ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დავუდ იბრაჰიმი (ინგლ. Dawood Ibrahim; 26 დეკემბერი, 1955, ბომბეი, ინდოეთი) — კრიმინალური ავტორიტეტი და ნარკომოვაჭრე მუმბაიდან ამჟამად ცხოვრობს დუბაიში და ხელმძღვანელობს D-Company– ს, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს (OCG), რომელიც დაარსდა მუმბაიში 1970 – იან წლებში.[1]

დავუდ იბრაჰიმი
Dawood Ibrahim
დაბადების თარიღი 26 დეკემბერი, 1955 (65 წლის)
მუმბაი, ინდოეთი
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
საქმიანობა ტერორისტი, განგსტერი, დამნაშავე

დავუდ იბრაჰიმი იძებნება მკვლელობის, გამოძალვის,  ნარკოტიკებით ვაჭრობის, ტერორიზმის და სხვა დანაშაულებების ბრალდებით. 2003 წელს ინდოეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებმა იგი საერთაშორისო ტერორისტად გამოაცხადეს. 1993 წელს ბომბეიში მომხდარ აფეთქებებში დავუდ იბრაჰიმის სავარაუდო მონაწილეობის  გამო დააწესეს ჯილდო 25 მილიონი აშშ დოლარი მისი დაკავებისთვის.[2][3]

2011 წელს, გამოძიების ფედერალური ბიუროს და ჟურნალ Forbes– ს მიხედვით, დავუდ იბრაჰიმმა  მსოფლიოს ათ ყველაზე ძებნილ დამნაშავეთა ათეულში მესამე ადგილი დაიკავა.[4]

ადრეული წლები

რედაქტირება

დავუდ იბრაჰიმი დაიბადა 1955 წლის 26 დეკემბერს რატნაგირის რაიონში (თანამედროვე მაჰარაშტრას შტატი)  კონკანის მუსლიმურ ოჯახში მისი მამა, იბრაჰიმ კასკარი, მუშაობდა მუმბაიში პოლიციის უფროსად, ხოლო დედა, ამინი  დიასახლისი გახლდათ. დავუდ იბრაჰიმი ცხოვრობდა დონგრის თემქარ-მოჰალას რაიონში, დადიოდა  აჰმედ სეილორის საშუალო სკოლაში, რომელიც შემდეგ მიატოვა.  1970-იან წლებში იბრაჰიმმა ძმასთან შაბირ იბრაჰიმთან ერთად ჩამოაყალიბა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი D-Company.

კრიმინალური საქმიანობა

რედაქტირება

ითვლება, რომ დავუდ იბრაჰიმი აკონტროლებს ჰავალას დიდ ნაწილს. ჰავალა არაფორმალური ფინანსური ანგარიშსწორების სისტემაა, რომელიც დაფუძნებულია ბროკერებს შორის მოთხოვნებისა და ვალდებულებების დაფარვაზე. ეს სისტემა  ძირითადად გამოიყენება შუა აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში. ინდოეთში ჰავალასთან დაკავშირებული მრავალი ოპერაცია ხორციელდება. [5]

აშშ -ს სახაზინო დეპარტამენტმა დავუდ იბრაჰიმი ტერორისტად გამოაცხადა და საერთაშორისო სანქციები დაუწესა  საგარეო აქტივების კონტროლის (FDA) მიერ, აშშ -ს ფინანსურ ინსტიტუტებს ფაქტობრივად აუკრძალა მასთან მუშაობა და მოახდინა მისი კონტროლის ქვეშ მყოფი აქტივების კონფისკაცია.  აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი აკვირდება დავუდ იბრაჰიმის საქმიანობას და ასევე აქვეყნებს ინფორმაციას, რომ მის მიერ ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი იყენებს მარშრუტებს სამხრეთ აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან კონტრაბანდის გადასაზიდად, რომლითაც ასევე სარგებლობს ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდა.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ასევე აცხადებს, რომ დავუდ იბრაჰიმის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დიდ ბრიტანეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში ნარკოტიკების ფართომასშტაბიან გადაზიდვებს ახორციელებს. გავრცელებული ინფორმაციით,  მას ჰქონდა კონტაქტი ალ-ქაიდას ლიდერ ოსამა ბინ ლადენთან. 1990 -იანი წლების ბოლოს დავუდ იბრაჰიმი ჩავიდა ავღანეთში, სადაც მიიღო მფარველობა თალიბანის ისლამური მოძრაობისგან.  D -Company-ს ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა დაისახა ინდოეთის მთავრობის დესტაბილიზაციის ამოცანა არეულობის, ტერორისტული აქტებისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ორგანიზების გზით.

