დანიელე დე როსი[2][3] (იტალ. Daniele De Rossi; დ. 24 ივლისი, 1983, რომი) — იტალიელი ვეტერანი ფეხბურთელი. იყო იტალიის სერია A-ს კლუბ „რომას“ ნახევარმცველი და ვიცე-კაპიტანი, მეტსახელით მომავალი კაპიტანი (იტალ. Capitan Futuro).[4]

დანიელე დე როსი
დე როსი იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 2012 წელს.
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Daniele De Rossi[1]
დაბადების
თარიღი
24 ივლისი, 1983 (1983-07-24) (41 წლის)
დაბადების
ადგილი
რომი, იტალია
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1997–2000 ოსტია მარე
2000–2001 რომა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2001–2019 რომა 458 (43)
2019–2020 ბოკა ხუნიორსი 5 (0)
ეროვნული ნაკრები
2001 იტალია 19 წლ. 3 (2)
2002 იტალია 20 წლ. 4 (0)
2003–2004 იტალია 21 წლ. 16 (3)
2004–2017 იტალია 117 (21)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

„რომასთან“ ერთად დე როსის მოგებული აქვს იტალიის თასი ორჯერ და სუპერთასი 2007 წელს. 2006 წელს დაასახელეს სერია A-ს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და 2009 წელს — იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად.

დე როსის უთამაშია იტალიის 19 წლამდე, 20 წლამდე, 21 წლამდე და ეროვნულ ნაკრებებში. მან იტალიის ნაკრებთან ერთად მოიგო 2006 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი, ასევე მონაწილეობდა 2008 წლის ევროპის ჩემპიონტზე, 2009 წლის ფიფას კონფედერაციის თასზე და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

საკლუბო კარიერა

რედაქტირება
 
დე როსი „რომაში“

დე როსი „რომას“ შეუერთდა ოსტია მარედან, სადაც ის თამაშობდა, როგორც თავდამსხმელი, 2000 წლამდე. მისი დებიუტი რომას შემადგენლობაში შედგა 2001 წლის 10 ოქტომბერს ბელგიაში ანდერლეხტის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე. სერია A-ში მისი დებიუტი შედგა 2003 წლის 25 იანვარს „კომოს“ წინააღმდეგ. პირველი გოლი სერია A-ში გაიტანა 2003 წლის 10 მაისს ტორინოს წინააღმდეგ.

2006 წლის მარტში დე როსი შეაქო რეფერიმ მაურო ბერგონციმ სამართლიანი თამაშისთვის.[5] სერია A-ს ტურის მორიგ მატჩში რომა უგებდა მესინას (1-0), როცა დე როსიმ გაიტანა გოლი ხელით, ბერგონციამ ვერ დაინახა ეს მომენტი. დე როსიმ უთხრა რეფერის, რომ ხელით გაიტანა გოლი და არ იყო ჩასათვლელი. რომამ ის მატჩი მოიგო 2-1.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

დე როსიმ სანაკრებო კარიერა დაიწყო იტალიის ასაკობრივ ნაკრებებში. ის მონაწილეობდა ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე. იმავე წელს მიიღო მონაწილეობა 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც იტალიის ნაკრები დაეუფლა ვერცხლის მედლებს. რამდენიმე კვირაში კი დე როსი გამოიძახეს იტალიის ეროვნულ ნაკრებში. მისი დებიუტი შედგა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ (2-1), 21 წლის ასაკში.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

რედაქტირება

დე როსი იტალიის ნაკრებში თამაშობს 2006 წლიდან. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში აშშ-ს წინააღმდეგ დე როსიმ მიიღო წითელი ბარათი, ბრაიან მაკბრაიდისთვის სახეში იდაყვის ჩარტყმის გამო. მოგვიანებით დე როსიმ ჩადენილისთვის მოუბოდიშა მაკბრაიდს. დე როსიმ მიიღო ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაჯარიმდა 10,000 შვეიცარული ფრანკით.[6]

ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, დე როსიმ ითამაშა ფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ. თამაშში ჩაერთო 61-ე წუთზე თანაგუნდელ ფრანჩესკო ტოტის ნაცვლად. მან გაიტანა მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში (ძირ. დრო 1-1), რითიც დაეხმარა მის გუნდს მსოფლიო თასის დაუფლებაში.

დე როსი თამაშობდა იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2008-ს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში, გაიტანა გოლი საქართველოს ნაკრების კარში. მას გადაეცა 10-ნომრიანი მაისური ტოტის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ. ის სამ მატჩში იყო ნაკრების კაპიტანი: ორ ამხანაგურ მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ 2007 წლის 17 ოქტომბერს, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ 2008 წლის 6 თებერვალს და ევრო 2008-ს შესარჩევ მატჩში ფარერების წინააღმდეგ. ევრო 2008-ს მატჩში დე როსიმ გაიტანა საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ და გაიმარჯვა იტალიამ, ანგარიშით 2-0. ეს იყო მისი მე-5 სანაკრებო გოლი, რომელიც დაეხმარა მის გუნდს მეოთხედფინალში გასვლაში. მეოთხედფინალში ვერ გაიტანა პენალტების სერიაში ესპანეთის წინააღმდეგ, მისი დარტყმული იკერ კასილასმა მოიგერია და იტალიის ნაკრებმა წააგო 4-2. მან პირველი დუბლი ნაკრების მაისურით შეასრულა საქართველოს წინააღმდეგ, 2008 წლის 10 სექტემბერს.

