დევლეთ ბაჰჩელი

თურქი პოლიტიკოსი

დევლეთ ბაჰჩელი (თურქ. Devlet Bahçeli; დ. 1 იანვარი 1948, ოსმანიე, თურქეთი)[1]თურქი ეკონომისტი, პოლიტიკოსი, ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე და ყოფილი ვიცე-პრემიერი. 1997 წლის 6 ივლისიდან ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარეა. 1999-2002 წლებში იყო ვიცე-პრემიერი ბიულენთ ეჯევითის კოალიციურ მთავრობაში. 2002 წლის საპარლამენტო არჩევნების გარდა, 1999 წლიდან 2014 წლამდე ჩატარებულ ყველა არჩევნებში, ოსმანიეს მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში. ბოლო არჩევნებში, რომელიც ორჯერ გაიმართა, 2015 წლის ივნისშიც და ნოემბერშიც ოსმანიეს ოლქიდან დეპუტატად აირჩიეს.

დევლეთ ბაჰჩელი
Devlet Bahçeli
დევლეთ ბაჰჩელი Devlet Bahçeli
თურქეთის ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა6 ივლისი 1997
წინამორბედიალფარსლან თურქეში

თურქეთის ვიცე-პრემიერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 მაისი 1999 – 18 ნოემბერი 2002
პრემიერ-მინისტრიბიულენთ ეჯევითი
წინამორბედიჰიქმეტ ულუღბაი
ჰიუსამეტინ იოზქანი
მემკვიდრეაბდიულათიფ შენერი
მეჰმეთ ალი შაჰინი
ერთუღრულ იალჩინბაირი

დაბადებული1 იანვარი, 1948 (1948-01-01) (76 წლის)
ოსმანიე თურქეთის დროშა თურქეთი
საარჩევნი ოლქი1999 – ოსმანიე
2007 – ოსმანიე
2011 – ოსმანიე
2015 – ოსმანიე
მოქალაქეობათურქეთის დროშა თურქეთი
ეროვნებათურქი
პოლიტიკური პარტიანაციონალისტური ლეიბორისტული პარტია (1987-1993)
ნაციონალისტური მოძრაობის პარტია (1993-დღემდე)
განათლებაანკარის ეკონომიკის უნივერსიტეტი
პროფესიაეკონომისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი
რელიგიაისლამი
ხელმოწერა
საიტიwww.devletbahceli.com.tr

პოლიტიკაში მოსვლამდე თურქეთის და მსოფლიო ეკონომიკის, თურქეთის ისტორიის და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ბაჰჩელი, ალფარსლან თურქეშის გარდაცვალების შემდეგ MHP-ს (ნმპ) ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. პირველად პარლამენტში ოსმანიეს ოლქიდან დეპუტატად აირჩიეს 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიამ ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი და ბაჰჩელიმ დატოვა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა, მაგრამ 2003 წლის ყრილობაზე, ხელახლა აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ.

2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ნმპ-მ ამომრჩეველთა ხმების 4,39 % დაკარგა და 11,90 % მიიღო. შედეგად, პარტიის 547-მა დელეგატმა ნმპ-ს მთავარ ოფისს რიგგარეშე ყრილობის ჩატარების მოთხოვნა გაუგზავნა, მაგრამ ბაჰჩელიმ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. თუმცა, ნმპ-ს შიგნით არსებულმა ოპოზიციამ, ამავე მოთხოვნით ანკარის სასამართლოს მიმართა, ხოლო ამავე დროს, 2016 წლის 19 ივნისს, პარტიის რიგგარეშე ყრილობა ჩაატარეს და ნმპ-ს წესდებაში ცვლილება შეიტანეს, რომელიც პარტიის ლიდერის არჩევის წესის შეცვლას გულისხმობდა. თუმცა, სასამართლომ ეს ცვლილება უარყო და გააუქმა.

ადრეული წლები და კარიერა

რედაქტირება

დევლეთ ბაჰჩელი დაიბადა 1948 წლის 1 იანვარს, ოსმანიეს ბაჰჩეს რაიონში. მამამისი – სალიჰი, ოსმანიეში ცნობილი ფერმერი და ვაჭარი იყო, ხოლო დედამისი – სამიე, დიასახლისი იყო.[2] ბაჰჩელის საგვარეულო, რომელიც ცნობილია, როგორც ფეთაჰოღულარი, წარმოშობით თურქმენები არიან, ხოლო ბაჰჩელი ოჯახის 4 შვილიდან ერთ-ერთია. მამამისის პირველი ქორწინებიდან 2 ძმა ჰყავს.[3] გაიზარდა მემარცხენე იდეოლოგიის ოჯახში, სადაც ბაჰჩელის მამა სრპ-ს და ისმეთ ინენიუს გულშემატკივარი იყო.[4][5][6][7]

დაწყებითი განათლება ბაჰჩელიმ თავის მშობლიურ ქალაქ ოსმანიეს „7 იანვრის“ სახელობის დაწყებით სკოლაში მიიღო. საშუალო განათლება ადანის „ჩუქუროვას“ ინტერნატ-კოლეჯში, თავის ძმასთან ერთად მიიღო, რომელიც მასზე სამი წლით უფროსი იყო. ლიცეუმში სწავლისთვის სტამბოლში, თავის ნათესავებთან წავიდა და „ემირგან აქგიუნის“ კოლეჯში ჩააბარა. ლიცეუმის მეორე კლასში, ეთილერში მდებარე „ათას კერძო კოლეჯში“ გადავიდა, სადაც აიღო თავისი ატესტატი. 1967 წელს ანკარის ეკონომიკური და კომერციული მეცნიერებათა აკადემიაში (ახლა ღაზის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მეცნიერებათა ფაკულტეტი) ჩააბარა და 1971 წელს საგარეო ვაჭრობის მიმართულება დაამთავრა.

