გიორგი ანწუხელიძის მწვერვალი

მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვარზე

გიორგი ანწუხელიძის მწვერვალიმწვერვალი საქართველოში, დუშეთის, თიანეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ განშტოებაზე, მწვერვალ დიდი ბორბალოს სამხრეთით 3,5 კმ-ში, ზღვის დონიდან 3276,1 მ. წარმოადგენს მდინარეების ალაზნის, იორის, ასევე ფშავის არაგვის წყალგამყოფს.[1]

გიორგი ანწუხელიძის მწვერვალი
კოორდინატები: 42°23′23″ ჩ. გ. 45°13′22″ ა. გ. / 42.38972° ჩ. გ. 45.22278° ა. გ. / 42.38972; 45.22278
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მცხეთა-მთიანეთის მხარე
კახეთის მხარე
სიმაღლე 3276,1 
ქედი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი
გიორგი ანწუხელიძის მწვერვალი — საქართველო
გიორგი ანწუხელიძის მწვერვალი
გიორგი ანწუხელიძის მწვერვალი — კახეთის მხარე
გიორგი ანწუხელიძის მწვერვალი

აღმოაჩინეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ტოპოგრაფიული სამსახურის თანამშრომლებმა სამეცნიერო-სასწავლო ხასიათის ლაშქრობის დროს 2018 წელს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინადადებით ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით მანამდე უსახელო მწვერვალს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა.[1]