დანიელ გოტლიბ მესერშმიდტი
დანიელ გოტლიბ მესერშმიდტი (გერმ. Daniel Gottlieb Messerschmidt დ. 16 სექტემბერი, 1685, დანციგი — გ. 25 მარტი, 1735, სანქტ-პეტერბურგი) — გერმანელი ბუნებისმეტყველი, მოგზაური, მედიკოსი და ბოტანიკოსი. ციმბირის ცნობილი მკვლევარი. ქალაქ ჰალეში დაამთავრა სამედიცინო ფაკულტეტი. 1713 წელს სადოქტორო ხარისხი მიენიჭა და ქალაქ დანციგში მედიცინით დაკავდა. განათლება ჰქონდა მიღებული ისტორიაში, გეოგრაფიაში, არქეოლოგიაში და სხვა დარგებში, რის გამოც 1716 წელს პეტრე I-მა იგი სამუშაოდ ქალაქ სანქტ-პეტერბურგში გამოიძახა. რუსეთში ყოფნისას მესერშმიდტმა გააფორმა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მას ევალებოდა გეოგრაფიული, ისტორიული, ფილოლოგიური, სამედიცინო (მათ შორის სამკურნალო მცენარეების, ეპიდემიური დაავადებების) გამოკვლევების ჩატარება ციმბირის ტერიტორიაზე. შეისწავლა ტერიტორია მდინარე არგუნიდან დაწყებული ბაიკალის ტბამდე დამთავრებული. საბუნებისმეტყველო გამოკვლევების გარდა იგი დაკავებული იყო აგრეთვე საერთოდ ციმბირის ხალხისა და ძეგლების აღწერით. მისი სამეცნიერო შრომები მეტად მნიშვნელოვანია. იგი აგროვებდა მცენარეებს, ყოველ მნიშვნელოვან ადგილზე ადგენდა პოლუსის სიმაღლესა და რუკებს და სხვ. როგორც ორიენტალისტი ეძებდა მონღოლურ ხელნაწერებს, აგროვებდა ციმბირის არასლავური ენებიდან არსებულ სიტყვებს და პირველმა დადგინა მათი ისტორიული მნიშვნელობა. ავტორია არაერთი ადგილობრივი კარტოგრაფიული მასალისა, რომელთა გარკვეული ნაწილი გადანდგურდა მეცნიერებათა აკადემიაში მომხდარი ხანძრის დროს (1874).
დანიელ გოტლიბ მესერშმიდტი | |
---|---|
გერმ. Daniel Gottlieb Messerschmidt | |
დაბ. თარიღი | 16 სექტემბერი, 1685[1] |
დაბ. ადგილი | გდანსკი |
გარდ. თარიღი | 25 მარტი, 1735[2] (49 წლის) ან 1735[1] |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
მოქალაქეობა |
გერმანია რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | მკვლევარი, გეოგრაფი, კარტოგრაფი, ბოტანიკოსი და ბუნებისმეტყველი |
მუშაობის ადგილი | Aptekarsky Prikaz |
ალმა-მატერი | იენის უნივერსიტეტი და ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი |
დანიელ გოტლიბ მესერშმიდტის ანგარიში მოცემულია მის მიერ შედგენილ 10 ტომიან ნაშრომში, რომელიც ეხება ძირითადად ისტორიის, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიის, ეკონომიკის, ფლორისა და ფაუნის მნიშვენლოვან საკითხებს. მის სამოგზაურო ჟურნალში აღწერილია 149 მინერალი, 1290 მცენარის სახეობა და 260 ხერხემლიანი. გარდაიცვალა სიღარიბეში 1735 წელს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Мессершмидт, Даниил Готлиб // Гацунаев, Н. К. Географы и путешественники : краткий биографический словарь / Н. К. Гацунаев. - М. : Рипол Классик, 2001. - С. 296-298
- Пекарский П., Наука и литература в России при Петре Великом, т. 1, СПб, 1862;
- Лебедев Д. М., География в России петровского времени, М.—Л., 1950.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4