გვირგვინა (ბალთის თემი)
გვირგვინა — სოფელი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში (ბალთის თემი).
მდებარეობს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ლოპანისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 920 მ-ზე. ქარელიდან დაშორებულია 32 კმ-ით, აგარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) — 22 კმ-ით. ოსები დიდინჯინს (ოს. Дидинджын) უწოდებენ.
1922-1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ზნაურის რაიონის შემადგენლობაში, 1990-2006 წლებში — ქარელის რაიონში, 2006 წლიდან — თიღვის მუნიციპალიტეტში. ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. 1989 წლის აღწერით ცხოვრობდა 45 ადამიანი, ეთნიკურად ოსები. ამჟამად მუდმივი მოსახლე არ არის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 148.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.