გრიგოლ დადიანი (პოეტი)

ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე
(გადამისამართდა გვერდიდან დადიანი, გრიგოლ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გრიგოლ დადიანი.

გრიგოლ ლევანის ძე დადიანი (ლიტერატურული ფსევდონიმი კოლხიდელი) (დ. 18 ოქტომბერი [ძვ. სტ. 6 ოქტომბერი], 1814, ზუგდიდი — გ. 19 იანვარი [ძვ. სტ. 6 იანვარი], 1902, ქუთაისი[1]), ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე. სამეგრელოს მთავრის ლევან V-ის ძე, რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი (1883).

გრიგოლ დადიანი
დაბადების თარიღი 6 (18) ოქტომბერი, 1814
დაბადების ადგილი ზუგდიდი, იმერეთის ოლქი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 6 (19) იანვარი, 1902 (87 წლის)
გარდაცვალების ადგილი ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
ფსევდონიმი კოლხიდელი
საქმიანობა პოეტი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი პაჟთა კორპუსი
ჯილდოები წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, თეთრი არწივის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი და წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი
გრიგოლ კოლხიდელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1828 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის პაჟთა კორპუსში. 1834 წლიდან პეტერბურგში მსახურობდა ჯერ ლეიბგრენადერთა, შემდეგ პრეობრაჟენსკოეს პოლკში. 1844 წელს პოლკოვნიკი გახდა. მამის გარდაცვალების შემდეგ (1845) სამეგრელოში დაბრუნდა. ყირიმის ომის (1853-1856) დროს ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ რაზმს მეთაურობდა კავკასიის ფრონტზე. 1854 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. ომის შემდეგ დაინიშნა გრენადერთა დივიზიის პირველი ბრიგადის მეთაურად. იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878) მონაწილეობისათვის მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1880 წელს სამხედრო სამსახურის 50 წლისთავზე - გენერალ-ადიუტანტის წოდება.

დადიანს ეკუთვნის ისტორიული პოემა „რუხის ბრძოლა“, რომელშიც აღწერილია მეგრელ-იმერთა ერთობლივი ბრძოლა აფხაზთა და კავკასიელ მთიელ მომხდურთა წინააღმდეგ 1780 წელს, პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე ლექსები და სხვა. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში („ცისკარი“, „ივერია“ და სხვა). „კოლხიდელის“ გარდა ზოგჯერ სხვა ფსევდონიმებითაც წერდა („იოანე გეგეჭკორი“, „მეგრელი“, „კ“, „გ. დ.“ და სხვა). წვლილი მიუძღვის იპოლიტ ბარტდინსკის მიერ „ვეფხისტრაოსნის“ თარგმნის საქმეში. მთელი თავისი ქონება და ბიბლიოთეკა დადიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა.

დაკრძალულია მარტვილის მონასტერში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მეუნარგია ი., ქართველი მწერლები, სოლ. ცაიშვილის გამოც. ტ. 1, თბ., 1954;
  • ცაიშვილი სოლ., ლიტერატურული ნარკვევები, თბ., 1962;