გრიგალათისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ხევის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
გრიგალათი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
თემი ხევი
კოორდინატები 42°05′31″ ჩ. გ. 43°23′54″ ა. გ. / 42.09194° ჩ. გ. 43.39833° ა. გ. / 42.09194; 43.39833
ცენტრის სიმაღლე 600
მოსახლეობა 370[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გრიგალათი — საქართველო
გრიგალათი
გრიგალათი — იმერეთის მხარე
გრიგალათი

მდებარეობს მდინარეების ძირულისა და ჩხერიმელის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე რიკოთულის ორივე ნაპირას, ზღვის დონიდან 600 მ სიმაღლეზე, ხარაგაულიდან დაშორებულია 48 კმ-ით.

წყაროებში გრიგალათი პირველად იხსენიება 1628 წელს. შუა საუკუნეებში სოფელი ხეფინის ხევში შედიოდა. სოფელში არის წმ. ნიკოლოზისა ეკლესია.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 370 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 469 226 243
2014[1]   370 190 180

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II