აღმოსავლეთ პომერანიის ოპერაცია

აღმოსავლეთ პომერანიის ოპერაციაბელორუსიის II და I ფრონტების შეტევითი ოპერაცია 1945 წლის თებერვალ-მარტში - დიდ სამამულო ომში.

ღმოსავლეთ პომერანიის ოპერაცია

ვისლა-ოდერის ოპერაციის წარმატებით დამთავრების შემდეგ საბჭოთა არმია იანვრის ბოლოს მდინარე ოდერს მიადგნენ. ბელორუსიის I ფრონტის ჯარებმა კიუსტრინთან გადალახეს მდინარე ოდერი და 60 კმ-ზე მიუახლოვდნენ ბერლინს. გერმანელთა სარდლობამ გადაწყვიტა დაჯგუფება „ვისლის“ სამი არმიის ძალებით დაერტყა ბელორუსიის I ფრონტის მარჯვენა ფრთისათვის, გაენადგურებინა ზურგის ნაწილები და ჩაეშალა ბერლინზე შეტევისათვის მზადება.

საბჭოთა უმაღლესმა მთავარსარდლობამ დაადგინა, რომ მოწინააღდეგეს დიდი ძალები ჰყავდა დაჯგუფებული აღმოსავლეთ პომერიანში და 8 თებერვალს ბელორუსიის II ფრონტს უბრძანა გაენადგურებინა ეს დაჯგუფება, დაეკავებინა დანციგის რაიონი და მტრისაგან გაეთავისუფლებინა ბალტიის ზღვის სანაპირო ვისლიდან ოდერამდე.

10 თებერვალს ბელორუსიის II ფრონტის ჯარები შეტევაზე გადავიდნენ, მაგრამ ძალები არ ეყოთ, 10 დღიანი ბრძოლების შემდეგ მხოლოდ 40-60 კმ-ზე წაიწიეს წინ და შეტევა შეწყვიტეს. ამასობაში მტერმა აღმოსავლეთ პომერიანში 40-მდე დივიზიას მოუყარა თავი და 17 თებერვალს მძლავრი დარტყმა მიაყენა ბელორუსიის I ფრონტის მარჯვენა ფრთის ჯარებს.

ბერლინის ოპერაციის დაწყებამდე აუცილებელი იყო აღმოსავლრ პომერანიის დაჯგუფების განადგურება, ამიტომ საბჭოთა სარდლობამ გააძლიერა ბელორუსიის II ფრონტის ჯარები მე-19 არმიითა და სატანკო კორპუსით და მათ იერიში მიიტანეს კესლინზე. 1 მარტს შეტევაზე გადავიდნენ ბელორუსიის I ფრონტის შენაერთებიც. მათ კოლბერგის მიმართულებით გაკვეთეს მტრის დაჯგუფება, განავითარეს შეტევა მდინარე ოდერის ქვემო დინებისაკენ. 20 მარტს ისინი ოდერთან გავიდნენ. ამავე დროს ბელორუსიის II ფრონტის ჯარებმა გაათავისუფლეს გდინია და დანციგი.

აღმოსავლეთ პომერანიის ოპერაციამ უზრუნველყო ბერლინის ოპერაციის წარმატება და მტრის ჯარების ლიკვიდაცია ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ პრუსიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება