გულამ ისხაკ ხანი
გულამ ისხაკ ხანი (დ. 20 იანვარი, 1915 – გ. 27 ოქტომბერი, 2006) — პაკისტანელი მოხელე, პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, პაკისტანის მეშვიდე პრეზიდენტი 1988 წლიდან 1993 წლამდე. პაკისტანის სენატის ხელმძღვანელი 1985 წლიდან 1988 წლამდე პრეზიდენტ მუჰამად ზიაულ-ჰაკის დროს. როგორც პრეზიდენტმა ფიცი დადო მის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ.
გულამ ისხაკ ხანი | |
---|---|
ურდუ غلام اسحاق خان | |
დაბადების თარიღი | 20 იანვარი, 1915 |
დაბადების ადგილი | Bannu District |
გარდაცვალების თარიღი | 27 ოქტომბერი, 2006[1] (91 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პეშავარი |
მოქალაქეობა |
პაკისტანი ბრიტანეთის ინდოეთი |
განათლება | University of Peshawar |
ხანი დაიბადა და გაიზარდა ბანუში, დაამთავრა პეშავარის უნივერსიტეტი და შევიდა ინდოეთის სამოქალაქო სამსახურში, ინდოითის გაყოფის შემდეგ 1947 წელს აირჩია პაკისტანი. პრეზიდენტმა აიუბ ხანმა 1961 წელს დანიშნა წყლისა და ელექტროენერგიის განვითარების ასოციაციის პირველ თავმჯდომარედ, გულამ ისხაკ ხანი 1966 წლიდან 1970 წლამდე იყო ფინანსური მდივანი. ერთი წლის შემდეგ, პრეზიდენტ ზულფიკარ ალი ბჰუტომ დანიშნა სახელმწიფო ბანკის გუბერნატორად, ხოლო 1975 წელს - თავდაცვის მდივნად, რომელიც დაეხმარა პაკისტანის ატომური ბომბის პროგრამას. 1977 წელს პრეზიდენტმა ზია-ულ ჰაკმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებლის ზედამხედველობა დაავალა. 1985 წელს სენატის თავმჯდომარედ არჩეული ხანი 1988 წლის 17 აგვისტოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ინიშნება მუჰამედ ზია-ულ ჰაკის საჰაერო კატასტროფაში სიკვდილის შემდეგ. იგი პრეზიდენტად აირჩიეს 13 დეკემბერს, როგორც ისლამური დემოკრატიული ალიანსისა და პაკისტანის სახალხო პარტიის ერთობლივი კანდიდატი.
პრეზიდენტად ყოფნის დროს ასაკით უხუცესი, გულამ ისხაკ ხანი აქტიურ როლს ასრულებდა კომუნისტური ავღანეთის წინააღმდეგ, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გაუარესდა ლარი პრესლერის შესწორებასთან დაკავშირებით. შიდაპოლიტიკურად, ხანის პრეზიდენტობის პერიოდი გამოწვევებით აღინიშნა: ეთნიკურმა არეულობამ იფეთქა კარაჩში, ხოლო პრემიერ-მინისტრ ბენაზირ ბჰუტოს ბრალი დაედო, რომ იგი აფერხებდა მის მთავრობას კონსერვატორი ოპოზიციურ ლიდერ ნავაზ შარიფთან მოკავშირობით. ხანმა გამოიყენა მერვე შესწორება და გაათავისუფლა ბენაზირის მთავრობა მხოლოდ 20 თვის შემდეგ, გავრცელებული კორუფციისა და ცუდი მართვის ბრალდებით. შარიფი აირჩიეს პრემიერ-მინისტრად 1990 წელს, თუმცა ხანმა გაათავისუფლა მისი მთავრობაც მსგავსი ბრალდებებით სამი წლის შემდეგ. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა გაათავისუფლება, მაგრამ ჩიხმა საბოლოო ჯამში გამოიწვია ორივე მხარის გადადგომა 1993 წელს.
საჯარო სამსახურიდან გასვლის შემდეგ, ხანი ხელმძღვანელობდა გულამ ისხაკ ხანის საინჟინრო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტს, გარდაიცვალა პნევმონიით 2006 წელს. იგი პაკისტანელი ისტორიკოსების მიერ განიხილება როგორც სადაო ფიგურა; მას მიეწერება პირადი სიმკაცრე, კრიტიკა ეხება როგორც ავტოკრატ პრეზიდენტს, რომელმაც დაითხოვა ორი მთავრობა.[2]
ბიოგრაფია
რედაქტირებაგულამ ისხაკ ხანი დაიბადა სოფელ ისმაილ-ხელში, ბანუს რაიონის გარეუბანში, ორივე სოფელი ბრიტანული ინდოეთის იმპერიის ჩრდილოეთ-დასავლეთ საზღვრის პროვინციაში შედიოდა და ამჟამად პაკისტანის ხაიბერ-პახტუნხვის პროვინციაა, პაკისტანში.[2][3] იგი იყო ბაბაშის ტომის პუშტუნი. მისი ოჯახი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში; მისი სიძე იყო ყოფილი ფედერალური მინისტრი ანვარ საიფულა ხანი, ხოლო მეორე სიძე იყო ყოფილი სინდჰის მინისტრი და მრჩეველი, იარფანულა ხანი მარვათი. მისი შვილიშვილი საქარ ჰარუნ ბილური გათხოვილი იყო ჰარუნ ბილურზე, ხოლო მეორე — ომარ აიუბ ხანზე, ყოფილი სამხედრო დიქტატორ აიუბ ხანის შვილიშვილსა და პოლიტიკოს გოჰარ აიუბ ხანის შვილზე.[4][5]
სკოლის დამთავრების შემდეგ ბანუში, ხანმა ჯერ ისლამურ კოლეჯში გააგრძელა სწავლა, შემდეგ გადავიდა პეშავარის უნივერსიტეტში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ქიმიაში[2] და ბოტანიკაში.[2]
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება1975-1977 წლებში იგი თავდაცვის მდივანი იყო. 1977-1985 წლებში ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ებარა, ხოლო 1988 წელს აირჩიეს პაკისტანის პრეზიდენტად და თანამდებობა ეკავა 1993 წლამდე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ghulam Ishaq Khan Profile Story of Pakistan
- Ghulam Ishaq Khan taking oath as the President of Pakistan
- In depth history of Khan's presidency
- BBC News report of his death
- "Ghulam Ishaq Khan passes away" Report on the Dawn Newspaper website
- Chacko, Arun (1992-01-31). „With President Ghulam Ishaq Khan losing ground, new equations are being thrashed out“. India Today.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://news.bbc.co.uk/2/hi/south_asia/6090684.stm
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Staff report (28 October 2006). „Obituary: Ghulam Ishaq Khan“. The Telegraph. ციტირების თარიღი: 19 October 2012.
- ↑ Ghulam Ishaq Khan. Pakistan Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 19 October 2012
- ↑ 4.0 4.1 Intikhab Amir (28 October 2006). „Ghulam Ishaq Khan passes away“. Dawn Newspaper, Pakistan. ციტირების თარიღი: 28 October 2006. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Khan, A. Q. (26 January 2015). „An indomitable man“. Special biographical accounts by Dr. A. Q. Khan, published at the News International. News International, 2015. News International, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 July 2015. ციტირების თარიღი: 26 January 2015.