვეყნის რამდენიმე ძირითადი უნივერსიტეტი. ქალაქში თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა. სანტიაგოს მეტროპოლიტენი სამხრეთ ამერიკაში ყველაზე დიდია.

სანტიაგო ეკონომიკურად უთანასწორო ქალაქია. ქალაქის დასავლეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობა ბევრად უფრო ღარიბია, ვიდრე აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მაღალი ხარისხის საჯარო და კერძო ობიექტებია განთავსებული. სანტიაგოში ჯინის კოეფიციენტი, რომელიც სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელია, 0.47-ის ტოლია.[16][17]

ქალაქის პანორამული ხედი
 
მეტროპოლიტური საკათედრო ტაძარი, რომელიც ქალაქის კოლონიური არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია

კულტურული მემკვიდრეობა

რედაქტირება

სანტიაგოს მეტროპოლიტურ ტერიტორიაზე 174 არქეოლოგიური, არქიტექტურული და ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლებიც მონუმენტების ეროვნული საბჭოს დაცვის ქვეშ იმყოფება. მათგან 93 სანტიაგოს კომუნაშია განლაგებული, რომელიც ქალაქის ისტორიულ ცენტრად მიიჩნევა.

ესპანელთა მმართველობის პერიოდში აგებულ არქიტექტურულ ძეგლებს შორის აღსანიშნავია მეტროპოლიტური საკათედრო ტაძარი და სან ფრანცისკოს ტაძარი და მონასტერი. ამ პერიოდის ნაგებობათა უმრავლესობა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, პლაზა დე არმაზეა განლაგებული.

XIX საუკუნეში აგებულ ნაგებობებს შორისაა ცენტრალური ჩილეს უნივერსიტეტი, რკინიგზის ცენტრალური სადგური, ეროვნული ბიბლიოთეკა და სახვითი ხელოვნების მუზეუმი.

სანტიაგოს მწვანე სივრცეებში არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს შეხვდებით. მათ შორის აღსანიშნავია მარიამ ღვთისმშობლის სახელობის სალოცავი, რომელიც სან-კრისტობალის გორაკზე მდებარეობს.

ტრანსპორტი

რედაქტირება
 
არტურო მერინო ბენიტეს სახელობის საერთაშორისო აეროპორტი

საჰაერო ტრანსპორტი

რედაქტირება

არტურო მერინო ბენიტეს სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც სანტიაგოს საერთაშორისო აეროპორტი, უდიდესია ჩილეში, ხოლო ლათინურ ამერიკაში მგზავრთა გამტარობის მიხედვით მე-6 ადგილს იკავებს. 2012 წელს აეროპორტი 14,168,282 მგზავრს მოემსახურა, რაც 2011 წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება.[18] აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან 15 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

რედაქტირება

სამუშაო დღეებში ადამიანები საზოგადოებრივ ტრანსპორტში საშუალოდ 84 წუთს ატარებენ. მათი 23% დღის განმავლობათი საზოგადოებრივი ტრანსპორტით 2 საათზე მეტი ხნის მანძილზე სარგებლობს. ავტობუსის გაჩერებებსა და მეტროსადგურებზე ადამიანები საშუალოდ დღის განმავლობაში 15 წუთს ატარებენ, ხოლო მათი 21% – 20 წუთზე მეტს. ადამიანები საზოგადოებრივ ტრანსპორტს საშუალოდ 7.4 კილომეტრიან დისტანციაზე გადაადგილებისთვის იყენებენ, ხოლო მათი 15%-სთვის ეს მანძილი 12 კილომეტრზე მეტია.[19]

 
ლოს ლეონეს მეტროსადგური

მეტროპოლიტენი

რედაქტირება

სანტიაგოს მეტროპოლიტენი, რომელიც 142 კილომეტრზეა გაშლილი, 6 ხაზისა (1, 2, 3, 4, 4A, 5 და 6) და 118 სადგურისგან შედგება. მეტროთი წელიწადში 2,400,000 მგზავრი სარგებლობს.

