დავით თურდოსპირელი

ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე

დავით ანდუყაფარის ძე თურდოსპირელი (ნამდვილი გვარი ჩხეიძე; დ. 6 მაისი, 1888, სოფ. ვარდისუბანი, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, — გ. 23 დეკემბერი, 1948, თბილისი) — ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, მწერალ გიორგი ქუჩიშვილის ძმა.

დავით თურდოსპირელი
დაბადების თარიღი 6 მაისი, 1888(1888-05-06)
დაბადების ადგილი ვარდისუბანი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 23 დეკემბერი, 1948(1948-12-23) (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ნათესავ(ებ)ი გიორგი ქუჩიშვილი

1911 წელს დაამთავრა თბილისის გიმნაზია, 1915 წელს — კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1906 წელს ცალკე წიგნად გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა „თავისუფლების მსხვერპლნი“, 1913 წელს — ლექსებისა და ნოველების პირველი კრებული „სიმთა ქვითინი“. 1919-1921 წლებში არჩეული იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ თანამშრომლობდა საბჭოთა ქართულ პრესაში. მისი თაოსნობით 1927 წელს დაფუძნდა თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. თურდოსპირელის მოთხრობები რამდენიმეჯერ გამოიცა ცალკე წიგნად. მასვე ეკუთვნის საბავშვო ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „პირველი ბილიკები“ (1929), „საყმაწვილო მოთხრობები“ (1937), „საბავშვო მოთხრობები“ (1947).

ლიტერატურა

რედაქტირება