ნაციონალისტური მოძრაობის პარტია (თურქეთი)

(გადამისამართდა გვერდიდან ნმპ)

ნაციონალისტური მოძრაობის პარტია (ნმპ) (თურქ. Milliyetçi Hareket Partisi; MHP) — ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტია თურქეთში, რომელიც ერთგულია თურქული ნაციონალიზმისა და ევროსკეპტიციზმისა.

ნაციონალისტური მოძრაობის პარტია
Milliyetçi Hareket Partisi
ნაციონალისტური მოძრაობის პარტია
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ხელმძღვანელობა
ლიდერი დევლეთ ბაჰჩელი
გენერალური მდივანი ისმეთ ბუიუქათამანი
ისტორია
დამფუძნებელი ალფარსლან თურქეში
დაფუძნდა 9 თებერვალი, 1969; 55 წლის წინ (1969-02-09)
წინამორბედი გლეხთა ეროვნული რესპუბლიკური პარტია
პოზიციები
იდეოლოგია თურქული ნაციონალიზმი[1]
პანთურქიზმი[2]
მემარჯვენე პოპულიზმი[1][3]
ევროსკეპტიციზმი[4]
ნაციონალიზმი[5][6][7][8][9][10]
პოლიტიკური პოზიცია ულტრამემარჯვენე
გასამხედროებული ფრთა რუხი მგლები (არაოფიციალურად)
წევრი 407,138[11] (2014)
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
49 / 600
დიდი ქალაქების მერები
3 / 30
რაიონის გამგებლები
166 / 1 351
პროვინციის რწმუნებულები
174 / 1 251
ფერები      წითელი
     თეთრი
შტაბ-ბინა Ehlibeyt Mh. Ceyhun Atıf Kansu Cd No:128, 06105
ანკარა, თურქეთი
www.mhp.org.tr

პარტია პირველად 1969 წელს, ყოფილი პოლკოვნიკ ალფარსლან თურქეშის მიერ ჩამოყალიბდა, რომელიც ადრე 1965 წელს, ულტრამემარჯვენე გლეხთა ეროვნული რესპუბლიკური პარტიის ლიდერი იყო. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, პარტია ძირითადად მიჰყვებოდა ნეოფაშისტურ და ულტრანაციონალისტურ პოლიტიკურ იდეოლოგიას, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც 1997 წელს თურქეშის სიკვდილის შემდეგ, პარტიის სათავეში დევლეთ ბაჰჩელი მოვიდა, პარტიამ შეცვალა თავისი მიდგომა და დღის წესრიგი. პარტიის ახალგაზრდული ფრთაა რუხი მგლები (Bozkurtlar), რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „ნაციონალისტების კერა“ (Ülkü Ocakları).[12] თურქეში, რომელსაც განსაკუთრებულ პატივსცემენ თურქი ნაციონალისტები, როგორც იდეალისტური მოძრაობის დამფუძნებელს, მისი მხარდამჭერების მიერ ხშირად მოიხსენიება, როგორც „ატამანი“ (Başbuğ, ქართ.: ბაშბუღი).

ალფარსლან თურქეშმა პარტია მას შემდეგ დააარსა, რაც გააკრიტიკა ათათურქის სახალხო რესპუბლიკური პარტია (CHP) ნაციონალისტური პრინციპების დაუცველობის გამო. ცნობილია იმის თაობაზე, რომ იგი არ დაარსებდა „MHP“-ს, რომ „CHP“-ს არ გადაეხვია ათათურქის იდეოლოგიიდან.[13] მიუხედავად იმისა, რომ თვითონ თურქეშმა ვერ მოიპოვა გამარჯვება ვერცერთ არჩევნებში, მისმა პარტიამ, 1973 და 1977 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო საკმარისი ადგილი და მონაწილეობა მიიღო ორი მემარჯვენე კოალიციური მთავრობის ფორმირებაში, რომელსაც სამართლიანობის პარტიის (AP) ლიდერი სულეიმან დემირელი ხელმძღვანელობდა. 1975-1977 წლებში, თურქეში იკავებდა თურქეთის ვიცე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. თურქეშის გარდაცვალების შემდეგ, პარტიამ ახალ ლიდერად დევლეთ ბაჰჩელი აირჩია, რომელმაც პარტიის მოდერნიზაცია განახორციელა და მიიღო უფრო ზომიერი ნაციონალისტური მიდგომა. პარტიამ ბეჰჩელის ხელმძღვანელობით, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა ხმების 18 %, ანუ 129 ადგილი მიიღო. ეს შედეგი პარტიის ისტორიაში საუკეთესოა, რომელიც ხმების რაოდენობით მეორეა და მხოლოდ დემოკრატიულ მარცხენე პარტიას (DSP) ჩამორჩა. ბაჰჩელი შემდგომში ვიცე პრემიერ-მინისტრი გახდა, როდესაც „DSP“-თან და „სამშობლოს პარტია“-სთან (ANAP) ერთად კოალიციური მთავრობა შექმნა, თუმცა მისი მოწოდებები ვადამდელი არჩევნებისკენ, 2002 წელს მთავრობის დაშლით დამთავრდა. 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიამ ვერ გადალახა 10 %-იანი საარჩევნო ბარიერი და დაკარგა ყველა თავისი საპარლამენტო მანდატი, ხოლო არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ახლად ჩამოყალიბებულმა სამართლიანობის და განვითარების პარტიამ (AKP).