სამეცნიერო კარიერა

რედაქტირება

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ბაჰჩელიმ 1972 წელს ანკარის ეკონომიკური და კომერციული მეცნიერებათა აკადემიასა და მის შვილობილ სკოლების ეკონომიკის დეპარტამენტში ასისტენტად მუშაობდა. თავისი სტუდენტებით დაინტერესებული მეცნიერი იყო. ამავე დროს დააფუძნა ნაციონალისტი ფინანსისტებისა და ეკონომისტების ასოციაცია, ასევე არის უნივერსიტეტის და აკადემიის უმაღლესი განათლების ასისტენტების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე. მოგვიანებით ღაზის უნივერსიტეტში მიიღო ეკონომიკის დოქტორის ხარისხი, ასევე განაგრძო მუშაობა უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკონომიკისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტზე მუშაობა. დაინტერესებული იყო თურქეთის ისტორიით და საგარეო პოლიტიკით და ამავე სფეროზე რამდენიმე ნაშრომიც დაწერა.[8]

ადრეული პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

ბაჰჩელიმ ახალგაზრდობის წლებში რესპუბლიკელ გლეხთა სახალხო პარტიის თავმჯდომარის, ალფარსლან თურქეშის სემინარებზე სიარული დაიწყო. 1967 წელს, ანკარის ეკონომიკისა და ვაჭრობის აკადემიაში სწავლის დროს, ორგანიზაცია რუხი მგლების დამფუძნებელი და მმართველი გახდა.[9] 1970-1971 წლებში თურქეთის მოსწავლეთა ეროვნული ფედერაციის გენერალურ მდივნად მუშაობდა. ერთი მხრივ აქტიურად იყო ჩაბმული პოლიტიკაში, ხოლო მეორე მხრივ აკადემიურ მუშაობას აგრძელებდა.[8]

1980 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ნაციონალისტური მოძრაობის პარტიისა და ნაციონალისტების ხელმძღვანელების დაკავების დროს, ბაჰჩელი აქტიურად იცავდა მათ უფლებებს ყველა პლატფორმაზე. ნმპ-ს გენერალური მდივნის, ალფარსლან თურქეშის მიერ პარტიულ სამსახურში მოწვევის შემდეგ, 1987 წლის 17 აპრილს საუნივერსიტეტო საქმიანობიდან გადადგა და 1987 წლის 19 აპრილს, ნაციონალისტური ლეიბორისტული პარტიის ყრილობაზე, ბაჰჩელი პარტიის მმართველობაში აირჩიეს და გენერალური მდივნის თანაშემწე გახდა. პარტიულ სამსახურზე, სხვადასხვა დროს, განსხვავებული თანამდებობები ეკავა.[10]

ნაციონალისტური პარტიის ლიდერი: 1997-დან დღემდე

რედაქტირება

ნმპ-ს ლიდერად არჩევა

რედაქტირება

1997 წლის 4 აპრილს, ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ლიდერი ალფარსლან თურქეშის გულის შეტევის შედეგად ანკარაში გარდაიცვალა. 18 მაისის რიგგარეშე სხდომაზე პარტიის ლიდერობისათVის ერთმანეთშ დაუპირისპირდნენ ბაჰჩელი და თურქეშის ვაჟი თოღრულ თურქეში. პირველ ტურში თურქეშმა — 412, ბაჰჩელიმ — 359, რამიზ ონგუნიმ — 231, ენის იოქსიუზი — 104, მუჰარემ შემსექი — 80 და იბრაჰიმ ჩიფთჩი— 13 ხმა მიიღო. სხდომის მიმდინარეობისას, ლიდერობის სხვა კანდიდატები ბაჰჩელის სასარგებლოდ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები, შედეგად ნაციონალისტებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რის გამოც სხდომა გადაიდო. 1997 წლის 6 ივლისის სხდომაზე, თურქეშსა და ბაჰჩელის შორის გამართულ არჩევნებში, ბაჰჩელიმ 1193, ხოლო თურქეშმა 697 დელეგატის ხმა მიიღო და შედეგად ბაჰჩელი პარტიის ლიდერი გახდა.[11][12][13]

არჩევნები

რედაქტირება

პარტიის ხელმძღვანელობის დროს, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ თავისი 8,18 % შედეგი გაუმჯობესა და 17,98 % პროცენტით მეორე ადგილზე გავიდა.[14] არჩევნების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ვერცერთი პარტია მარტო მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებდა და შედეგად თურქეთის მე-9 პრეზიდენტმა, სულეიმან დემირელმა მთავრობის შექმნა ბიულენთ ეჯევითს დაავალა, რომელმაც 1999 წლის 28 მაისს DSP, ნმპ-სა და პარტია სამშობლოსთან ერთად კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბა, სადაც ბაჰჩელიმ ვიცე-პრემიერის თანამდებობა დაიკავა. ამ მთავრობით, პარტია 21 წლის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა. 2000 წლის 5 ნოემბრის პარტიის ყრილობაზე, ბაჰჩელიმ საერთო 1301 დელეგატის 1283 ხმით, ისევ პარტიის ლიდერის თანამდებობაზე დარჩა.[15] ვიცე-პრემიერის თანამდებობას 2002 წლის 18 ნოემბრამდე იკავებდა.

