სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი)
სულორი (ყოფ. დვალიშვილების თემი) — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. მდებარეობს მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 250 მეტრი. ვანიდან 11 კილომეტრი.
სოფელი | |||
---|---|---|---|
სულორი | |||
![]() ძველი კაფე კურორტის პარკში | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | იმერეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ვანის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | სულორი | ||
კოორდინატები | 42°01′28″ ჩ. გ. 42°34′16″ ა. გ. / 42.02444° ჩ. გ. 42.57111° ა. გ. | ||
ადრეული სახელები | დვალიშვილები | ||
ცენტრის სიმაღლე | 250 მ | ||
მოსახლეობა | 702[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
| |||
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 702 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1125 | 526 | 599 |
2014[1] | 702 | 355 | 347 |
ისტორიარედაქტირება
სოფელი ისტორიულად შედიოდა დვალიშვილების თემში. თემი 1926 წლისთვის შედგებოდა სამი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 4306 ადამიანს, ხოლო ფართობი 123,4 კმ²-ს.[3] სოფელში დგას ისტორიული კოშკი — გორმაღალის ციხე.
კურორტირედაქტირება
სულორი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. უშუალოდ კურორტის დაქვემდებარებაშია 3 ჰექტარი ტერიტორიაა. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იცის რბილი უთოვლო ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5 °C) და ცხელი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23 °C). ნალექები 1600 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორია დაბალი მინერალიზაციის სუსტი სულფიდური, სულფატურ-ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერალური წყალი (ტემპერატურა 35 °C), რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. სეზონი ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
კურორტს აქვს საკუთარი პოლიკლინიკა და ბალნეოთერაპიული მკურნალობისათვის განკუთვნილი 32 ინდივიდუალური აბაზანა.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 601.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა საქართველოს ეროვნული არქივი