2007 წლის საპარლამენტო აჩევნებზე პარტიამ მიიღ ამომრჩეველთა ხმების 14,27 %, რაც 71 მანდატს უტოლდება. ამ პერიოდში, პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელისუფლებასა და ქურთ სეპარატისტ მებრძოლებს შორის, ასევე აკრიტიკებდა მმართველ სგპ-ს სამთავრობო კორუფციასა და ავტორიტარიზმის გამო. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსები პარტიას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „სგპ-ს გადარჩენის იმედს“, რომელიც ღიად თუ ფარულად ეხმარება სგპ-ს ისეთ სიტუაციებში, როგორიცაა 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, თავსაბურავის აკრძალვის გაუქმება და 2015 წლის პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები.[14] 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიის ხმები დაეცა 13%-მდე და 53 დეპუტატით შევიდა პარლამენტში, თუმცა, 2015 წლის ივნისის საპარლამენტო არჩევნებზე, ეს რიცხვი 16,3% და 80 ადგილამდე გაიზარდა. 2007 წლიდან პარლამენტში მესამე ძალას წარმოადგენდა, მაგრამ 2015 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩეველთა ხმების 11,9% მოიპოვა, რაც 40 მანდატის ტოლია, და გახდა მეოთხე ძალა პარლამენტში, ქურთული პარტიის (HDP) შემდეგ.

1965 წელს, ნაციონალისტი პოლიტიკოსი და ყოფილი პოლკოვნიკი ალფარსლან თურქეში, რომელმაც გაიარა სამხედრო მომზადება აშშ-ში ნატოსთვის, დააარსა თურქული გლადიო ომის სპეციალურ დეპარტამენტში, ასევე მოიპოვა კონტროლი კონსერვატიულ გლეხთა ეროვნულ რესპუბლიკურ პარტიაზე (თურქ. Cumhuriyetçi Köylü Millet Partisi). პარტიის რიგგარეშე დიდ კონგრესზე, რომელიც გაიმართა ქალაქ ადანაში, 1969 წლის 8-9 თებერვალს, თურქეშმა პარტიის სახელწოდება შეცვალა და უწოდა ნაციონალისტური მოძრაობა (MHP).

თურქეშის ხელმძღვანელობით, პარტიამ აღიარა თურქული ნაციონალიზმი, ხოლო 1970-იან წლებში, პარტიასთან დაკავშირებული მილიტარისტები პასუხისმგებელნი იყვნენ მრავალი მემარცხენე ინტელექტუალის და მეცნიერის მკვლელობაში, მათ შორის, ქურთებისაც.[15] პარტიის ახალგაზრდული ფრთის (რომელიც ცნობილია, როგორც რუხი მგლები (სახელი გამომდინარეობს თურქული მითოლოგიიდან) ლიდერმა განაცხადა, რომ მათი სადაზვერვო ორგანიზაცია, თავისი შესაძლებლობით აღემატება თვით სახელმწიფოს დაზვერვასაც.[16]

