იპოლიტ ბარტდინსკი

იპოლიტ ბარტდინსკი (დაბადებისა და გარდაცვალების წლები უცნობია) — XIX საუკუნის 30-40-იანი წლების რუსი პოეტი, მთარგმნელი.

იპოლიტ ბარტდინსკი
საქმიანობა პოეტი და მთარგმნელი

1841—1845 წლებში თეთრი ლექსით თარგმნა „ვეფხისტყაოსნის“ 142 სტროფი. ეს იყო რუსთაველის პოემის ერთ-ერთი პირველი თარგმანი. გამოქვეყნდა 1845 წელს პეტერბურგის ჟურნალ „ილლუსტრაციაში“ (№ 6, 7) სათაურით „Тариель - Барсова кожа“. „ვეფხისტყაოსანს“ რუსი მთარგმნელი გასცნობია პეტერბურგში მყოფი ქართველი პოეტის გრიგოლ დადიანის (კოლხიდელის) დახმარებით, ხოლო თარგმნისას უსარგებლია დავით ჩუბინაშვილისეული პწკარედით.

ლიტერატურა

რედაქტირება