გუნბიერნი
გუნბიერნი (დან. Gunnbjørns Fjeld) — კუნძულ გრენლანდიის უმაღლესი მთა და საერთოდ არქტიკის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 3694 მ. მიეკუთვნება უოტკინზის ქედის მთათა სისტემას. მდებარეობს იმ მთათა სარტყელში, სადაც მწვერვალების სიმაღლე 2000-ს აღემატება. გუნბიერნი განლაგებულია გრენლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დანიის სრუტიდან 100 კმ-ში. აგებულია ბაზალტებით, რომლებიც გაშიშვლებულია მყინვარული საფრის ზედაპირზე. პირველი ასვლა განხორციელდა 1935 წლის 16 აგვისტოს. მწვერვალს სახელი ეწოდა გრენლანდიის აღმომჩენის — ულფსონ გუნბიერნის სახელის მიხედვით.
გუნბიერნი | |
---|---|
კოორდინატები: 68°55′00″ ჩ. გ. 29°53′00″ დ. გ. / 68.91950° ჩ. გ. 29.89853° დ. გ. | |
ქვეყანა | გრენლანდია |
სიმაღლე | 3694 მ |
ქედი | უოტკინზის ქედი |
პირველი ასვლა | 16 აგვისტო, 1935 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 308.