მეორე მხრივ, პარტიას ჰქონდა კავშირი Aydınlar Ocağı (AO; „ინტელექტუალთა კერა“), მემარჯვენე კვლევით ინსტიტუტთან, რომელიც დაფუძნდა 1970 წელს, უნივერსიტეტის პროფესორების მიერ. იგი ფუნქციონირებდა, როგორც რგოლი სეკულარულ-კონსერვატიული, ნაციონალისტური და მემარჯვენე-ისლამურ წრეებს შორის და ხელს უწყობდა თურქულ-ისლამური სინთეზის იდეოლოგიას.[17]

1980 წლის 27 მაისს, პარტიის ლიდერის მოადგილე და ყოფილი მინისტრი გიუნ საზაქი, მარქსისტულ-ლენინურმა ტერორისტულმა ჯგუფმა მემერცხენე რევოლუციონერებმა (თურქ. devrimci Sol ან Dev Sol) თავისი სახლის წინ მოკლეს.[18]

1980 წლის 12 სექტემბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელსაც გენერალი ქენან ევრენი ხელმძღვანელობდა, ყველა სხვა აქტიური პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ნაციონალისტური პარტიაც აიკრძალა, ხოლო პარტიის ბევრი წამყვანი წევრი დააპატიმრეს. პარტიის წევრთა უმეტესობა შეუერთდა ნეოლიბერალურ სამშობლოს პარტიას ან სხვადასხვა ისლამისტურ პარტიებს. პარტიის წევრმა (აგაი ოქტაი გიუნერი) აღნიშნა, რომ პარტიის იდეოლოგია ხელისუფლებაში იყო, ხოლო მისი წევრები ციხეში.

გადატრიალების შემდეგ

რედაქტირება

1983 წელს, პარტიამ სახელწოდებით „კონსერვატიული პარტია“ (თურქ. Muhafazakar Parti) დაიწყო თავისი არსებობა. 1985 წელს, პარტიამ სახელი შეიცვალა და გახდა „ეროვნული ლეიბორისტული პარტია“ (თურქ. Milliyetçi Çalışma Partisi), ხოლო 1992 წელს, დაიბრუნა თავისი თავდაპირველი სახელი.[19] 1993 წელს, მუჰსინ იაზიჩიოღლუ და პარტიის სხვა ხუთი წევრი გამოეყო პარტიას და დააარსეს „დიდი ერთობის კავშირი“, რომელიც ისლამისტური პარტია გახდა.[19]

იდეოლოგია

რედაქტირება

პარტია ფასდება, როგორც ნეოფაშისტური პარტია,[20] რომელიც დაკავშირებულია ექსტრემისტულ და ძალადობრივ ძალებთან.[21] 1990-იანი წლებიდან, დევლეთ ბაჰჩელის ხელმძღვანელობით, პარტიამ თანდათან შეცვალა თავისი იდეოლოგია და პროგრამა, როდესაც ეთნიკური ნაციონალიზმიდან, კულტურულინაციონალიზმზე და კონსერვატიზმზე გადავიდა და აქცენტი გააკეთა თურქეთის სახელმწიფოს ერთიანობაზე. აღსანიშნავია, რომ პარტია გადავიდა მკაცრი, ქემალისტური სტილის სეკულარიზმიდან, უფრო პრო-ისლამურ პოზიციაზე, და ყოველ შემთხვევაში საჯარო განცხადებებში, ემხრობა საპარლამენტო დემოკრატიას. ზოგიერთი მეცნიერი დაეჭვებულია პარტიის გულწრფელობასა და სანდოობაში, და ფიქრობენ, რომ პარტია კვლავ აგრძელებს ფაშისტურ იდეოლოგიას, უფრო ზომიერი და პრო-დემოკრატიული ფასადით. მიუხედავად ამისა, ნმპ-ს ზომიერმა პოზიციამ, გაზარდა პარტიის ამომრჩევლები და იგი გახდა ქვეყნის მესამე ძლიერი პარტია,[22] რომელიც 2007 წლიდან მუდმივად წარმოდგენილია ეროვნულ ასამბლეაში.

