დარაქოი
დარაქოი, დარაკოვი — სოფელი საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფ. დარაქოი).[1]
სოფელი | |
---|---|
დარაქოი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წალკის მუნიციპალიტეტი |
თემი | დარაქოი |
კოორდინატები | 41°36′25″ ჩ. გ. 43°57′26″ ა. გ. / 41.60694° ჩ. გ. 43.95722° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1520 მ |
მოსახლეობა | 588[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 99 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს წალკის ქვაბულში, მდინარე ქციის მარცხენა ნაპირზე, წალკის წყალსაცავის შესართავთან, ზღვის დონიდან 1540 მ., წალკიდან 12 კმ. მოსახლეობა: 588 მცხოვრები (2014 წლის აღწერით).
ისტორია
რედაქტირებადარაქოის ტერიტორია დასახლებული იყო ბრინჯაოს, ადრეანტიკურ, ადრინდელ, შუა და გვიან ფეოდალურ ხანაში, რაზეც მიუთითებს გვიან გადაკეთებული ეკლესიის არქიტექტურული დეტალები და ძველი სასაფლაოს ნაშთები. სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, წმ. გიორგის ეკლესიის გარშემო მდებარეობს შუა საუკუნეების ნასოფლარი ფარეხა. აქვე სასაფლაოზე ყოფილა ადამიანებისა და საოჯახო ინვენტარის გამოსახულებით შემკული საფლავის ქვები, ოთხ ფილაზე კი ქართული წარწერები იყო შემორჩენილი. ეკლესიაზე ყოფილა ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავის ქართული ასომთავრული წარწერა, რომლის კვალი აღარ ჩანს:
ქრონიკონი იყო ს̂ობ. წ(მიდ)ისაჲთა. მადლითა და შეწევნითა წ(მიდ)ისა ღ(მრ)თის\მშობელი[ს](ა)ჲთა აღაშე(ნე)ს ათორმ(ე)ტი ფო(ჳ)ძე და წ(მიდა)ჲ ესე ე[კ]ლესიაჲ სალოცველად სო(ჳ)ლდიდებო(ჳ)ლ[ი]სა დიდ[ი]სა, ე(რისთავთ)-ე(რისთავი)სა ლ(ი)პ(არი)ტ(ისა)თჳს, <მ(ა)მ(ი)სა მ(ა)თ>ისა და სო(ჳ)ლკო(ჳ)რთხეო(ჳ)ლ\[თა] ე(რისთავთ)-ე(რისთავ)თ<ა, შვი>ლთა და <მომავა>ლთა მათთათჳს, საო(ჳ)კო(ჳ)\ნო[დ-მცა არს ჴსენებაჲ სო(ჳ)ლ]თაჲ მათი. აღ[ე]<შ>[ე]\ნა ზე<ობასა> ძისა მათისა, დიდისა და ყ(ოვ)ლისა აღმოსა\ვლეთისა წინამძღო(ჳ)რისა, ე(რისთავთ)-ე(რისთა)ვისა ლ(ი)პ(არი)ტ პროტატისასა.[2]
სოფლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 1.5 კმ-ის დაცილებით სოფ. წინწყაროსაკენ მიმავალი გზის პირას კიდევ ერთი ნასოფლარია, რომელიც შესაძლოა შუა საუკუნეების სოფელი გველფარეხა იყოს (გ. ნარიმანიშვილი). 1721 წლის აღწერით გველფარეხაში ითვლებოდა 1 მებატონე (შაჰნავაზხანი), 8 გამომღები და 2 ბოგანო ყმა. დარაქოის აღმოსავლეთით, დაახლ. 400 მ-ზე, წინწყაროს გზაზე, მდ. ქციის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიციამ 2008 წელს გათხარა ადრეანტიკური ხანის ე. წ. დარაქოის ნამოსახლარი, რომელიც 2,5 ჰექტარზეა გაშენებული. გაითხარა მხოლოდ 300 კვ.მ. ფართობი, სადაც 9 სახლი, 20 სამეურნეო ორმო და 2 ხარო გამოვლინდა.
XIX საუკუნეში სოფელში დასახლდნენ სომხები. საბჭოთა პერიოდში სოფელი შედიოდა წინწყაროს სასოფლო საბჭოში. მოქმედებდა ედიქილისას მერძევეობა-მეკარტოფილეობის მეურნეობა.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 814[3] | ||
2014[1] | 588 | 300 | 288 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 379.;
- ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.;
- დარაქოის ნამოსახლარი და სამხრეთ კავკასიის აქემენიდური ხანის ისტორიის ზოგიერთი საკითხი / გოდერძი ნარიმანიშვილი // იბერია-კოლხეთი : საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი / საქართველოს ეროვნული მუზეუმი. - თბილისი, 2009. - ISSN 1512-4207. - №5. - გვ.94-125;
- თრიალეთი : კულტურულ - ისტორიული მემკვიდრეობა, უძველესი წყაროები და კვლევის პერსპექტივები / გ. ნარიმანიშვილი, ნ. შანშაშვილი, მ. კვაჭაძე ; საქართველოს ეროვნული მუზეუმი. - თბილისი, 2018. - ISBN 9789941279652.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ Corpus of Georgian Inscriptions Item: 62, SSM Number: 522. TITUS Project.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.