გოგოური
სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
გოგოური — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზემო ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფლები: განთიადი, გოგოური, თხილაგანი).
სოფელი | |
---|---|
გოგოური | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზემო ხეთი |
კოორდინატები | 42°02′37″ ჩ. გ. 42°22′32″ ა. გ. / 42.04361° ჩ. გ. 42.37556° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 220 მ |
მოსახლეობა | 50[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ხევისწყლის ზემო ხეობაში, ზღვის დონიდან 220 მ., ჩოხატაურიდან 21 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 23 კმ. სოფელი შედიოდა ისტორიულ საჯავახოს მხარეში. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა საჭამიასერის მევენახეობის მეურნეობა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 50 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 71 | 28 | 43 |
2014[1] | 50 | 25 | 25 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 200.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 70.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II