ქურთული პარტიის ოპონირება

რედაქტირება

იდეოლოგიური განსხვავებების გამო, ნმპ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნებისმიერი ფორმით დიალოგს მემარცხენე ქურთული ეროვნული „ხალხების დემოკრატიულ პარტიასთან“ (HDP). ამის მაგალითია ის ფაქტი, რომ 2015 წლის ივნისს-ივლისში პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნების დროს, მას შემდეგ, რაც HDP გამოაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერენ რესპუბლიკური პარტიის (CHP) კანდიდატ დენიზ ბაიქალს, ნმპ-მ გამოაცხადა, რომ არცერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს და ცარიელი ბიულეტენები ჩაყარეს ურნაში. ნმპ-მ ასევე გამორიცხა რაიმე პერსპექტივა კოალიციური მთავრობისა, სადაც შესული იქნება HDP-ს წევრებიც, ბაჰჩელიმ ასევე უარი განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერის ქემალ ქილიჩდაროღლუს შემოთავაზებაზე, რომელიც მას ასეთ კოალიციაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას სთავაზობდა.[23] ნმპ-ს ლიდერის მოადგილემ, ჯელალ ადანმა განაცხადა, რომ თუნდაც მათი პარტიის სახელის ხსენება იგივე ტექსტში HDP-სთან ერთად, ჩაითვლება ნმპ-სთვის შეურაცყოფად.[24]

2015 წლის სექტემბრის დასაწყისში, ნმპ-მ და HDP-მ, ორივე პარტიამ დროებითი მთავრობის წინააღმდეგ ხმა მისცა, რამაც ვარაუდი გააჩინა, რომ ნმპ-მ HDP-ს მიმართ თავისი ხისტი პოლიტიკა შეასუსტა.[25] თუმცა, სემიჰ იალჩინმა უარყო რაიმე ცნებები ალიანსის შესახებ, ორ პარტიას შორის და დასძინა,

 
„გაფუჭებული საათიც დღეში მაინც ერთხელ სწორად აჩვენებს დროს, HDP-მაც შეიძლება ზოგჯერ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება პარლამენტში. ხოლო ამის გამოჩენა, თითქოს ეს იყოს „MHP-HDP კოალიცია“ — არის მიზანმიმართული დივერსია“.[26]

თანამედროვე პოლიტიკური კურსი

რედაქტირება

დევლეთ ბაჰჩელის ხელმძღვანელობით პარტიამ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება. ახალმა ლიდერმა, ეთნონაციონალისტური მიზნები შეცვალა გეოპოლიტიკურ და სოციალურ მოტივებზე.[27] კომუნიზმის კრახთან ერთად, ობიექტურად შემცირდა ანტიკომუნიზმთან ბრძოლის მნიშვნელობა. პირველ რიგში, მთავარი აქცენტი ეთმობა ეროვნულ ერთობასა და ერთიანობას, ასევე თურქული კულტურის შენარჩუნებას. აღსანიშნავია, რომ ბაჰჩელი სკეპტიკურად უყურებს თურქეთის გაწევრიანებას ევროკავშირში, ასევე მტკიცედ ეწინააღმდეგება პირველ რიგში თურქული სეპარატიზმის გამოვლინებას. 1999 წელს თებერვალში, თურქეთის სპეცსამსახურების მიერ აბდულა ოჯალანის დაკავების შემდეგ, ბაჰჩელიმ პარტიის სახელით, მოითხოვა ოჯალანის სიკვდილით დასჯა.[28]

ნმპ მხარს უჭერს აზერბაიჯანს სომხეთთან დაპირისპირებაში და გმობს ანკარის ყველა კონტაქტს ერევანთან.[29] რიგი წყაროების თანახმად, ნმპ და რუხი მგლები მხარს უჭერდნენ ჯოხარ დუდაევს და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლეებს. იჩქერიის გერბზე, სადაც გამოსახული იყო მგელი, ამ ორგანიზაციის წევრების მიერ იყო შეთავაზებული დუდაევისათის, რომელიც ვიზიტით იყო ჩრდილოეთ კვიპროსში.

