გრძელთითა წყლის ბიგა

გრძელთითა წყლის ბიგა (ლათ. Neomys teres)[1]ძუძუმწოვარი ცხოველი ბიგასებრთა ოჯახისა. ტანად პატარაა, გარეგნულად სახლის თაგვს წააგავს. სხეული დაფარულია გრძელი ბალნით. გავრცელებულია ზღვის დონიდან 2600 მეტრამდე. ბინადრობს ტყეებში, წყალსატევებთან ახლოს. კარგად ცურავს და ყვინთავს. ცხოვრობს სოროში, რომელსაც თვითონ თხრის, ან სხვის მიტოვებულში სახლდება. წელიწადში შობს 3–8 ნაშიერს. იკვებება მწერებით, მათი მატლებით, კიბოსნაირებით, ლიფსიტებით, პატარა თევზებით. საქართველოს ფარგლებში გვხვდება ახალქალაქისა და ბაკურიანის მიდამოებში, ფშავში, სვანეთში. საქართველოს გარდა, გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთის ევროპულ ნაწილში, აზერბაიჯანში. ქვირითისა და ლიფსიტების საკვებად გამოყენების გამო ზიანს აყენებს თევზის მეურნეობებს.

გრძელთითა წყლის ბიგა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Neomys teres (Miller, 1908)
სინონიმები
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 29659
გავრცელება

ზოგიერთი წყარო მოიხსენიებს როგორც წყლის ბიგის ქვესახეობას — Neomys fodiens leptodactylus.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Mammal Species of the World: A Taxonomic and Geographic Reference, Volume 1. edited by Don E. Wilson, DeeAnn M. Reeder. Baltimore, 2005. p. 279