2009 წლის კონფედერაციის თასი

რედაქტირება

2009 წლის კონფედერაციის თასზე, 15 ივნისს, დე როსიმ გაიტანა აშშ-ს ნაკრების კარში შორეული დარტყმით, 71-ე წუთზე. იტალიის ნაკრებმა გაიმარჯვა 3-1. მიუხედავად ამ გამარჯვებისა, იტალიის ნაკრები 3 ქულით მესამე ადგილზე გავიდა ჯგუფში და გამოეთიშა ასპარეზობას.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

რედაქტირება

დე როსიმ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა პარაგვაის ნაკრების კარში, ანგარიში გახდა 1–1.[7] მეორე მატჩში გაიტანა პენალტი ახალი ზელანდიის კარში. მატჩი დასრულდა ფრედ, 1-1.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

დე როსი არის რომას ყოფილი მოთამაშის და მწვრთნელის, ალბერტო დე როსის შვილი. დე როსი დაქორწინდა თავისი ქალიშვილის, გაიას დედაზე — ტამარა პისნოლიზე, 2006 წლის 18 მაისს. 2009 წელს დაშორდნენ ერთმანეთს.

დე როსის ორი სეზონის განმავლობაში ეცვა 27-ნომრიანი მაისური რომაში. შემდეგ გადავიდა 4-ნომრიან მაისურზე. ასევე 4-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. მისი ქალიშვილი დაიბადა 2005 წლის 16 ივნისს, ამის გამო 2005-06 წლების სეზონშა თამაშობდა 16-ნომრიანი მაისურით.

ტიტულები

რედაქტირება
გამარჯვებულები
მეორე ადგილი

საერთაშორისო ტიტულები

რედაქტირება

ინდივიდუალური

რედაქტირება
  • სერია A-ს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2006
  • იტალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2009

რეკორდები

რედაქტირება
  • რომას ყველა დროის ბომბარდირი იტალიის ნაკრებში: 10 გოლი
  • რომას ყველა დროის ყველაზე მეტი მატჩში მოთამაშე იტალიის ნაკრებში: 70 მატჩი

ტიტულები

რედაქტირება
  •  
    5th Class / Knight: Cavaliere Ordine al Merito della Repubblica Italiana: 2004[8]
  •  
    Collar of Merit Sports: Collare d'Oro al Merito Sportivo: 2006[9]
  •  
    4th Class / Official: Ufficiale Ordine al Merito della Repubblica Italiana: 2006[10]

კარიერის სტატისტიკა

რედაქტირება
2011 წლის 21 დეკემბრის მონაცემებით.

საკლუბო კარიერა

რედაქტირება
გუნდი სეზონი სერია A იტალიის თასი ევროტურნირები სხვა ჯამში
თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი
რომა სერია A, 2001–02 - - 3 0 1 0 - - 4 0
სერია A, 2002–03 4 2 2 0 - - - - 6 2
სერია A, 2003–04 17 0 4 0 6 1 - - 27 1
სერია A, 2004–05 30 2 5 1 2 1 - - 37 4
სერია A, 2005–06 34 6 4 0 7 0 - - 45 6
სერია A, 2006–07 36 2 8 2 10 2 1 0 55 6
სერია A, 2007–08 34 5 6 0 10 0 1 1 51 6
სერია A, 2008–09 33 3 2 0 7 0 1 1 43 4
სერია A, 2009–10 33 7 4 1 12 3 - - 49 11
სერია A, 2010–11 28 2 4 0 7 1 1 0 40 3
სერია A, 2011–12 16 2 - - - - - - 16 2
ჯამში 265 31 42 4 62 8 4 2 372 45

ტურნირების სტატისტიკა

რედაქტირება

საერთაშორისო კარიერა

რედაქტირება
ახალგაზრდული ნაკრები წელი საერთაშორისო ამხანაგური ჯამში გოლი
თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი
იტალია 2004 3 2 1 0 4 2 0.5
2005 5 0 5 0 10 0 0
2006 7 1 4 1 11 2 0.182
2007 5 0 1 0 6 0 0
2008 7 3 4 0 11 3 0.273
2009 8 1 1 0 9 1 0.111
2010 6 2 5 0 11 2 0.182
2011 4 0 4 0 8 0 0
ჯამში 45 9 25 1 70 10 0.143

სანაკრებო გოლები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. FIFA World Cup South Africa 2010 – List of Players (PDF). Fédération Internationale de Football Association (FIFA). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მაისი 2020. ციტირების თარიღი: 5 June 2013.
  2. FIFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-10. ციტირების თარიღი: 2012-01-07.
  3. AscotSportal.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-14. ციტირების თარიღი: 2012-01-07.
  4. UEFA.com
  5. Report from The Malaysia Star. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-10. ციტირების თარიღი: 2021-08-28.
  6. Italy's De Rossi gets four-match ban from FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-01. ციტირების თარიღი: 2012-01-07.
  7. Italy v Paraguay, BBC Sport
  8. Cavaliere Ordine al Merito della Repubblica Italiana Sig. Daniele De Rossi
  9. „Coni: Consegnati i Collari d’oro e diplomi d’onore ai campionissimi“ (Italian). Comitato Olimpico Nazionale Italiano. 23 October 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი 2007. ციტირების თარიღი: 7 October 2011.
  10. Ufficiale Ordine al Merito della Repubblica Italiana Sig. Daniele De Rossi
  11. Lega Calcio.it – De Rossi's Serie A statistics