რიკოთულა
რიკოთულა — მდინარე დასავლეთ საქართველოში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე. მდინარე ძირულის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 12 კმ, აუზის ფართობი 76 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,7 მ³/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულში, წყალმოვარდნები — შემოდგომა-ზამთარში.
რიკოთულა | |
---|---|
![]() | |
სათავე | ლიხის ქედი |
შესართავი | ძირულა |
სიგრძე | 12 კმ |
აუზის ფართობი | 76 კმ² |
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 390.