2006 წელს აშშ -ს მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომ აპირებს მიმართოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მყოფ გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს  დავუდ იბრაჰიმის აქტივების გაყინვის მოთხოვნით. დავუდ იბრაჰიმი ეჭვმიტანილია ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში. 2002 წელს მან დააფინანსა გუჯარათში ლაშქარ ტაიბას  ექსტრემისტული საქმიანობა. 2006 წელს ინდოეთის მთავრობამ პაკისტანს გადასცა ქვეყნის 38  ძებნილ კრიმინალთა სია, მათ შორის  დავუდ იბრაჰიმიც იყო.

2006 წლის 21 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავუდ იბრაჰიმის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ათი წევრი დააპატიმრა მუმბაის კრიმინალურმა პოლიციამ. მათი ექსტრადირება მოხდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან . 2008 წელს India Today იტყობინებოდა, რომ დავუდ იბრაჰიმმა მოახდინა მუმბაის ტერაქტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. შემდეგ, საინფორმაციო სააგენტოებმა ინფორმაცია გაავრცელეს კრიმინალური ავტორიტეტის შირაზ ასგარ ალის მკვლელობის შესახებ ინდოეთის კრიმინალურ სამყაროში გავლენის სფეროების გადანაწილებისათვის.

2013 წელს ნეპალის მთავრობამ გაყინა დავუდ იბრაჰიმთან დაკავშირებული 224 ადამიანის და 64 ორგანიზაციის ქონება ფულის გათეთრების წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში. 2013 წელს ყოფილმა ინდოელმა კრიკეტის მოთამაშემ დილიპ ვენგსკარკარმა განაცხადა, რომ 1986 წელს დავუდ იბრაჰიმი  ინდოეთის ნაკრების წევრთა გასახდელში შევიდა  შარჯაში და თითოეულ ინდოელ მოთამაშეს შესთავაზა მანქანა, თუ ისინი დაამარცხებდნენ პაკისტანს შარჯას თასის ფინალში.

აფეთქებები მუმბაიში

რედაქტირება

ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ დავუდ იბრაჰიმმა ორგანიზება გაუკეთა 1993 წლის მარტს ბომბეიში მომხდარ აფეთქებებს. 2003 წელს ინდოეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებმა ის გამოაცხადეს საერთაშორისო ტერორისტად და ინდოეთის ვიცე -პრემიერმა ლალ კრიშნა ადვანმა ამ ფაქტს მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა. დაუდ იბრაჰიმი ამჟამად ინდოეთის ყველაზე ძებნილ კრიმინალთა სიაშია.

2017 წლის ივნისში ინდოელმა პოლიტიკოსმა და იურისტმა რამ ჯეტმალანმა დაადასტურა, რომ ბომბეიში მომხდარი აფეთქებების შემდეგ დავუდ იბრაჰიმმა მას დაურეკა ლონდონიდან და თქვა, რომ  მზად იყო ინდოეთში ჩასულიყო  და წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე   იმ პირობით, თუ მას პოლიცია არ აწამებდა... რამ ჯეტმალანმა ეს ინფორმაცია გადასცა მაჰარაშტრას გამოჩენილ პოლიტიკოსს შარად პავარს, მაგრამ ინდოეთის ხელისუფლებამ უარყო იბრაჰიმის წინადადება. როგორც რამ ჯეტმალანმა განაცხადა, დავუდ იბრაჰიმის უსაფრთხოების გარანტიებზე უარის თქმა განპირობებული იყო ინდოელი პოლიტიკოსების შიშით იმ  ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც იბრაჰიმს შეეძლო მათ შესახებ  გაემჟღავნებინა.[6]

დავუდ იბრაჰიმის ადგილსამყოფელი

რედაქტირება

ზოგიერთი ცნობით დავუდ იბრაჰიმი პაკისტანში იმყოფებოდა და შემდეგ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადავიდა საცხოვრებლად. ინდოეთის ხელისუფლების განცხადებების თანახმად, დავუდ იბრაჰიმმა გადაკვეთა ავღანეთ-პაკისტანის საზღვარი,. 2015 წლის 5 მაისს, დეპუტატმა ჰარიბაი პარტიბაი ჩაუდჰარიმ ლოკ საბჰაში (ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატა) განაცხადა, რომ დავუდ იბრაჰიმის ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. თუმცა, 2015 წლის 11 მაისს ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რაჯნათ სინგმა პარლამენტში განაცხადაა, რომ დავუდ იბრაჰიმი პაკისტანში იმყოფებოდა და მის გადაყვანას თავად  მოახდენდა ინდოეთში.

