არგუნი
არგუნი — მდინარე რუსეთ-ჩინეთის საზღვარზე. მდინარე შილკასთან შეერთების შემდეგ ქმნის მდინარე ამურს. სიგრძე 1620 კმ, აუზის ფართობი 164 ათ. კმ² . სათავე დიდი ხინგანის მთებში (ჩინეთი). იქ მას ხაილარი ჰქვია. შემდეგ მიედინება ფართო ხეობაში. საზრდოობს ძირითადად წვიმის წყლით. იყინება ნოემბრის ბოლოს. ყინილძვრა — მაისში. მთავარი შენაკადებია: მარჯვენა — გენხე, ნიუერხე, მარცხენა — უროვი, ურიემკანი, გაზიმური. ნაოსნობა არარეგულარულია. არგუნი მდიდარია თევზით.
არგუნი | |
---|---|
მდინარე არგუნი | |
ქვეყანა | რუსეთი ჩინეთი |
სიგრძე | 1620 კმ |
აუზის ფართობი | 164 კმ² |
არგუნი ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 558.