დაპირისპირება

რედაქტირება

2015 წლის ივლისში, როდესაც ჩინეთში მიმდინარეობდა უიღურების მიმართ რეპრესიები, ნმპ-ს გასამხედროებულმა ფრთა, კერძოდ რუხი მგლების აქტივისტები სულთანაჰმედის მოედანზე თავს დაესხნენ სამხრეთ კორეელ ტურისტებს.[30] თურქ მიმომხილველთან აჰმეთ ჰაქანთან ინტერვიუში, ნმპ-ს ლიდერმა დევლეთ ბაჰჩელიმ დაიცვა შეტევაში ბრალდებულები და განაცხადა,[31] რომ „ისინი ახალგაზრდა ბავშვები არიან. შესაძლებელია ისინი პროვოკაციას აყვნენ. პლიუს, როგორ აპირებთ განასხვაოთ კორეელები და ჩინელები? ორივეს ერთნაირი წვრილი თვალები აქვთ.“[32] ბაჰჩელი ეს განცხადება შეფასდა, როგორც რასისტული, ხოლო რუხი მგლების სტამბოლის ოფისში ჩამოკიდებულმა ბანერმა „ჩვენ გვწყურია ჩინელების სისხლი“, გამოიწვია დიდი ხმაური როგორც თურქულ, ისე საერთაშორისო მედიაში.[32]

პარტიის ლიდერები

რედაქტირება
# ლიდერი
(დაიბადა–გარდაიცვალა)
სურათი საარჩევნო ოლქი დაიკავა დატოვა
1 ალფარსლან თურქეში
(1917–1997)
ანკარა (1965)
ადანა (1969, 1973, 1977)
იოზგათი (1991)
8 თებერვალი 1969 4 აპრილი 1997
მუჰუთინ ჩოლაკი (მ/შ) 5 აპრილი 1997 6 ივლისი 1997
2 დევლეთ ბაჰჩელი
(1948– )
 
ოსმანიე (1999, 2007, 2011, ივნ/ნოემ. 2015)
6 ივლისი 1997 მიმდინარე

პარტია დღეს

რედაქტირება

დევლეთ ბაჰჩელის ხელმძღვანელობით, პარტიას პარლამენტში 40 დეპუტატი ჰყავს,[33] სამი მათგანი ქალია. პარტია თავის ულტრანაციონალისტური ისტორიისგან თავი შორს უჭირავს, ასევე პარტია თავის წევრებისგან მოითხოვს, რომ ისინი შორს იდგნენ „ეთნიკური პოლიტიკისგან“.[34]

არსებობს პარტიაში დევლეთ ბაჰჩელის წინააღმდეგ ოპოზიციური ჯგუფიც, რომლის წევრებია: მერალ აქშენერი, ქორაი აიდინი, იუმით იოზდაღი, სინან ოღანი.[35] ოპოზიცია ცდილობს ჩაატაროს ყრილობა და აირჩიოს პარტიის ახალი ლიდერი. თუმცა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ცდილობს თავიდან აიცილოს ყრილობა, იმის გამო, რომ შესაძლებელია მისი დამარცხება შემდეგ არჩევნებში, თუ ნმპ აირჩევს ახალ ლიდერს.

საარჩევნო შედეგები

რედაქტირება

საპარლამენტო

რედაქტირება
 
პარტიის დროშები ადგილობრივი არჩევნების წინ, შილე, სტამბოლი, 2009 წლის მარტი.
 
ნმპ-ს წინასაარჩევნო მიტინგი ანკარაში, 2015 წლის მაისი.
თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა
არჩევნების თარიღი პარტიის ლიდერი მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტული რაოდენობა დეპუტატთა რაოდენობა
1969 ალფარსლან თურქეში 274,225 3.02%
1 / 450
1973 ალფარსლან თურქეში 362,208 3.38%
3 / 450
1977 ალფარსლან თურქეში 951,544 6.42%
16 / 450
1995[36] ალფარსლან თურქეში 2,301,343 8.18%
0 / 550
1999[37] დევლეთ ბაჰჩელი 5,606,634 17.98%
129 / 550
2002[38] დევლეთ ბაჰჩელი 2,629,808 8.35%
0 / 550
2007[39] დევლეთ ბაჰჩელი 5,001,869 14.27%
71 / 550
2011[40] დევლეთ ბაჰჩელი 5,585,513 13.01%
53 / 550
ივნისი 2015 დევლეთ ბაჰჩელი 7,516,480 16.29%
80 / 550
ნოემბერი 2015 დევლეთ ბაჰჩელი 5,599,600 11.90%
40 / 550

სენატის არჩევნები

რედაქტირება
რესპუბლიკის სენატი (1960–1980)
არჩევნების თარიღი პარტიის ლიდერი მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტული რაოდენობა სენატორების რაოდენობა
1973 ალფარსლან თურქეში 114,662 2,7%
0 / 52
1975 ალფარსლან თურქეში 170,357 3,2%
0 / 54
1977 ალფარსლან თურქეში 326,967 6,8%
0 / 50
1979 ალფარსლან თურქეში 312,241 6,1%
1 / 50