2005-2006 წლებში გაიხსნა მიწისქვეშა ხაზები 4 და 4A და გაფართოვდა ხაზი 2, ხოლო 2011 წელს გაფართოვდა ხაზი 5.[20][21] 2017 წელს გაიხსნა ხაზი 6, რომელიც 15 კილომეტრის სიგრძისაა, რის შედეგადაც მეტროს სისტემას 10 სადგური დაემატა. 2019 წლის იანვარში გაიხსნა ხაზი 3, რომელიც 18 სადგურისგან შედგება.[22]

საერთაშორისო ურთიერთობები

რედაქტირება

სანტიაგო იბერო-ამერიკული დედაქალაქების გაერთიანების წევრია,[23] რომელიც 1982 წლის 12 ოქტომბერს დაარსდა.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

სანტიაგო დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:

პარტნიორი ქალაქები

რედაქტირება

1997 წლიდან სანტიაგო საფრანგეთის დედაქალაქ პარიზთან თანამშრობლობს.[27]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 2017 Chile census
  2. Michael Pavitt. (4 November 2017) Santiago confirmed as host of 2023 Pan American Games. Inside the Games. ციტირების თარიღი: 4 November 2017
  3. Temperatura Mensual Histórica de la Estación Spanish. Dirección Meteorológica de Chile. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი 2020. ციტირების თარიღი: 31 January 2019.
  4. "Severe air pollution plagues Chilean cities" დაარქივებული 25 May 2014 საიტზე Wayback Machine. 29 June 2007.
  5. Pamela Morales. Chilean University Finds Santiago Pollution Has Doubled. The Santiago Times. ციტირების თარიღი: 27 January 2010.
  6. Cipma.cl (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 September 2008. ციტირების თარიღი: 17 April 2010.
  7. Bio.puc.cl. ციტირების თარიღი: 17 April 2010.
  8. Pedro Oyola. the role of monitoring in air quality management. ციტირების თარიღი: 21 July 2009
  9. Conoma.cl. Conama.cl (14 May 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 May 2008. ციტირების თარიღი: 17 April 2010.
  10. Revista Ecoamérica. Cruzada ambiental por el Mapocho limpio Spanish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 February 2012. ციტატა: „permitirá pasar del 68 al 81% en el tratamiento de las aguas servidas“ ციტირების თარიღი: 11 February 2008.
  11. Informe anual de coberturas de servicios sanitarios (PDF). Superintendencia de servicios sanitarios. ციტირების თარიღი: 20 December 2013.[მკვდარი ბმული] Alt URL
  12. Se consideran en total las comunas de la Provincia de Santiago, más Padre Hurtado, Pirque, Puente Alto y San Bernardo. Estas cifras no son equivalentes a la de la ciudad de Santiago pues excluyen ciertas áreas fuera de dichas comunas e incluyen algunas zonas rurales; sin embargo, representa a un 95,4% de la población total del área metropolitana.
  13. INE, Chile, 2002 Census. Ine.cl. ციტირების თარიღი: 17 April 2010.
  14. Santiago.cl. Santiago.cl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 August 2009. ციტირების თარიღი: 17 April 2010.
  15. Why You Should Move to Santiago, Chile. BrophyWorld. ციტირების თარიღი: 23 November 2011.
  16. Agostini, Claudio A.; Brown (June 2007). „Geographic Income Inequality in Chile“. Revista de Analisis Economico (Spanish). 22 (1): 3–33. SSRN 1260253.
  17. Martínez, Adrián. Chile: Economy, income inequality growing. Infosurhoy.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 4 August 2011.
  18. Estadisticas de trafico de pasajeros. Aeropuerto de Santiago. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 January 2014. ციტირების თარიღი: 22 December 2013.
  19. Santiago Public Transportation Statistics. Global Public Transit Index by Moovit. ციტირების თარიღი: June 19, 2017.   Material was copied from this source, which is available under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
  20. Railway-technology.com. Railway-technology.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 December 2008. ციტირების თარიღი: 17 April 2010.
  21. Metrosantiago.cl. Metrosantiago.cl. ციტირების თარიღი: 17 April 2010.
  22. "Chilean president inaugurates Santiago metro Line 3" დაარქივებული 3 September 2019 საიტზე Wayback Machine. , ' 'International Railway Journal' '
  23. Declaración de Hermanamiento múltiple y solidario de todas las Capitales de Iberoamérica (12-10-82) (12 October 1982). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 May 2013. ციტირების თარიღი: 12 March 2015.
  24. Kardeş Kentleri Listesi ve 5 Mayıs Avrupa Günü Kutlaması [via WaybackMachine.com] Turkish. Ankara Büyükşehir Belediyesi – Tüm Hakları Saklıdır. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 January 2009. ციტირების თარიღი: 21 July 2013.
  25. About Manila: Sister Cities. City of Manila. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 24 November 2016.
  26. Twin cities of Riga. Riga City Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 December 2008. ციტირების თარიღი: 27 July 2009.
  27. Les pactes d'amitié et de coopération. Mairie de Paris. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 October 2007. ციტირების თარიღი: 14 October 2007.