ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბოგანო — გლეხთა კატეგორია ფეოდალურ საქართველოში. ბოგანოდ ითვლებოდა უვენახო, მცირემიწიანი, ეკონომიურად ხელმოკლე გლეხი. ამის გამო იგი არ იხდიდა ძირითად საბატონო გადასახადებს ღალასა და კულუხს, მაგრამ ყოველგვარი ვალდებულებიდაგან თავისუფალი მაინც არ იყო - იხდიდა საურს, თუმცა ნაკლებს, ვიდრე მკვიდრი გლეხი (მკვიდრი - 12 შაურს, ბოგანო - 2 შაურს), ევალებოდა ლაშქარ-ნადირობაში მონაწილეობა და სხვა.

ბოგანო გლეხთა კატეგორია წარმოიქმნა მონღოლთა ბატონობის მძიმე ხანაში გლეხების აყრა-გაქცევის, მიწისაგან მათი მოწყვეტის შედეგად. ბოგანოდ შეიძლებოდა ქცეულიყო გაღარიბებული მკვიდრი ყმაც. მეორე მხრით, ბოგანო გლეხიც შეიძლებოდა მკვიდრ ყმა გლეხთა კატეგორიაში გადასულიყო, თუ მებატონე მიწას და ვენახს მისცემდა და ძირითადად საბატონო გადასახადებს დააკისრებდა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ბოგანო გლეხები მიწებს საღალედ და ქირით იღებდნენ. 1861 წელს საგლეხო რეფორმის შედეგად ბოგანო გლეხთა კატეგორია მოისპო.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბოგანო“-დან