ჰანს შტილე
ჰანს შტილე (გერმ. Hans Stille; დ. 8 ოქტომბერი 1876, ჰანოვერი — გ. 26 დეკემბერი 1966, ჰანოვერი) — გერმანელი გეოლოგი. გასული საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი გეოლოგი.
ჰანს შტილე | |
---|---|
გერმ. Hans Stille | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 8 ოქტომბერი, 1876[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | ჰანოვერი[1] |
გარდ. თარიღი | 26 დეკემბერი, 1966[1] [2] [3] [4] (90 წლის) |
გარდ. ადგილი | ჰანოვერი[1] |
დასაფლავებულია | Neuer St. Nikolai Friedhof (Hannover) |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | გეოლოგია |
მუშაობის ადგილი | ლაიფციგის უნივერსიტეტი, გეტინგენის უნივერსიტეტი, ჰანოვერის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი[5] [6] |
ალმა-მატერი | გეტინგენის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | კომანდორის ჯვრის ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“, გუსტავ სტაინმანის მედალი, ლეოპოლდ ფონ ბუხის მედალი, honorary doctor of Sofia University და honorary doctor of the University of Tübingen |
ხელმოწერა |
![]() |
1899 წელს დაამთავრა ჰანოვერის უმაღლესი ტექნიკური სკოლა და გეტინგენის უნივერსიტეტი. 1932 წლიდან იყო ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი, 1945-1950 წლებში გერმანიის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, 1946-1950 წლებში მის მიერ დაარსებული გეოტექტონიკური ინსტიტუტის დირექტორი.
ჰანს შტილეს ძირითადი შრომები ეხება დედამიწის დანაოჭებული მხარეების შედარებით-ისტორიულ ანალიზისა და თეორიულ გეოტექტონიკურ საკითხებს. შტილეს კონცეფციით, დედამიწის ქერქის მზარდი კონსოლიდაციის ხანგრძლივ პერიოდებს მოჰყვება უფრო ხანმოკლე დანაოჭების ფაზისები, რომლებიც მთელ დედამიწაზე ერთდროულად გამოვლინდება. შტილემ გამოყო გეოსინკლინის ორი ტიპი — ძლიერი მაგმური აქტიურობის მქონე — ევგეოსინკლინი (გეოსინკლინური სისტემის შიდა, მეტად მოძრავი მაგმური პროდუქტების ნაწილი) და სუსტი მაგმატიზმის მქონე — მიოგეოსინკლინი (რომელიც შედარებით სუსტად მოძრავი, და სუსტად გამოხატული ვულკანიზმით ხასიათდება);
შემოიღო ასინტური დანაოჭების ცნება. ასინტური დანაოჭება, რომელიც წარმოადგენს ყველაზე ახალგაზრდა დანაოჭებას კამბრიულისწინა დანაოჭებათა შორის, შტილემ 1944 წელს დაადგინა, ხოლო 1955 წელს კი აკადემიას მოუწოდა, რომ ასინტური დანაოჭება ეწოდებინათ.
თხზულებებირედაქტირება
- Grundfragen der vergleichenden Tektonik, В., 1924;
- Einführung in den Bau Americas, B., 1940;
- Ассинтская тектоника в геологическом лике Земли, М., 1968.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ჰანს შტილე — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 46.
- Богданов А. А. , Ганс Штилле, 1966.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118798871 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 Professorenkatalog der Universität Leipzig — 2006.
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ https://www.hannover-gis.de/GIS/index.action
- ↑ https://doi.org/10.7479/15hf-qp11