 
დევლეთ ბაჰჩელი ქოჯაელის მიტინგზე

2002 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შედგენილ კითხვარში აღნიშნული იყო, რომ პარტია შესაძლებელია საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახოს.[16] 2002 წლის 29 ნოემბრის პარტიულ ყრილობაზე, ბაჰჩელი თავისი პროგრამის წარდგენისას შეეხო ეკონომიკურ საკითხებსაც.[17] არჩევნებში პარტიის ხმების რაოდენობა 9,62 % დაიკლო და 8,36 % შეადგინა, ამით პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა და პარლამენტს გარეთ დარჩა.[18][19] არჩევნების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ბაჰჩელიმ პარტიის წარუმატებლობა თავისთავზე აიღო და თანამდებობიდან გადადგა.[20] 2003 წლის 12 ოქტომბერს ჩატარებულ პარტიის კონგრესზე, ბაჰჩელიმ რამიზ ონგუნთან, ქორაი აიდინთან და აითექინ ილდირიმთან ერთად იბრძოდა პარტიის ლიდერობისთის. 1180 დელეგატის 688 ხმით ხელახლა გახდა პარტიის ლიდერი.[21]

2006 წლის 19 ნოემბერს, ნმპ-ის მორიგ ყრილობაზე 1127 დელეგატის ხმით, ხელახლა პარტიის ლიდერად აირჩიეს.[22] 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პარტიამ 5,91 % გააუმჯობესა თავისი წინა შედეგები და ხმების 14,27 % მოიპოვა.[23] 2011 წლის საპარლამენტო არჩევნების კითხვარში აღნიშნული იყო, რომ პარტიის მიერ მოპოვებული ხმათა რაოდენობა შემცირდებოდა. ბაჰჩელის წინასაარჩევნო დაპირებაში ყოველწლიური 7 % ზრდა და საარჩევნო კანონმდებლობის გადახედვა შევიდა.[24] თუმცა, ნმპ-მ არჩევნებში 1,26 % უკან დაიხია და ხმების 13,01 % მიიღო.[25] 2012 წლის 4 ნოემბრის და 2015 წლის 21 მარტის პარტიულ ყრილობაზე, ბაჰჩელი ისევ პარტიის ლიდერის თანამდებობა შეინარჩუნა.[26]

 
დევლეთ ბაჰჩელი 2015 წელს.

2015 წლის ივნისის საპარლამენტო არჩევნებში ნმპ-ს საარჩევნო სლოგანი გახდა „ჩვენთან ერთად იარე თურქეთო“ (Bizimle yürü Türkiye).[27] წინასაარჩევნო დაპირებებში მინიმალური ხელფასის 1400 ლირამდე გაზრდას, პენსიონერებს წელიწადში ორჯერ 1400 ლირის გადახდას და ტერორიზმის ძირეულად გაქრობას დაპირდა.[28] არჩევნებში პარტიამ ხმები 3,28 % გაზარდა და ხმათა 16,29 % მოიპოვა. არჩევნების შემდეგ განაცხადა:

 
ბაჰჩელი 2015 წლის ივნისის წინასაარჩევნო მიტინგზე.
 
„პირველი კოალიცია თავიდანვე ერთად მყოფი სგპ-სა და პრო-ქურთული ხდპ-ს შორის უნდა იყოს. მეორე საკოალიციო მოდელში სგპ, სრპ და ხდპ შეგიძლიათ გააერთიანოთ. ასეთ მოდელში ნმპ თავისი პატივისა და ღირსებით, პრინციპული და პატიოსანი ქცევით, მზადაა თავისთავზე მიიღოს მთავარი ოპოზიციური ძალის პასუხისმგებლობა.[29]

პარტიამ 2015 წლის ნოემბრის არჩევნებს ახალი სლოგანით დახვდა, რომელიც იყო „შენ იცი თურქეთო“ (Sen bilirsin Türkiye).[30] წინასაარჩევნო დაპირებებში უსახლკარო ოჯახებს 250 ლირის ქირას და ღარიბებს დახმარებით ბარათებს დაპირდა.[31][32] თუმცა, პარტიამ არჩევნებში ხმების 4,39 % დაკარგა და ხმების 11,90 % მიიღო.

გადადგომა და კონგრესი

რედაქტირება

2015 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაჰჩელი თანამდებობიდან გადადგომას აპირებს.[33][34] თუმცა, ბაჰჩელის მედიასთან ურთიერთობის მთავარმა სპეციალისტმა, მეთინ იოზქანმა განაცხადა, რომ: „არავითარ შემთხვევაში გადადგომა, სულ წინ“. ამ სიტყვებით მან გადადგომის შესახებ ინფორმაცია უარყო.[35] ბაჰჩელი თავის წერილობით განცხადებაში გადადგომის შესახებ ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა: „ჩვენი პარტიის ყველა ორგანო თავის სამუშაოს ასრულებს. ნმპ თავისი პოზიციების დათმობის გარეშე გააგრძელებს გზას“.[36]

