დემეტრე (იმერეთის ერისთავი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დემეტრე (გ. 1455 წ.) — ბაგრატიონთა დინასტიის დავით ნარინის შტოს ჩამომავალი. იმერეთის ერისთავი შუალედებით, 1401 წლიდან 1455 წლამდე.

დემეტრე იყო იმერეთის მეფის ალექსანდრე I-ის (გ. 1389 წ.) და მისი მეუღლის ანა ორბელის ვაჟი. მამამისი ალექსადრე განუდგა საქართველოს სამეფოს 1387 წელს თემურის შემოსევების დროს. მას შემდეგ რაც 1392 წელს მისი ბიძა, მეფე გიორგი I მოკლეს, დემეტრე მეორე ბიძამ კონსტანტინემ წაიყვანა კავკასიის მთებში. იმერეთში დაბრუნება შეძლეს 1396 წელს, როცა კონსტანტინე მეფედ გამოცხადდა. 1401 წელს კონსტანტინე უშვილოდ გარდაიცვალა და ტახტი ახალგაზრდა დემეტრეს დაუტოვა. მაგრამ მის ტახტზე ასვლას ხელი შეუშალა საქართველოს მეფემ გიორგი VII-მ, რომელიც რაკი ამ დროს თავისუფალი იყო თემურლენგთან გაჭიანურებული ომებისგან, იმერეთში გადავიდა ქვეყნის ერთიანობის აღსადგენად. მეგრელმა დადიანებმა და სხვა ლიხთიმერელმა დიდებულებმა შეიპყრეს დემეტრე და გადასცეს გიორგის, რომელიც პატივით მოეპყრო მას და ქართლში, სომხითში უსაფრთხო თავშესაფარში გაგზავნა. საქართველოს მეფემ, ალექსანდრე I-მა ცოლად შეირთო დემეტრეს და თამარი (გ. 1415 წელს) და დემეტრე დანიშნა იმერეთში ვასალ ერისთავად. დემეტრე საქართველოს გვირგვინისადმი ბოლომდე ერთგული დარჩა და გარდაიცვალა 1455 წელს. დარჩა ქალიშვილი - გულაშარი.[1]

უარყოფილია ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა, რომ ბაგრატ VI (იმერეთის მეფეთა შემდგომი დინასტიის ფუძემდებელი) დემეტრეს ვაჟი იყო. ვახუშტის ვერსია გაიზიარა მარი ბროსემ მე-19 საუკუნეში და ვერსია დამკვიდრებული იყო მე-20 საუკუნემდე. ის უარყო რამდენიმე მკვლევარმა, ხოლო კირილ თუმანოვმა საბოლოოდ გაარკვია, რომ ბაგრატი საქართველოს მეფის კონსტანტინე I-ის შვილიშვილი იყო.[2]

  1. Bagrationi Vakhushti (1975). ru:История Царства Грузинского (რუსული). Tbilisi: Nakashidze, N.T. Metsniereba, გვ. 42. 
  2. Toumanoff, Cyril (1949–51). "The Fifteenth-Century Bagratids and the Institution of Collegial Sovereignty in Georgia". Traditio. 7: 190–197