დიდი ოფეთი
დიდი ოფეთი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის სამტრედიის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: თხილაგანი, მტერჩვეული, ნაწილოფეთი, პატარა ოფეთი, წიაღუბანი).
სოფელი | |
---|---|
დიდი ოფეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
თემი | ოფეთი |
კოორდინატები | 42°04′11″ ჩ. გ. 42°21′44″ ა. გ. / 42.06972° ჩ. გ. 42.36222° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 240 მ |
მოსახლეობა | 144[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთში, მდ. ხევისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 240 მ-ზე, სამტრედიიდან 16 კმ-ის დაშორებით, დაფნარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 9 კმ-ში.
სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დიდ ოფეთსა და სოფელ კეთილაურს შორის მცირე გორაკზე მდებარეობს შუა საუკუნეების მთავარანგელოზთა ნაეკლესიარი. შემორჩენილია მხოლოდ სწორკუთხა საძირკველი და ერთი რიგი საფასადე წყობა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 144 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 160 | 75 | 85 |
2014[1] | 144 | 78 | 66 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 419.
- დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 171-172
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10240
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II