ნმპ-ს 547 დელეგატმა რიგგარეშე კონგრესის მოთხოვნა პარტიის ცენტრალურ სამდივნოს გადასცეს.[37] ნმპ-ს ყოფილმა დეპუტატებმა მერალ აქშენერმა, ნმპ-დან გარიცხული და შემდეგ სასამართლო პროცესის მოგების შემდეგ, პარტიაში დაბრუნებულმ სინან ოღანმა და ქორაი აიდინმა, ასევე მოითხოვეს რიგგარეშე კონგრესი და პარტიის ლიდერის პოზიციაზე კანდიდატურის წამოყენებაზეც განაცხადეს. თუმცა, ბაჰჩელიმ უარყო კონგრესის მოწვევის მოთხოვნა და კოგრესის თარიღად 2018 წლის 18 მარტი მიუთითა.[38] ოპოზიციურად განწყობილმა „კონგრესის მომთხოვმა წარმომადგენლობამ“, ნმპ-ს მთავარ ცენტრში ჩააბარეს 547 დელეგატის ხელმოწერილი დოკუმენტი, მაგრამ პასუხის არარსებობის გამო, მიმართეს ანკარის საქალაქო სასამართლოს.[39] პარტიის მმართველობამ სასამართლოსგან დამატებითი დრო მოითხოვა ხელმოწერებთან დაკავშირებით. საბოლოოდ კი სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და დანიშნა კონგრესი, ხოლო უზანაესმა სასამართლომ დაამტკიცა იგი.[40]

 
დევლეთ ბაჰჩელის გამოსვლა აქსარაიში, 2014 წლის 25 მარტი.

2016 წლის 19 ივნისს ჩატარდა ნმპ-ს მე-6 რიგგარეშე კონგრესი, სადაც მონაწილეობას იღებდა ბაჰჩელის წინააღმდეგ წასული და პარტიის ლიდერობისთვის მებრძოლი 6 კანდიდატი. წესების ყრილობად წოდებული კონგრესი, ნმპ-ს ცენტრის სარჩელის მიუხედავად, სადაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ კონგრესისთვის საკმარისი რაოდენობის დელეგატი არ შეკრებილა, კონგრესი მაინც შედგა საჭირო რაოდენობით, რასაც ნოტარიუსმაც დაამტკიცა. კონგრესის დროს მიღებული ცვლილებების შესაბამისად, პარტიის წესდების 13 მუხლი განახლდა. ცვლილებებთან ერთად, პარტიის წესდებაში მითითებული მუხლიც, რომელიც კრძალავდა რიგგარეშე კონგრესებზე პარტიის ლიდერის არჩევას, შეიცვალა ლიდერის არჩევის დაშვებით.[41] თუმცა, უზანაესი სასამართლოს მიერ ნებადართული 19 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებების კონგრესი, ასლიეს მე-3 სამართლის სასამართლოს მიერ შეჩერდა.[42] უზანაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებს შემდეგ, აქშენერმა კონგრესზე მიღებული ცვლილებების უარყოფის გამო, სარჩელი შეიტანა თურქეთის უმაღლესს საარჩევნო კომისიაში.[43] თუმცა, კომისიამ ჩანქაიას საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გამო, სადაც აღნიშნულია, რომ „ნმპ-ში კონგრესის ჩატარება არ შეიძლება“, სარჩელი ურყო.[44] გადაწყვეტილების მიღების მიზეზად დასახელდა ის გარემოება, რომ ნმპ-ს ცენტრალურმა ოფისმა 10 ივლისს კონგრესის გაუქმების შესახებ განაცხადა.[45] ნმპ-ს ოპოზიციური ფრთის მედიისთვის დახურულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პარტიის ლიდერობის 4 კანდიდატი ერთად იმოქმედებდა და რაც შეიძლება მოკლე დროში კონგრესს მოიწვევდნენ.[46] საპასუხოდ ბაჰჩელიმ განაცხადა, რომ „10 ივლისმა ჩვენთვის მნიშვნელობა დაკარგა. ამის შემდეგ წინ უნდა ვუყუროთ, არ ვიყოყმანებთ. 2018 წლის 18 მარტის დიდ კონგრესს მშვიდად და მეგობრულ გარემოში ჩავატარებთ“.[47][48][49]

საარჩევნო ისტორია

რედაქტირება
 
ბაჰჩელი ანკარის მიტინგის დროს

პარტიის ლიდერად არჩევიდან 2 წლის შემდეგ, ბაჰჩელიმ 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნმპ-დან ოსმანიეს დეპუტატად შევიდა პარლამენტში. 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ბაჰჩელი ისევ ოსმანიედან გახდა დეპუტატობის კანდიდატი, თუმცა, იმის გამო, რომ ნმპ-მ ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი, ბაჰჩელი ვერ შევიდა პარლამენტში. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისევ ოსმანიეს დეპუტატად შევიდა პარლამენტში. 2011, 2015 წლის ივნისის და ნოემბრის არჩევნებზე, ხელახლა აირჩიეს ოსმანიედან პარლამენტის დეპუტატად.

