დაბლაგომი

(გადამისამართდა გვერდიდან დაბლა გომი)

დაბლაგომისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გომის თემის ცენტრი (სოფლები: გომმუხაყრუა, გომნატეხები, დაფნარი, დობირო, ზედა ეწერი, კორმაღალი, მთისძირი, ქვედა ეწერი).

სოფელი
დაბლაგომი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თემი გომი
კოორდინატები 42°05′58″ ჩ. გ. 42°23′15″ ა. გ. / 42.09944° ჩ. გ. 42.38750° ა. გ. / 42.09944; 42.38750
ცენტრის სიმაღლე 40
მოსახლეობა 895[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დაბლაგომი — საქართველო
დაბლაგომი
დაბლაგომი — იმერეთის მხარე
დაბლაგომი

მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, ბაღდათი-დაფნარის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 40 მეტრი, სამტრედიიდან 14 კილომეტრი. სოფელში გამოვლენილია კირის ნედლეულის საბადო. სოფლის თავზე არის ძველი ციხის ნანგრევები.

ისტორიარედაქტირება

დაბლაგომის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნასახლარი, ანტიკური ხანის სამაროვანი და ნასახლართა ნაშთები. აღმოჩენილი მასალა მოწმობს, რომ დაბლაგომი ანტიკური ხანის კოლხეთის ქალაქური ტიპის მნიშვნელოვანი სავაჭრო და სახელოსნო ცენტრი იყო. განსაკუთრებით დაწინაურებული იყო კერამიკული წარმოება. გვიან შუა საუკუნეებში სოფელი შედიოდა საჯავახოს მხარეში. სოფელში იდგა უფლის მირქმის სახელობის ეკლესია.[2]

დემოგრაფიარედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 895 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 1115 523 592
2014[1]   895 430 465

განათლებარედაქტირება

დაწყებითი სკოლა დაბლაგომში 1918 წელს გაიხსნა. 1933 წლიდან სკოლა არასრულ საშუალო, ხოლო 1994 წლიდან - საშუალო სკოლად გადაკეთდა. სკოლაში დადიან შემდეგი სოფლებიდან: საკუთრივ დაბლაგომი, კეთილაური, ცივწყალა, დაფნარი. სოფელში მოქმედებს საბავშვო ბაღი.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959;
  • Куфтин Б. А., Материалы к археологии Колхиды, т. 2, Тб., 1950;
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 245.
  • დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 140-143

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 217 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II