კრატონი
კრატონი (გერმ. kratos – ძალა, სიმაგრე) — დედამიწის ქერქის ძველი და სტაბილური უბნები, რომლებსაც აღარ აქვთ ალპინოტიპური დანაოჭების უნარი და ტექტონიკურ დაძაბულობებს ძირითადად გერმანოტიპური დანაოჭებით უპასუხებენ. აგებულია ტიპური კონტინენტური ქერქით, რომელთა სიმძლავრეა 35-45 კმ. ლითოსფერო კრატონების ფარგლებში აღწევს 150-200 კმ სიმძლავრეს. აქვთ იზომეტრიული, პოლიგონალური ფორმა. შედგება ძველი კრისტალური საძირკველისაგან, რომელიც ზოგჯერ იფარება შედარებით ახალგაზრდა დანალექი ქანებით.

გადაჭიმულია დედამიწის ქერქი | ოკეანური ქერქი: 0–20 მლნ. 20–65 მლნ. >65 მლნ. |
განარჩევენ დაძირულ კრატონებს (ოკეანურ ბაქნებს), რომელთაც აქვთ დედამიწის ქერქის სიმური (Si, Fe, Mg) სუბსტრატი და არ გააჩნიათ „გრანიტულ-მეტამორფული“ ფენა, და აზევებულ კრატონებს (კონტინენტურ ბაქნებს), რომელთაც აქვთ კონტინენტური ქერქი სიალური (Si, Al) სუბსტრატითა და სქელი „გრანიტულ-მეტამორფული“ ფენით.
ტერმინი შემოიღო გერმანელმა გეოლოგმა ჰანს შტილემ (1940) ლეოპოლდ კობერის (1928) „კრატოგენის“ ნაცვლად.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 20.