დიდი ომი (დოკუმენტური სერიალი)

რუსული მხატვრულ-დოკუმენტური სერიალი

„დიდი ომი“ (რუს. «Великая война») — რუსული მხატვრულ-დოკუმენტური სერიალი, დოკუმენტური დრამა, რომელიც სსრკ-ის დიდ სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 65-ე წლისთავს მიეძღვნა. სერიალის პირველი ეპიზოდი რუსეთის პირველ არხზე 2010 წლის 29 მარტს გავიდა.

დიდი ომი

პირველი სეზონის პოსტერი
ჟანრი მხატვრულ-დოკუმენტური სერიალი, დოკუმენტური დრამა
ეფუძნება დიდი სამამულო ომი (მეორე მსოფლიო ომი)
სცენარი ალექსი ისაევი[1]
არტემ დრაბკინი[1]
რეჟისორი ანა გრაჟდანი[1]
კომპოზიტორ(ებ)ი ბორის კუკობა[1]
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ენა რუსული
სეზონი 2
სერია 18
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ვალერი ბაბიჩი[1]
ვლად რიაშინი[1]
სერგეი ტიტინკოვი[1]
კონსტანტინე ერნსტი[1]
ოპერატორი მიტია კიპტილნი
რედაქტორ(ებ)ი ლუდმილა ბერაჟნაია[1]
ხანგრძლივობა 48–55 წთ
კომპანია Star Media
ეთერი
ორიგინალური არხი პირველი არხი
კარუსელი
პირველად ეთერში 29 მარტი, 2010

2012 წლის 7 მაისს (სერიალის ბოლო ეპიზოდის გამოსვლიდან 2 წლის შემდეგ) გამოვიდა სერიალის გაგრძელება, რომელიც დამატებით 10 ეპიზოდს მოიცავდა.

დოკუმენტური სერიალი რუსეთში გადიოდა პირველ არხზე, უკრაინაში — „ინტერზე“, ჩინეთში — „CCTV-9“-ზე. სერიალი შეიძინა საერთაშორისო სატელევიზიო არხმა „The History Channel“-მა და მთლიანად გაახმოვანა ინგლისურად.[2] ამ ენაზე სერიალს ეწოდა Soviet Storm: World War II — In The East („საბჭოთა ქარიშხალი: მეორე მსოფლიო ომი — აღმოსავლეთში“).

სერიალის თითოეულ ეპიზოდში მოცემულია დიდი სამამულო ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, დაწყებული გერმანული ჯარების სსრკ-ის ტერიტორიაზე შეჭრით დაწყებული და 1945 წლის 9 მაისის გამარჯვების დღითა და იაპონიასთან ომით დამთავრებული. სერიალში გამოყენებულია 3D კომპიუტერულ გრაფიკას, დადგმულ სცენებსა და დოკუმენტურ კადრებს. გადაღებები ძირითადად ყირიმში, კიევსა და ვოლგოგრადში მიმდინარეობდა.[3]

ეპიზოდები

რედაქტირება

ისტორიული ქრონოლოგიის მიხედვით

რედაქტირება
სერიის სახელი გამოშვების თარიღი სიუჟეტი
1 ბარბაროსა 29 მარტი, 2010 ოპერაცია ბარბაროსა
2 კიევი 1941 კიევის ოპერაცია
3 სევასტოპოლის დაცვა სევასტოპოლის დაცვა
4 ბრძოლა მოსკოვისათვის 4 აპრილი, 2010 მოსკოვის ბრძოლა
5 ლენინგრადის ბლოკადა 12 აპრილი, 2010 ლენინგრადის ბლოკადა
6 რჟევი რჟევის ბრძოლა
7 სტალინგრადი 19 აპრილი, 2010 სტალინგრადის ბრძოლა
8 ბრძოლა კავკასიისათვის კავკასიისთვის ბრძოლა
9 კურსკის რკალი 26 აპრილი, 2010 კურსკის ბრძოლა
10 დნეპერიდან ოდერამდე 5 მაისი, 2010 ბრძოლა დნეპრისათვის, დნეპერ-კარპატების ოპერაცია, ლვოვ-სანდომიეჟის ოპერაცია, იასი-კიშინიოვის ოპერაცია, ბუდაპეშტის ოპერაცია, ვენის ოპერაცია, პრაღის ოპერაცია
11 ოპერაცია „ბაგრატიონი“ 4 მაისი, 2010 ბელორუსიის ოპერაცია, ბალტიისპირეთისს ოპერაცია (1944)
12 ბრძოლა ჰაერისათვის 9 მაისი, 2012
13 ომი ზღვაზე 8 მაისი, 2012
14 პარტიზანები
15 აგენტურული დაზვერვა 7 მაისი, 2012
16 ბრძოლა გერმანიისათვის 10 მაისი, 2012 ვისლა-ოდერის ოპერაცია, აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაცია (1945), აღმოსავლეთ პომერანიის ოპერაცია
17 ბრძოლა ბერლინისათვის 7 მაისი, 2010 ბერლინის ოპერაცია
18 ომი იაპონიასთან 11 მაისი, 2012 სსრკ-იაპონიის ომი

გამოსვლის დროის მიხედვით

რედაქტირება

1-ლი სეზონი

რედაქტირება
# სათაური
1„ბარბაროსა“
2„ბრძოლა მოსკოვისათვის“
3„ლენინგრადის ბლოკადა“
4„სტალინგრადი“
5„ოპერაცია „ბაგრატიონი““
6„დნეპერიდან ოდერამდე“
7„ბრძოლა ბერლინისათვის“

მე-2 სეზონი

რედაქტირება
# სათაური
1„კიევი 1941“
2„სევასტოპოლის დაცვა“
3„რჟევი“
4„ბრძოლა კავკასიისათვის“
5„ომი ზღვაზე“
6„ბრძოლა ჰაერისათვის“
7„პარტიზანები“
8„აგენტურული დაზვერვა“
9„ბრძოლა გერმანიისათვის“
10„ომი იაპონიასთან“

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 "Soviet Storm: World War II in the East - Operation Barbarossa". Star Media's Official Youtube Channel. ციტირების თარიღი: 2014-01-06
  2. Star Media снимет продолжение «Великой войны» к весне. MediaБизнес (2010-11-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-09. ციტირების თარიღი: 2013-06-06.
  3. Сусанна Альперина. (2012-05-04) Великая война. Российская газета. ციტირების თარიღი: 2013-06-06.