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

რედაქტირება
არჩევნების თარიღი პარტიის ლიდერი მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტული რაოდენობა გამგებლების რაოდენობა
1973 ალფარსლან თურქეში 133,089 1,33% 5
1977 ალფარსლან თურქეში 819,136 6,62% 55
1994 ალფარსლან თურქეში 2,239,117 7,95% 118
1999 დევლეთ ბაჰჩელი 5,401,597 17,17% 499
2004 დევლეთ ბაჰჩელი 3,372,249 10,45% 247
2009 დევლეთ ბაჰჩელი 6,386,279 15,97% 484
2014 დევლეთ ბაჰჩელი 7,399,119 17.82% 166

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Arıkan, E. Burak (1999). The Programme of the Nationalist Action Party: An Iron Hand in a Velvet Glove?. Frank Cass, გვ. 120–134. 
  • Arıkan, Ekin Burak (2012). Turkish extreme right in office: whither democracy and democratization?. Routledge, გვ. 225–238. 
  • Başkan, Filiz (January 2006). „Globalization and Nationalism: The Nationalist Action Party of Turkey“. Nationalism and Ethnic Politics. 12 (1): 83–105. doi:10.1080/13537110500503877.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 (2004) Nationalism, Ethnicity, and Identity: Cross National and Comparative Perspectives. Transaction Secularism Publishers, გვ. 252. ISBN 9781412829366. „..the nationalist-fascist Turkish National Movement Party (MHP).“ 
  2. „MHP to start rallies against Kurdish initiative on Dec. 13“. Today's Zaman. 4 December 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 4 January 2015.
  3. Abadan-Unat, Nermin (2011) Turks in Europe: From Guest Worker to Transnational Citizen. New York: Berghahn Books, გვ. 19. ISBN 9781845454258. „...the fascist Nationalist Movement Party...“ 
  4. Euroscepticism: Party Ideology Meets Strategy.
  5. Liza Mügge (20 April 1999). „Brussels Calling: The European organisation of migrants from Turkey“, Turkish far right on the rise, Migration and Organized Civil Society: news. ციტირების თარიღი: 29 August 2014. 
  6. Avcı, Gamze (September 2011). „The Nationalist Movement Party's euroscepticism: party ideology meets strategy“. South European Society and Politics, special issue: Part II. Turkey and the European Union: Accession and Reform. Taylor and Francis. 16 (3): 435–447. doi:10.1080/13608746.2011.598359.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) Pdf. დაარქივებული 2014-05-21 საიტზე Wayback Machine.
  7. Çınar, Alev (2002). „The Nationalist Action Party: Representing the State, the Nation or the Nationalists?“, რედ. Barry Rubin & Metin Heper: Political Parties in Turkey. London: Routledge, გვ. 25. ISBN 0714652741. 
  8. Huggler, Justin (20 April 1999). „Turkish far right on the rise“. The Independent. ციტირების თარიღი: 21 May 2014.
  9. Arıkan, E. Burak (July 2002). „Turkish ultra–nationalists under review: a study of the Nationalist Action Party“. Nations and Nationalism. Association for the Study of Ethnicity and Nationalism. 8 (3): 357–375. doi:10.1111/1469-8219.00055.
  10. Butler, Daren (21 May 2011). „Pre-election resignations rock Turkish far right“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 21 May 2014.
  11. Milliyetçi Hareket Partisi. Party files. T.C. Yargıtay Cumhuriyet Başsavcısı (Office of the Prosecutor at the Court of Cassation of the Turkish Republic) (16 December 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი 2017.
  12. Sirin, Veli. The Real Erdogan. Gatestone Institute (13 May 2013). ციტატა: „...the fascist Nationalist Action Party or MHP, known as the Grey Wolves, from the title of its paramilitary branch.“
  13. Biz Kimiz? – Ahmet Şefki Kuzulu - Ülkü Ocakları Eğitim ve Kültür Vakfı.
