ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დენის გაბორი (უნგრ. Gábor Dénes; დ. 5 ივნისი, 1900, ბუდაპეშტი9 თებერვალი, 1979, ლონდონი) — უნგრელი და ბრიტანელი ფიზიკოსი, ასევე ელექტრული-ინჟინერი, 1971 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი[20][21][22][23][24][25], დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების წევრი, ბუდაპეშტის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

დენის გაბორი
უნგრ. Gábor Dénes
დაბ. თარიღი 5 ივნისი, 1900(1900-06-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი ბუდაპეშტი, უნგრეთის სამეფო, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[1] [5]
გარდ. თარიღი 8 თებერვალი, 1979(1979-02-08)[10] [5] (78 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი[5] [9]
დასაფლავებულია Putney Vale Cemetery[9]
მოქალაქეობა  უნგრეთი
 დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
 გაერთიანებული სამეფო[11]
საქმიანობა ფიზიკოსი, სამეცნიერო მუშაკი, გამომგონებელი, უნივერსიტეტის პროფესორი და holographer[12]
მუშაობის ადგილი ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი და ლონდონის საიმპერიო კოლეჯი
ალმა-მატერი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტის ტენლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Eric Ash
მეუღლე Marjorie Louise Butler
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი, ნობელის პრემია ფიზიკაში[13] [14] , ალბერტ მაიკელსონის მედალი, IEEE-ის ღირსების მედალი[15] , Holweck Prize[16] , რუმფორდის მედალი[17] , ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[18] და იუნგის მედალი და პრემია[19]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დენის გაბორი დაიბადა 1900 წლის 5 ივნისს ბუდაპეშტში, ბურჟუაზიული არისტოკრატების ოჯახში. მისი მამა იყო მადნის მომპოვებელი დიდი საწარმოს დირექტორი. გაბორი ფიზიკით 15 წლის ასაკში დაინტერესდა და ძალიან სწრავაფ დაიწყო ფიზიკისა და მეთემატიკის ანალიზის შესწავლა. 17 წლის ასაკში მასზე დიდი გავლენა იქონია ფერადმა ფოტოქრაფიამ და აბეს მიკროსკოპის თეორიამ. აღნიშნულ საკითხს გაბორი 30 წლის შემდეგ მიუბრუნდა. 1918 წელს მან უარი თქვა ფიზიკოსობაზე და ინჟინერია აირჩია. ეს გარემოება აიხსნება იმდროინდელი ფიზიკოსების მდგომარეობით (უმეტესი ფიზიკოსი უმუშევრად დაიარებოდა). ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ბუდაპეშტის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო შემდგომ სწავლა ბერლინში, უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში განაგრძო. ამავედროილად იგი ლექციებს ბერლინის უნივერსიტეტში ისმენდა. 1921-1922 წლებში ამ უნივერსიტეტში ალფრედ აინშტაინმა შექმნა მეცნიერული სემინარი სტატისტიკურ მექანიკაში. სწორედ აქ მოისმინა გაბორმა გამოსხივების კვანტური თეორია მაქს პლანკისაგან. 1927-1933 წლებში გაბორი ინჟინერ-მკვლევარად ბერლინში მუშაობდა. 1933-1948 წლებში ცხოვრობდა ინგლისში.

მოღვაწეობა

რედაქტირება

გაბორის ბერლინში მუშაობის პერიოდში მოღვაწეობიდან აღსანიშნავია ნაშრომი „ჰერმეტიზაცია მოლიბდენის ლენტის საშუალებით“. ამ ნაშრომით მან სათავე დაუდო პირად გამოკვლევებს პლაზმის საკითხებზე, რომლებსაც საკუთარი სიცოცხლის 40 წელი მიუძღვნა.