არჩევნები კანდიდატი პარტია მოპოვებული ხმები % შედეგი რუკა
1999 წლის საპარლამენტო დეპუტატობის კანდიდატი ოსმანიედან ნმპ 80.738 40,95 არჩეული
2002 წლის საპარლამენტო დეპუტატობის კანდიდატი ოსმანიედან ნმპ 58.622 29,19 საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა
2007 წლის საპარლამენტო დეპუტატობის კანდიდატი ოსმანიედან ნმპ 99.017 45,02 არჩეული
2011 წლის საპარლამენტო დეპუტატობის კანდიდატი ოსმანიედან ნმპ 110.708 41,22 არჩეული
2015 წლის ივნისის საპარლამენტო დეპუტატობის კანდიდატი ოსმანიედან ნმპ 115,588 40,4 არჩეული  
2015 წლის ნოემბრის საპარლამენტო დეპუტატობის კანდიდატი ოსმანიედან ნმპ 98.737 33.8 არჩეული  

მოვლენები

რედაქტირება

2016 წლის გადატრიალების მცდელობა

რედაქტირება

2016 წლის 15-16 ივლისს, „თურქეთის მშვიდობის საბჭოს“ სახელწოდებით მოქმედმა ჯგუფმა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა განახორციელეს. გადატრიალების მცდელობის დროს პარტიის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად, პარტიის სათაო ოფისში მყოფმა ბაჰჩელიმ განაცხადა, რომ გადატრილება მიუღებელია.[50] გადატრიალების მცდელობის შემდეგ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ ეროვნული ფასეულობა და ნება დიდი დარტყმის წინაშე დადგა, ხოლო მთავრობას სრული თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადა.[51][52][53][54][55] პუტჩის შემდეგ, თურქეთში მიღებულ 3 თვიან საგანგებო მდგომარეობას მიესალმა.[56][57]

კომპენსაცია

რედაქტირება

2010 წლის 6 თებერვალს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ (სგპ), თურქეთის პარლამენტში გამოთქმული ბრალდების საპასუხოდ, სადაც ბაჰჩელიმ განაცხადა, რომ ერდოღანი „პიროვნულ უფლებებსა და პარტიული პოლიტიკის უზურპაციას ახდენს“, სასამართლოში მიმართეს შეურაწყოფის მიზეზით და 50 ათასი ლირის კომპენსაცია მოითხოვეს. სასამართლოში შეტანილ ბრალდებაში ჩაწერილი იყო, რომ ბაჰჩელი: „ცდილობს თურქეთის დანაწევრებას, ეთნიკური დაპირისპირების გამოწვევას, თურქეთის დანაწევრებასა და დაყოფის პროექტის შემუშავებაში იმრალის, კანდილის და ბარზანის მხარდაჭერას, იმრალოელი ბოროტმოქმედის (იგულისხმება აბდულაჰ ოჯალანი) როლის დუბლირებას, მხარდაჭერას, იგივე პოლიტიკის გატარებას; ასევე არასწორი პოლიტიკის გატარებას, არის უნამუსო, გაუწონასწორებელი და ა.შ.“.[58] ანკარის მე-13 ასლიეს სამართლოს მიერ, ორივე მხარეს დაევალა 10 ათასი ლირის არამატერიალური ზიანის კომპენსაციის, ჯამში 20 ათასი ლირის გადახდა.[59][60]

ბაჰჩელის 1999 წლის გამოქვეყნებულ ქონებრივ დეკლარაციაში იყო: 303 მ² ქაღალდის მაღაზია, 100 მ² ქაღალდის მაღაზია, ჯამში 8659 მ² 8 მიწის ნაკვეთი, 15404 მ² ნაკვეთის 1/3 ნაწილი, 1071 მ² ნაკვეთის 1/3 ნაწილი, 375 ჰა ველის 1/3 ნაწილი, 8000 მ² ნაკვეთის 1/4 ნაწილი, 3435 მ² ნაკვეთი, 60 მ² კოტეჯი, ჯამში 6583 მ² 4 ნაკვეთი, 165 მ² ბინა და 385 ათასი ლირა ნაღდი ფულით.[61] ბაჰჩელი თავის ხელფასს თურქეთი შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის ფონდს ურიცხავს.[62][63]

ახალი კონსტიტუცია და საპრეზიდენტო სისტემა

რედაქტირება

ბაჰჩელის განცხადებით, საპრეზიდენტო სისტემის შემოთავაზებასა და კონსტიტუციის პირველი ოთხი მუხლის შეცვლის შემთხვევაში, ახალი კონსტიტუციის შემუშავებაზე მზადყოფნა გამოაცხადა.[64]

დევლეთ ბაჰჩელის სიტყვებით, მისი პარტია პარლამენტარიზმის მომხრეა, თუმცა ვერ ხედავს პრობლემას, თუ საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის საკითხი რეფერენდუმზე გავა.[64] მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა, პარლამენტს წარუდგინა რეფორმის პაკეტი.

1915 წლის მოვლენები

რედაქტირება

1915 წელს სომხების გენოციდთან დაკავშირებით, ბაჰჩელიმ საფრანგეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ გენოციდის ბრალდებები უსაფუძვლოა და ასეთ მოვლენებს ადგილი არც ჰქონია.[65] 2016 წლის 2 ივნისს, გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც სომხების დარბევა აღიარა როგორც გენოციდი, ბაჰჩელიმ შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა:

 
„ვინც ე.წ. „სომხების გენოციდის“ საკითხს დღის წესრიგში აქცევს, კარგ საქმეს არ აკეთებს. ვინც ჩვენ გვაბრალებს ამ საქმეს, არასწორად საუბრობს. კეთილი, ტოლერანტი, მორწმუნე და სინდისიანი თურქი ერის კუთხეში მოქცევას ვინც ცდილობს, მას სურს რეალობა და სინამდვილე ტყუილით გადაფაროს... ვაღიარებთ სომხების გადასახლებას, დღეს რომ არჩევნის წინაში ვიყოთ, ისევ ვიზამთ... ე.წ. „სომხების გენოციდის“ გადაწყვეტილება უკანონოა, ჩვენ ვგმობთ მას.[65][66][67][68]

