გოლათუბანი
გოლათუბანი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (წიფის ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
გოლათუბანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
თემი | წიფა |
კოორდინატები | 42°00′00″ ჩ. გ. 43°24′59″ ა. გ. / 42.00000° ჩ. გ. 43.41639° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 720 მ |
მოსახლეობა | 70[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 720 მეტრის სიმაღლეზე, ხარაგაულიდან დაშორებულია 25 კილომეტრით. სოფელში მოიპოვება თიხა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 70 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[2] | 665 | ||
2002[3] | 483 | 236 | 247 |
2014[1] | 70 | 32 | 38 |
ისტორია
რედაქტირებაგოლათუბანი წერილობით წყაროებში პირველად დამოწმებულია 1711 წელს. აღნიშნულია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ დასავლეთ საქართველოს რუკაზეც (1743). მას მოიხსენიებს აგრეთვე გერმანელი მოგზაური იოჰან გიულდენშტედტი.
1711 წელს გოლათუბანი სააბაშიოს შემადგენლობაში შევიდა და ქართლის სამეფოს საზღვრებში მოექცა. 1751 წელს ვახუშტი აბაშიძემ გოლათუბანი გაათავისუფლა ყოველგვარი გამოსაღებლისაგან და ამავე სოფელში მდებარე წმ. გიორგის ეკლესიის სამსახური დააკისრა. ქართლ-კახეთის რუსეთის მიერ ანექსიის შემდეგ შემდეგ სოფელი გორის მაზრას ეკუთვნოდა, ხოლო 1846 წლიდან — შორაპნის მაზრას.
გოლათუბანში შემორჩენილია კირქვით ნაგები XIX საუკუნის დარბაზული ეკლესია და ნამოსახლარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 206.
- ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 82.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 226.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II