1950-1954 წლებში გაბორმა თავის სტუდენტებთან ერთად შეძლო ჯერ კიდევ ლენგმიურის მიერ აღმოჩენილი პარადოქსის დადგენა, რაც შემდეგში მდგომარეობს: ელექტრონულ აირებში მაქსველის განაწილება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ეს ელექტრონებს შორის ენერგიების გაცვლის გათვალისწინებით იყო მოსალოდნელი. დადგინდა, რომ ელექტრონებს შორის ენერგიების გაცვლა წარმოებს სწრაფად მოძრავ თხელ ფენებში.

ინგლისში ცხოვრების პერიოდში გაბორი დაუბრინდა ოპტიკური ელექტრონიკის საკითხებს, რომელსაც ბერლინის უნივერსიტეტში გაეცნო. მისმა სამუშაოებმა 1935 წელს გამოიწვიეს მაფოკუსირებელი კოჭის შექმნა, რომელსაც დღეს „მაგნიტური ლინზა“ ეწოდება.

1949 წელს გაბორი გადავიდა ლონოდის უნივერსიტეტის ელექტროტექნიკის განყოფილებაში პროფესორის თანამდებობაზე, სადაც 1967 წლამდე მუშაობდა.

1958 წლიდან გაბორი გადადის სოციალური პრობლემების შესწავლაზე, და ამ დარგში გამოაქვეყნა რიგი მონოგრაფიები. მისი ნაშრომები სოვიალურ საკითხებზე მრავალ ენაზე ითარგმა. იგი დარწმუნებული იყო, რომ მეცნიერებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მომავალი საზოგადოების წინაშე, თანამედროვე საზოგადოება მოვალეა შეიტანოს თავისი წვლილი კაცობრიობის გადარჩენისათვის ყველა იმ საშიშროებისაგან, რომელიც მსოფლიოს ემუქრება. მისივე აზრით უნდა შიექმნას ისეთი მსოფლიო, რომელშიც ადამიანის ცხოვრებას აზრი ექნება.

დენის გაბორი გარდაიცვალა 1979 წლის 9 თებერვალს ლონდონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 248-250, თბ., 1980.
  • Scienziti e tecnologii.
  • Contemporanei. V. 1, Milano, 1974.
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #122903137 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. SNAC — 2010.
  4. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Czech National Authority Database
  6. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  8. Munzinger Personen
  9. 9.0 9.1 9.2 Find a Grave — 1996.
  10. nobelprize.orgNobel Foundation.
  11. NNDB — 2002.
  12. https://www.holographyforum.org/wiki/Biographies_of_Holographers
  13. The Nobel Prize in Physics 1971The Nobel Foundation.
  14. PRIZE AMOUNT AND MARKET VALUE OF INVESTED CAPITALCONVERTED INTO 2019 YEAR'S MONETARY VALUEThe Nobel Foundation.
  15. https://www.ieee.org/content/dam/ieee-org/ieee/web/org/about/awards/recipients/moh-rl.pdf
  16. https://www.iop.org/about/awards/international-bilateral-awards/fernand-holweck-medal-and-prize-recipients
  17. https://royalsociety.org/grants-schemes-awards/awards/rumford-medal/
  18. ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი — 1973.
  19. https://www.iop.org/about/awards/silver-subject-medals/thomas-young-medal-and-prize-recipients
  20. Ash, Eric A. (1979). "Dennis Gabor, 1900–1979". Nature. 280 (5721): 431–433. Bibcode :1979Natur.280..431A doi :10.1038/280431a0 PMID 379651
  21. Gabor, Dennis (1944). The electron microscope : Its development, present performance and future possibilities. London.
  22. Gabor, Dennis (1963). Inventing the Future. London : Secker & Warburg.
  23. Gabor, Dennis (1970). Innovations: Scientific, Technological, and Social. London : Oxford University Press.
  24. Gabor, Dennis (1972). The Mature Society. A View of the Future. London : Secker & Warburg.
  25. Gabor, Dennis; and Colombo, Umberto (1978). Beyond the Age of Waste: A Report to the Club of Rome. Oxford : Pergamon Press.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დენის_გაბორი“-დან