გეზი პარკის მოვლენები

რედაქტირება

გეზი პარკის დემონსტრაციებთან დაკავშირებით, ცენტრალური მმართველობისა და რეგიონალური წარმომადგენლობასთან შეხვედრის შემდეგ, ბაჰჩელიმ განაცხადა, რომ ძალადობისა და სოციალური აჯანყებების გზით პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. აგრეთვე აღნიშნა, რომ ერდოღანმა ვერ გაითვალისწინა არსებული პრობლემური სიტუაცია და სხვების გადაადგილებით შეეცადა სიტუაციის აღდგენა:

 
„ძალადობისა და სოციალური აჯანყებების გზით პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, ვერცერთ საკითხს ვერ მოვაგვარებთ. თუმცა, პრემიერი ერდოღანი ეხლაც ვერ გაიგო მოვლენების სიმძიმე, ვერ გაითვალისწინა რეაქციები და საკითხის გადაადგილებით შეეცადა პრობლემის მოგვარება. ტუნისიდან დაბრუნების შემდეგ, აეროპორტში გაკეთებული ერდოღანის განცხადება, ისევ სახიფათო და არასასიამოვნოა. პრემიერის დასახვედრად მისული დემონსტრანტების ლოზუნგები, ამ პრობლემის მტრული შედეგია.[69]

ულუდერეს საკითხი

რედაქტირება

ბაჰჩელიმ, 2011 წლის დეკემბერში განხორციელებული რობოსკის ავიადარტყმების შედეგად 35 ადამიანის დაღუპვის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობას დამაკმაყოფილებელი ახსნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ გაუკეთებია: „დაკრძალვის ცერემონია ტერორისტების (PKK) შოუში გადაქცევა, ტერორისტების კუბოებზე გაფენა, ძირითადად გვიჩვენებს, რომ ამ მოვლენის უკან რაღაც იმალება“ და „თუ რაღაცა მოვლენა გვემუქრება ჩვენ ქვეყანას და მოქალაქეს, იგი დაუყონებლივ უნდა მოისპოს, რაც ამ შემთხვევაში განხორციელდა“.[70]

ალევიზმი

რედაქტირება

ბაჰჩელის მოსაზრებით, ალევიზმის სრულყოფილი შესწავლისა და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, უნდა შეიქმნას თურქეთის ალევიზმის შესწავლის ცენტრი და ალევიზმის სპეციალისტების კომისია. აგრეთვე, ჯემევებისთვის (ალევიტების ლოცვის შენობა) საჭიროა სახელმწიფო დაფინანსების გამოყოფა.[71] 2013 წელს გამოსვლისას, ბაჰჩელიმ შემდეგი განაცხადა:

 
„სგპ-ის მიზანია დენომინაციული შეტყობინების გაგზავნა და თურქი ერის ძნელ ვითარებაში ჩაგდება. ალევიტები ისლამის მიმდევარი ჩვენი ძმებია და მათი განდევნისა და დაზარელების ფასად გატარებული პოლიტიკა, აშკარაა, რომ ჩვენი ერის ძმობას დააზარალებს... სეფიანთა იმპერია, შაჰ ისმაილის ხელმძღვანელობით, XVI საუკუნეში ირანში შექმნილი თურქული სახელმწიფო იყო... გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ შაჰ ისმაილიც იავუზ სულთან სელიმისავით ჩვენი ღირსეული და უცვლელი მმართველია. 500 წლის წინ, ჩალდირანში დაღვრილ სისხლზე რამდენიც არ უნდა ვწუხდეთ, სისხლი თურქებისა და თურქმენებისაა. ჩვენ არც იავუზს და არც ისმაილს არ დავივიწყებთ.[72]

რელიგიურ საქმეთა სამმართველო

რედაქტირება

ბაჰჩელიმ, რელიგიურ საქმეთა სამმართველოს პოლიტიზირებულებაში ბრალი დასდო და რელიგურ საქმეთა მინისტრს, მეჰმეთ გიორმეზს გადადგომისკენ მოუწოდა,[73] ვინაიდან, მისი აზრით, სამმართველოს რადიკალური ცვლილებები სჭირდება, ისე, რომ სამმართველომ თავის საქმიანობაში ალევიზმის დაცვა და განვითარება ასახოს.[71]

ქალთა უფლებები

რედაქტირება

ბაჰჩელი ამტკიცებს, რომ ქალების წინააღმდეგ ყველა სახის ძალადობის განადგურება ყველას ამოცანაა, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს და ეს ვალდებულება სრულიად უნდა შეასრულოს. ბაჰჩელი, ქალთა საერთაშორისო დღეს, ყოველწლიურად სპეციალურ მილოცვას ავრცელებს.[74]

დევლეთ ბაჰჩელის მიმართ, ნმპ ლიდერად არჩევის დღიდან, სხვადასხვა კრიტიკა ისმის.

