დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების სია
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი შედის კახეთის მხარის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.[1] მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.
მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.[2]
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 1 ქალაქი, 13 ტერიტორიული ორგანო და 15 სოფელი. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან არბოშიკის, არხილოსკალოს, გამარჯვების, ზემო მაჩხაანის, ზემო ქედის, მირზაანის, ოზაანის, საბათლოს, სამთაწყაროს, სამრეკლოს, ფიროსმანის, ქვემო ქედისა და ხორნაბუჯის ადმინისტრაციულ ერთეულებში.[3]
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ფართობია 2532 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 21 221 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა 8,4 კაცი.[3] მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი დედოფლისწყარო. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის ხორნაბუჯი (2095 ადამიანი), დედოფლისწყაროდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი საბათლო (70 კმ.).
სოფლების სია
რედაქტირებასახელწოდება | ფოტო | მოსახლეობა (2014)[3] | ტერიტორიული ორგანო |
მანძილი დედოფლისწყაროდან (კმ) | ||
---|---|---|---|---|---|---|
სულ | კაცი | ქალი | ||||
არბოშიკი | 1138 | 536 | 602 | არბოშკის ტერიტორიული ორგანო | 23 | |
არხილოსკალო | 980 | 490 | 490 | არხილოსკალოს ტერიტორიული ორგანო | 35 | |
გამარჯვება | 1010 | 481 | 529 | გამარჯვების ტერიტორიული ორგანო | 12 | |
ზემო მაჩხაანი | 1826 | 885 | 941 | ზემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანო | 22 | |
ზემო ქედი | 1826 | 892 | 934 | ზემო ქედის ტერიტორიული ორგანო | 30 | |
თავწყარო | 80 | 42 | 38 | ოზაანის ტერიტორიული ორგანო | 20 | |
მირზაანი | 433 | 198 | 235 | მირზაანის ტერიტორიული ორგანო | 22 | |
ოზაანი | 833 | 403 | 430 | ოზაანის ტერიტორიული ორგანო | 18 | |
საბათლო | 391 | 196 | 195 | საბათლოს ტერიტორიული ორგანო | 70 | |
სამრეკლო | 1786 | 869 | 917 | სამრეკლოს ტერიტორიული ორგანო | 2 | |
სამთაწყარო | 1037 | 530 | 507 | სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანო | 48 | |
ფიროსმანი | 569 | 295 | 274 | ფიროსმანის ტერიტორიული ორგანო | 48 | |
ქვემო ქედი | 1153 | 584 | 569 | ქვემო ქედის ტერიტორიული ორგანო | 41 | |
ჭოეთი | 124 | 58 | 66 | ხორნაბუჯის ტერიტორიული ორგანო | 7 | |
ხორნაბუჯი | 2095 | 978 | 1117 | ხორნაბუჯის ტერიტორიული ორგანო | 2 |
რუკა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს ორგანული კანონი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 2.2. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-26. ციტირების თარიღი: 2024-01-27.
- ↑ საქართველოს ორგანული კანონი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 4.4. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-26. ციტირების თარიღი: 2024-01-27.
- ↑ 3.0 3.1 3.2 2014 წლის აღწერის ძირითადი შედეგები