სეით დევდარიანი

(გადამისამართდა გვერდიდან დევდარიანი, სეით)

სეით (სეიდ) სარდიონის ძე დევდარიანი (დ. 1879 — გ. 21 სექტემბერი, 1937, თბილისი) — ქართველი ფილოსოფოსი, მარქსისტი. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატი (1919–1921). სიკვდილით დასაჯეს სტალინური დიდი წმენდის დროს.

სეით დევდარიანი

სეით დევდარიანი 1920 წელს
დაბადების თარიღი 1879
ქუთაისი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 21 სექტემბერი, 1937
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სასულიერო სემინარია
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია

ბიოგრაფია

რედაქტირება

1898 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სწავლის პერიოდში დაუახლოვდა თანაკლასელ იოსებ ჯუღაშვილს, რომელთანაც ერთ სახლში ცხოვრობდა. სწორედ დევდარიანმა მიიყვანა სსრკ-ის მომავალი ლიდერი სოციალ-დემოკრატიულ გაერთიანება „მესამე დასში“. 1900 წელს გაწევრიანდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიაში. 1906–1907 წლებში მან პირადად გადაარჩინა სტალინი დაპატიმრებას და თავშესაფარი მისცა იმერეთში, მშობლიურ სახლში. აქტიურად იყო ჩართული სოციალ-დემოკრატიულ პრესაში, წერდა ფილოსოფიურ და პოლიტიკურ სტატიებს. 1917 წლის რუსეთის რევოლუციის დროს იგი მეთაურობდა მენშევიკებს ხარკოვში. ამის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის შემდეგ, სეით დევდარიანი ჩაერთო ანტი-საბჭოთა ოპოზიციაში. 1921–1924 წლებში იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის იატაკქვეშა ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე, 1922–1924 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის იატაკქვეშა კომიტეტის წევრი. 1937 წელს დააპატიმრეს თბილისში და სიკვდილით დასაჯეს.[1]

სეით დევდარიანი რამდენიმე ფილოსოფიური ნაშრომის ავტორი იყო, მათ შორის საქართველოს ისტორიის სამტომეულისა, რომელიც მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ დაიკარგა. შემორჩა მხოლოდ ერთი თავი, რომელიც ეხება XVIII საუკუნის კათალიკოსს — ანტონ I-ს, გამოქვეყნდა 1989 წელს.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ურუშაძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 356.
  • Девдариани С. С. Ответ Ной Жордания. (К спору о независимости Грузии). Тифлис. Советский Кавказ. 1924 г. 52с.
  • Корнилов В. В. — Донецко-Криворожская республика.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Rayfield, Donald (2004), Stalin and His Hangmen: An Authoritative Portrait of a Tyrant and Those Who Served Him, p. 49. Viking Press, ISBN 0-670-91088-0
  2. Rayfield, Donald (2000), The Literature of Georgia: A History, p. 297. Routledge, ISBN 0-7007-1163-5.