  • 38 წლის შემდეგ, ერდოღანის მოწვევით და ერაყის ქურთისტანის ლიდერის, მასუდ ბარზანის ხელშეწყობით, თურქეთში ჩამოსული ქურთი მუსიკოსი შივან ფერვერი,[75] პარტიის ყრილობაზე ბაჰჩელის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე უპასუხა, რომ ბაჰჩელის გაგება „კონფლიქტური კულტურის გაგებაა“.[76]
  • პრემიერ-მინისტრობისას, ერდოღანი 2014 წელს თავის ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ „ნმპ-ის სათავეში მყოფი ბატონი არ იცის რა არის ოჯახი, რა არის შვილი; მას ასეთი საზრუნავი არ გააჩნია“.[77][78]
  • ბაჰჩელიმ, 2015 წლის ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც არცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა უმრავლესობა, სხვა პარტიების შემოთავაზებას კოალიციის შემქნაზე უარი განაცხადა. ასე, რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ქემალ ქილიჩდაროღლუს შემოთავაზებაზე, რომელიც განაცხადა, რომ „ნმპ-სრპ კოალიციის შექმნის შემთხვევაში და ბაჰჩელის სურვილის შემთხვევაში, მას შეუძლია პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს“, ბაჰჩელიმ უარი განაცხადა და სრპ-ის ლიდერთან შეხვედრაც არ გამართა, თავისი საქმიანი გრაფიკის მიზეზით. ხოლო აჰმეთ დავუთოღლუს კოალიციის შემოთავაზებაზე უარის თქმის შემდეგ, დავუთოღლუმ განაცხადა, რომ „ყველა შემოთავაზებაზე უარის მთქმელი შეიძლება იყოს ლიდერი? კოალიციის შემოთავაზებისას თავისი პარტიის წევრების ზეწოლის განმახორციელებელი როგორ შეიძლება იყოს ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი?“.[79] ამით, დავუთოღლუმ მწვავედ გააკრიტიკა ბაჰჩელი.[80]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ბაჰჩელი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ცხოვრობს. სხვა დანარჩენი თურქი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ეს დახურულ და განცალკევებულ ცხოვრების წესის მიმდევარია. ბაჰჩელი არასოდეს დაქორწინებულა, რადგან მას მიაჩნია, რომ ოჯახი მის პოლიტიკურ საქმიანობას ხელს შეუშლიდა.

თავის ცხოვრებას ბაჰჩელი „ნაციონალიზმის სწორხაზოვნობას“ ეძახის, სადაც „ზიგზაგებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს“.

ჯანმრთელობის მდგომარეობა

რედაქტირება

ბაჰჩელის, რომელსაც ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ გააჩნია,[81][82] 2004 წელს „ათათურქის სახელობის კვლევის და განათლების საავადმყოფოში“ გულის ოპერაცია ჩაუტარდა.[83] 2016 წელს, ქოჯაელის კერძო საავადმყოფოში ხელახლა გულზე ოპერაცია გაიკეთა.[84]

ბაჰჩელი ისლამის მიმდევრობაზე ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა:

