გრენლანდიის გეოგრაფია
გრენლანდია ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესა და ატლანტის ოკეანეს შორის მდებარეობს, კანადის ჩრდილო-აღმოსავლეთითა და ისლანდიის ჩრდილო-დასავლეთით. გრენლანდიას სახმელეთო მეზობელი არ ჰყავს. სანაპირო ზოლის სიგრძე 44 087 კილომეტრია. მოსახლეობა ძალიან მცირეა და ძირითადად თავს იყრის სანაპიროს გასწვრივ გაშენებულ პატარა დასახლებებში. გრენლანდია მსოფლიოში სიდიდით მეორე ყინულის საფარს ფლობს.
გრენლანდია დგას გრენლანდიის ფილაზე, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ფილის ქვეფილას წარმოადგენს.[1][2] გრენლანდიის კრატონი დედამიწაზე არსებული ერთ-ერთი უძველესი კლდეებისგან შედგება. ისუის მწვანე ბაზალტის სარტყელი სამხრეთ-დასავლეთ გრენლანდიაში დედამიწაზე ცნობილი უძველესი კლდეებისგან შედგება, რომელთა ასაკიც 3,7 - 3,8 მილიარდი წლისაა.[3]
მცენარეულობა მეჩხერია. ერთადერთი ტყიანი მონაკვეთი ნანორტალიკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ფარველის კონცხის სიახლოვეს.
კლიმატი არქტიკულიდან სუბარქტიკულში გარდამავალია, ცივი ზამთრითა და ცივი ზაფხულით. რელიეფი ძირითადად ბრტყელია, მაგრამ თანდათანობით იხრება ყინულებით, რომლებიც მთლიან მიწას ფარავენ გარდა ვიწრო, მთიანი, უნაყოფო კლდოვანი სანაპიროსი. უდაბლესი ადგილია ზღვა, უმაღლესი კი გუნბიერნის მთა — უმაღლესი წერტილი მთელს არქტიკაში (3,694 მ). კუნძულის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილია მორის ჯესუპის კონცხი, რომელიც 1909 წელს ადმირალმა რობერტ პირიმ აღმოაჩინა. ბუნებრივ რესურსებს შორისაა თუთია, ტყვია, რკინა, ქვანახშირი, მოლიბდენი, ოქრო, პლატინა, ურანი და თევზი.
ფართობი
რედაქტირება- მთლიანი 2 175 600 კმ²
- ხმელეთი 2 175 600 კმ² (341 700 კმ² ყინულისგან თავისუფალი, 1 833 900 კმ² ყინულით დაფარული)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- www.geus.dk დაარქივებული 2006-01-15 საიტზე Wayback Machine. Geological map of Greenland from the Geological Survey of Denmark and Greenland ( GEUS).
- Times Atlas reviews Greenland map accuracy after climate change row
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Chisholm, Hugh, ed. (1911). . Encyclopædia Britannica (ინგლისური) (11th ed.). Cambridge University Press.
- ↑ „BAFFIN BAY“ (PDF). Indian and Northern Affairs Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2011-06-13. ციტირების თარიღი: 2009-10-04. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Appel, Peter W.U., Hugh R. Rollinson, and Jacques L.R. Touret. (2001) "Remnants of an Early Archaean (>3.75 Ga) sea-floor, hydrothermal system in the Isua Greenstone Belt." Precambrian Research, Vol. 112, Issues 1-2, 15 November, pp. 27–49.