2015 წლის 22 აგვისტოს ინდურმა ტელეარხმა Times Now- მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავუდ იბრაჰიმი კარაჩიში იმყოფებოდა.[7]

2015 წლის აგვისტოში ინდოეთის მთავრობამ მოამზადა  დოსიე პაკისტანისთვის, სადაც ნათქვამია, რომ დავუდ იბრაჰიმს აქვს ცხრა საცხოვრებელი სახლი პაკისტანში და  პაკისტანის სამი  პასპორტი მოგზაურობისთვის.

2015 წლის მაისში დავუდ იბრაჰიმის სავარაუდო ქონება შეფასდა 6.7 მილიარდ აშშ დოლარად.[8][9][10]

დავუდ იბრაჰიმს ჰყავს მეუღლე მეირიბა შეიხი. 2006 წელს, მისი ქალიშვილი მაჰრუჰ იბრაჰიმი დაქორწინდა ჯუნაიდ მიანდადზე, პაკისტანელი კრიკეტის მოთამაშის ჯავიდ მიანდადის ვაჟზე. 2011 წელს, მისი 24 წლის ქალიშვილი მეჰრინი  ცოლად გაჰყვა  პაკისტანური წარმოშობის ამერიკელ აიუბს. 2011 წლის 25 სექტემბერს, მისი ვაჟიშვილი მოინი დაქორწინდა ლონდონელი ბიზნესმენის ქალიშვილ სანიზე. მისი ოჯახის რამდენიმე წევრი, მათ შორის მისი ძმა იკბალ კასკარი, ცხოვრობს მუმბაიში. [11]

პოპ კულტურაში

რედაქტირება

დავუდ იბრაჰიმი და მის მიერ ორგანიზებული D-Company  ბოლივუდის კინოინდუსტრიის დაფინანსებაში მონაწილეობდნენ. 1980-იან და 1990-იან წლებში, D-Company ბოლივუდის არაერთ კინოსტუდიას და ფილმს აფინანსებდა. იმ დროს დავუდ იბრაჰიმი ბევრ ცნობილ ადამიანთან იყო დაკავშირებული, მათ შორის სილამაზის კონკურსანტ ანიტა აიუბთან და ბოლივუდის მსახიობ მანდაკინთან. კომპანიამ აგრეთვე სახელი გაითქვა ბოლივუდის ცნობილი მოღვაწეებისგან ფულის გამოძალვით და მუქარით. D-Company -ს სახელს უკავშირდებოდა ბოლივუდის პროდიუსერების ჯავედ სიდიკისა და გულშან კუმარის მკვლელობები.[12]

D-Company-ს   საქმიანობაზე მოგვითხრობს 2002 წლის ფილმი "საზღაური ყველაფრისთვის" და მისი გაგრძელება, რომელიც გამოვიდა 2005 წელს, ასევე ფილმები "სროლა ლოკანდვალაში" (2007), "ერთხელ მუმბაიში" (2010) და "ერთხელ მუმბაიში 2" (2013) „გადაღება ვადალში“ (2013) ემყარება D-Company– ის აღმასვლის პერიოდს. ბიოგრაფიული კრიმინალური ფილმი "ჰასინა პარკარი" (2017),  გადაღებულია დავუდ იბრაჰიმის დის - ჰასინა პარკარის შესახებ.

  1. Treasury Sanctions Two Indian Nationals and a Company Based in Pakistan for Ties to the South Asian Criminal Network ‘D Company’ . www.treasury.gov. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი 2017.
  2. DAWOOD IBRAHIM KASKAR | United Nations Security Council Subsidiary Organs . www.un.org. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი 2017.
  3. Dawood Ibrahim Kaskar.
  4. «Dawood 4th 'most wanted' criminal on Forbes list». The Times of India. (29 April 2008). Retrieved 16 April 2012.
  5. Chandigarh, India — Main News. The Tribune. (31 December 2000). Retrieved 16 April 2012.
  6. Dawood Ibrahim is a global terrorist: US, Rediff.com (17 ოქტომბერი 2003). ციტირების თარიღი 10 აპრილი 2007.
  7. Dawood Ibrahim Whereabouts.
  8. "Dawood Ibrahim Will Never Face Trial In India; No Closure For Families Of Mumbai Blasts Victims". www.outlookindia.com/. Retrieved 6 August 2021.
  9. "Pakistan denies Dawood's presence on its soil". Rediff. 19 October 2007. Retrieved 23 August 2015.
  10. William C. Banks; Renée de Nevers; Mitchel B. Wallerstein (1 October 2007). Combating Terrorism: Strategies and Approaches. SAGE Publications. p. 113. ISBN 978-1-4833-7092-7.
  11. Profile: India's fugitive gangster, BBC News (12 სექტემბერი 2006).
  12. 10 Times Bollywood Actors Crossed Paths With The Underworld . ScoopWhoop (11 August 2015).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დავუდ_იბრაჰიმი“-დან