სუმატრის ტროპიკული ტყეები
სუმატრის ტროპიკული ტყეები 2004 წლიდან წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს. მოიცავს კუნძულ სუმატრაზე მდებარე ინდონეზიის სამ ეროვნულ პარკს: გუნგუნ-ლიოსერს, კერინჩი-სებლატს, ბუკიტ-ბარისან-სელატანს. ძეგლს იუნესკოს ეს სტატუსი მინიჭებული აქვს კრიტერიუმებით: vii - გასაოცარი სილამზე, ix - ცნობილი მაგალითი იმისა, რომ აქ ეკოლოგიური და ბიოლოგიური პროცესები მიმდინარეობს და x - მოიცავს ბუნების ბევრ მკვიდრს ნაკრძალში.
სუმატრის ტროპიკული ტყეები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ინდონეზია |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, ix, x |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 02°30′30″ ს. გ. 101°30′00″ ა. გ. / 2.50833° ს. გ. 101.50000° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2004 (28-ე სესია) |
ნომერი | 1167 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1167 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ტყეებში გავრცელებულია ცოცხალი სამყაროს ბევრი ისეთი სახეობა, რომლებიც დედამიწაზე უკვე გადაშენების პირასაა მისული. სულ გავრცელებულია მცენარეთა 10 000 სახეობა, მათ შორის 17 ენდემურია, ძუძუმწოვართა 200 სახეობა, ფრინველთა 580 სახეობა, მათგან 21 ენდემური.