კულუხი
კულუხი — გლეხის ვენახზე დაწესებული ფეოდალური გადასახადი, იხდიდნენ ღვინით. კულუხის გადაკვეთა ხდებოდა ვენახის ფართობის, მოსავლის ან გლეხის შეძლების მიხედვით და მერყეობდა მოსავლის 1/2-იდან 1/10-მდე. XIX საუკუნის დასაწყისიდან გახშირდა კულუხის კომუტაციის შემთხვევები, განსაკუთრებით სახელმწიფო გლეხებში. მიწის ფეოდალური საკუთრების მოშლასთან ერთად კულუხმა არსებობა შეწყვიტა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 70.