  14. Levent Gök: MHP'nin, AKP'ye can simidi olduğuna herkes tanık oldu (30 July 2015).
  15. Desmond Fernandes and Iskender Ozden (Spring 2001). „United States and NATO inspired 'psychological warfare operations' against the 'Kurdish communist threat' in Turkey“ (PDF). Variant. 2 (12): 10–16. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2009-03-05. ციტირების თარიღი: 2017-02-08.
  16. Değer, M. Emin (1978). CIA, Kontrgerilla ve Türkiye (Turkish). Ankara: Kendi Yayını, გვ. 119. „MHP lideri Türkeş, Ülkü Ocaklarını meşru müdafaa yaptığını söyler. Ülkü Ocakları Genel Başkanı da, 'bizim istihbarat örgütümüz devletin örgütünden güçlüdür' demektedir.“  Quoted in „Susurluk'ta bütün yollar, devlete uğrayarak CIA'ya çıkar“. Kurtuluş Yolu (Turkish). 4 (39). 2008-09-19. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-19. ციტირების თარიღი: 2008-11-04.
  17. Arıkan, E. Burak (1999). The Programme of the Nationalist Action Party: An Iron Hand in a Velvet Glove?. Frank Cass, გვ. 122–125. 
  18. „MİT'ten 1 Mayıs ve Gün Sazak yanıtı“. Hürriyet (Turkish). 2013-01-16. ციტირების თარიღი: 2014-02-11.
  19. 19.0 19.1 https://web.archive.org/web/20100817200019/http://www.mhp.org.tr/mhp_tarihce.php
  20. Jacoby, Tim (2012). Fascism, Civility and the Crisis of the Turkish State. Routledge, გვ. 112. 
  21. Sullivan, Colleen (2011). Grey Wolves, Second, Sage, გვ. 236. 
  22. Davies, Peter; Jackson, Paul (2008) The Far Right in Europe: An Encyclopedia. Greenwood, გვ. 358. 
  23. Kılıçdaroğlu'ndan Bahçeli'ye: AKP'nin koltuk değnekçisi!.
  24. 'Partimiz ile HDP'nin aynı cümle içinde kullanılmasını bile zul sayarız'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-17. ციტირების თარიღი: 2017-02-09.
  25. CHP, MHP ve HDP aynı oyu verdi, TBMM'de yemin krizi çıktı.
  26. MHP'den HDP ile ilgili 'ittifak' açıklaması.
  27. «TÜRK MİLLİYETÇİLERİ YAŞANAN GELİŞMELER KARŞISINDA HER ZAMANKİNDEN DAHA UYANIK OLMAK MECBURİYETİNDEDİR.». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-27. ციტირების თარიღი: 2017-02-10.
  28. Portre: Devlet Bahçeli. Kürsüden atılan ip. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-27. ციტირების თარიღი: 2017-02-10.
  29. Бахчели: Руки человека, которого поздравил Гюль, обагрены кровью жертв Ходжалы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-11. ციტირების თარიღი: 2017-02-10.
  30. Koreans and Chinese 'both have slanted eyes,’ Turkey’s nationalist leader says over attacks on tourists. Hürriyet Daily News (6 July 2015). ციტირების თარიღი: 24 November 2015.
  31. Ahmet Hakan. (8 July 2015) Koreans and Chinese 'both have slanted eyes,’ Turkey’s nationalist leader says over attacks on tourists. Hürriyet Daily News. ციტირების თარიღი: 24 November 2015.
  32. 32.0 32.1 Pinar Tremblay. (20 July 2015) Attacks on Chinese escalate in Turkey. Al Monitor. ციტირების თარიღი: 24 November 2015.
  33. SEÇİM SONUÇLARI - 2015 genel seçim sonuçları.
  34. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-27. ციტირების თარიღი: 2017-02-10.
  35. This woman may be biggest opposition to Erdogan (26 May 2016).
  36. https://web.archive.org/web/20110723024542/http://www.belgenet.net/ayrinti.php?yil_id=12
  37. https://web.archive.org/web/20110720033123/http://www.belgenet.net/ayrinti.php?yil_id=13
  38. https://web.archive.org/web/20110723024612/http://www.belgenet.net/ayrinti.php?yil_id=14
  39. https://web.archive.org/web/20110720033159/http://www.belgenet.net/ayrinti.php?yil_id=15
  40. T.C. Yüksek Seçim Kurulu Başkanlığı (Supreme Election Board)