 
„დიდება ალაჰს, ყველანი მუსლიმები ვართ. ცხოვრების მოდის და მიდის. ჩვენ, რამდენადაც მუსლიმები ვართ, იმდენადაც თურქები ვართ. ჩვენი შეუცვლელი ბედია ეს. ჩვენ არ გვჭირდება კითხვა, დაბადებიდან გარდაცვალებამდე ვინ ხარ.[85]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Devlet Bahçeli biyografisi დაარქივებული 2015-02-14 საიტზე Wayback Machine. , TBMM.gov.tr, resmi site, (Türkiye Büyük Millet Meclisi)
  2. https://www.tbmm.gov.tr/develop/owa/milletvekillerimiz_sd.bilgi?p_donem=26&p_sicil=5801
  3. Devlet Bahçeli'ye "evlilik" sorusu
  4. http://odatv.com/bahcelinin-babasi-hangi-partiliydi-1407151200.html
  5. http://www.candundar.com.tr/_v3/#Did=5226
  6. http://www.milliyet.com.tr/2007/07/12/yazar/dundar.html
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-27. ციტირების თარიღი: 2017-12-10.
  8. 8.0 8.1 http://www.devletbahceli.com.tr/htmldocs/index/icerik/2/ozgecmis.html
  9. http://www.ulkuocaklari.org.tr/ulkucuhareket/lider-devlet-bahceli/hayati
  10. http://www.biyografi.info/kisi/devlet-bahceli
  11. http://hizliresim.com/Zdppy0
  12. http://www.yeniakit.com.tr/haber/1997deki-kongreyi-turkes-kazandi-ama-89720.html
  13. http://blog.milliyet.com.tr/mhp-kurultay-tarihi/Blog/?BlogNo=385763
  14. 1999 Seçim Sonuçları haberturk.com.
  15. MHP Oy birliğiyle Bahçeli dedi Hürriyet.com.tr.
  16. Anketlere yansıyan seçmen eğlimleri huriyet.com.tr.
  17. https://www.mhp.org.tr/htmldocs/genel_baskan/konusma/255/index.html
  18. 2002 Seçim sonuçları haberturk.com.
  19. http://www.hurriyet.com.tr/baraj-altinda-kalan-partilerde-deprem-107554
  20. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-10. ციტირების თარიღი: 2017-12-10.
  21. http://www.hurriyet.com.tr/mhpde-bahceli-yeniden-genel-baskan-176765
  22. http://www.hurriyet.com.tr/bahceli-yeniden-genel-baskan-5467503
  23. http://www.haberturk.com/secim2007
  24. http://www.haberturk.com/gundem/haber/596028-iste-mhpnin-secim-vaatleri
  25. http://www.haberturk.com/secim/secim2011/genel-secim
  26. http://www.mhp.org.tr/htmldocs/genel_baskan/hayati/mhp/Devlet_Bahceli.html
  27. http://www.yenimeram.com.tr/mhpnin-yeni-secim-slogani-sosyal-medyayi-salladi-148345.htm
  28. http://www.milliyet.com.tr/iste-mhp-nin-vaatleri/siyaset/detay/2053416/default.htm
  29. http://www.ntv.com.tr/turkiye/mhp-lideri-devlet-bahceli-secim-sonuclarini-degerlendirdi,Qradai7GoUKq2t7LIG1nBQ
  30. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-12. ციტირების თარიღი: 2017-12-10.
  31. http://www.insanhaber.com/guncel/mhp-1-kasimda-sen-bilirsin-turkiye-diyecek-59071
  32. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-13. ციტირების თარიღი: 2017-12-10.
  33. http://www.sozcu.com.tr/2015/gundem/devlet-bahceli-istifa-etti-iddiasi-974798/
  34. http://www.sabah.com.tr/secim/2015/11/01/devlet-bahceli-istifa-mi-ediyor
  35. http://www.hurriyet.com.tr/mhp-lideri-devlet-bahceli-istifa-etti-mi-40008827
  36. http://www.gazetevatan.com/bahceli-den-ilk-aciklama-879857-gundem/
  37. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-06. ციტირების თარიღი: 2017-12-10.
  38. http://www.bbc.com/turkce/haberler/2016/03/160229_mhp_ne_oluyor
  39. http://www.milliyet.com.tr/muhalifler-bu-cuma-davayi-aciyor/siyaset/detay/2187885/default.htm
  40. http://www.cumhuriyet.com.tr/haber/siyaset/539261/Yargitay_karari_verdi__MHP_kongreye_gidiyor.html
  41. mhp'de neler oluyor
  42. http://www.yenicaggazetesi.com.tr/mhp-kongresine-durdurma-karari-140308h.htm
  43. http://www.ensonhaber.com/meral-aksener-yskya-basvurdu-2016-06-28.html
  44. http://t24.com.tr/haber/ysk-mhp-10-temmuzda-kurultay-toplayamayacak,347557
  45. http://www.hurriyet.com.tr/son-dakika-yskdan-mhp-karari-40123444
  46. http://www.haberturk.com/gundem/haber/1261968-mhpli-muhalifler-bir-araya-geldi
  47. http://www.yenicaggazetesi.com.tr/bahceliden-kurultay-aciklamasi-140994h.htm
  48. http://www.aksam.com.tr/guncel/devlet-bahceli-kurultay-tarihini-verdi/haber-530293
  49. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-04. ციტირების თარიღი: 2017-12-10.
  50. http://www.cnnturk.com/turkiye/mhp-genel-baskani-devlet-bahceli-kabul-edilemez
  51. Bahçeli'den Başbakan Yıldırım'a telefon, ntv.com.tr,
  52. Bu aynı zamanda alçak bir terör saldırısıdır ensonhaber.com,
  53. MHP Lideri Devlet Bahçeli TBMM'de konuştu, haber.star.com.tr,
  54. Darbe karşıtı ortak metin okuyor, sözcü.com.tr,
  55. http://www.hurriyet.com.tr/devlet-bahceli-darbe-girisiminin-oldugu-gece-ne-yapti-40154522
  56. http://www.bbc.com/turkce/haberler-turkiye-36857045
  57. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-27. ციტირების თარიღი: 2017-12-10.
  58. Erdoğan'dan Bahçeli'ye tazminat davası დაარქივებული 2009-11-21 საიტზე Wayback Machine. NTVMSNBC. 11 Haziran 2010 tarihinde erişilmiştir.
  59. Erdoğan, Bahçeli'den 10 bin TL tazminat kazandı[მკვდარი ბმული] Zaman. 11 Haziran 2010 tarihinde erişilmiştir.
  60. Erdoğan ve Adalet ve Kalkınma Partisi Bahçeli'den tazminat kazandı CNN Türk. 11 Haziran 2010 tarihinde erişilmiştir.
  61. Bahçeli'nin parasi yok arsasi var
  62. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-06. ციტირების თარიღი: 2017-12-10.
  63. http://www.gundem.be/tr/turkiye/emekli-maasini-sehit-ailelere-bagisladi
  64. 64.0 64.1 Devlet Bahçeli'den baskanlik aciklamasi
  65. 65.0 65.1 soykirim iddialarini fransada reddetti
  66. tehcir yerindedir bugun olsa yine kacinilmazdir. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-12. ციტირების თარიღი: 2017-12-10.
  67. Bahçeli'den sozde soykirim kararina sert tepki
  68. Bahçeli: sozde ermeni soykirimi karari hukumsuzdur
  69. devlet bahceliden gezi parki aciklamasi
  70. bahceliden uludere aciklamasi
  71. 71.0 71.1 mhp grup toplantisi basladi canli
  72. ბაჰჩელის გამოსვლა (ვიდეო)
  73. mhp genel baskani devlet bahceli diyanet siyasallasmistir diyanet otomobillesmistir
  74. mhp genel baskani devlet bahceli'nin ankara yerelhaber
  75. barzani ve sivan perver turkiyeye giris yapti
  76. perwerde kilicdaroglu ve bahceliye sert elestiri
  77. aile nedir coluk cocuk nedir bilmez
  78. cocuk nedir bilmez boyle bir derdi
  79. davutoglu bahceli cantasini cikarip
  80. bahceli davutoglu ve kilicdarogluna neden hayir dedi
  81. saglik durumu hakkinda
  82. devlet bahceli'nin saglik durumu hakkinda aciklama
  83. mhp lideri devlet bahceli ameliyat oldu
  84. doktoru bahcelinin ameliyatini anlatti
  85. Bahceli — Musluman oldugumuz kadar Türküz