გუნუნგ-ლიოსერის ეროვნული პარკი

გუნუნგ-ლიოსერის ეროვნული პარკი (ინდონ. Taman Nasional Gunung Leuser)— ეროვნული პარკი ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე. ფართობი 7 927 კმ²-ია. სახელი ეწოდა აქ მდებარე მწვერვალ ლიოსერისგან (3 381 მ). ეროვნულ პარკში დაცულია მრავალი სახის ეკოსისტემა. მის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს ორანგუტანების ნაკრძალი ბუკიტ-ლავანგი. კერინჩი-სებლატისა და ბუკიტ-ბარისან-სელატანის ეროვნულ პარკებთან ერთად, იუნესკომ გუნუნგ-ლიოსერი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა საერთო სახელით — სუმატრის ტროპიკული ტყეები.

გუნუნგ-ლიოსერის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ინდონეზია, კუნძული სუმატრა
კოორდინატები 3°34′01″ ს. გ. 97°37′45″ ა. გ. / 3.56694° ს. გ. 97.62917° ა. გ. / -3.56694; 97.62917
ფართობი 7 927 კმ²
დაარსდა 1980
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1167
ინგლ.რუს.ფრ.

გუნუნგ-ლიოსერის ეროვნული პარკი 1980 წელს შეიქმნა. მისი სიგრძე 150 კმ-ია, სიგანე 100 კმ. ტერიტორიის დიდი ნაწილი მთებითაა დაფარული, 40% ზღვის დონიდან 1 500 მეტრზე მაღლა მდებარეობს.

გუნუნგ-ლიოსერი ერთ-ერთია სუმატრის იმ ორი ადგილიდან, სადაც ორანგუტანგები ბინადრობენ. სხვა ცხოველებიდან აღსანიშნავია: სუმატრის სპილო, სუმატრის ვეფხვი, სუმატრის მარტორქა, სიამანგი და ბენგალური კატა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება